მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
 
ბექა ღვაჩლიანს განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. მას საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში მინისტრის მრჩევლის და შემდეგ პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა.
 
2013-2014 წლებში ის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიაში იურისტად მუშაობდა. 2014-2018 წლებში იყო „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2018-2024 იყო მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2024-2025 წლებში იკავებდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩევლის პოზიციას, ხოლო 2025 წლის თებერვალში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
 
ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით მორგოშია შეცვალა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი,დავით მორგოშია და მინისტრის პირველი მოადგილე, ბექა ღვაჩლიანი, “OKTAGON MMA”-ის მეორე ქართველ ჩემპიონს, ბენო ადამიას შეხვდნენ და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ბენო ადამიას კარიერულ საჭიროებებსა და მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა. სპორტსმენმა მინისტრსა და მის პირველ მოადგილეს თავისი პროფესიული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო.
 
დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან წარმატებული სპორტსმენი ვარჯიშის პარალელურად ახალგაზრდა სპორტსმენებს რეგულარულად ამზადებს და ახალი თაობის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან შეხვედრების ფარგლებში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №48ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში იმყოფებოდა.

მინისტრმა მოსახლეობას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო და მათგან განათლების მიმართულებით არსებული საჭიროებები მოისმინა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.
 
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანი დევნილების საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლა და შემდგომ მათი ოპერატიულად გადაწყვეტაა.

მაგიდის ჩოგბურთში აფხაზეთის ღია ახალგაზრდული პირველობა გაიმართა, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, 130-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. 


რეგიონალურ გუნდებს შორის აფხაზეთის ჩოგბურთელთა ახალგაზრდულმა გუნდმა 3 ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 


ოქროს მედლები ელენე ქობალიამ, მათე ყიფშიძემ და ანასტასია ჩხარტიშვილმა, ვერცხლის - აკაკი გაბიცინაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები - ბარბარე სიხარულიძემ და ანდრია ჩხარტიშვილმა მიიღეს.

ტურნირს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია, აფხაზეთის ა/რ რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია სამინისტროში კიკბოქსინგის წარმატებულ მებრძოლს გიორგი მალანიას შეხვდა. მინისტრმა ჩემპიონს WU LIN FENG-ის ჩემპიონატზე გამარჯვება მიულოცა, სიმბოლური საჩუქარი გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
 
გიორგი მალანიამ "Kung Fu Festival 2025" -ზე, WU LIN FENG-ის ჩემპიონატის ორი ფინალური ბრძოლა მოიგო და კიკბოქსინგის ჩემპიონის ტიტული და ქამარი მოიპოვა.
 
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს თანამშრომელი გიორგი ბერიანიძე და სპორტსმენის მწვრთნელი მამუკა შონია ესწრებოდნენ.
 
გიორგი მალანია წარმოშობით დროებით ოკუპირებული გალიდან არის და 15 წელია, კიკბოქსინგის ფედერაციის წევრია. მას მოპოვებული აქვს პირველი ადგილები ესტონეთის კიკბოქსინგის ჩემპიონატზე და იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე 16-17 წლის კატეგორიაში, არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიაში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერკლასი ჩატარდა.
 
მასტერკლასები ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტებმა, ევროპის სამგზის პრიზიორმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და საქართველოს სამგზის და მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ჩაატარეს და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
 
მასტერკლასს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ანი კიტიასთან ერთად დაესწრო.
 
ღონისძიება ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით გაიმართა.

30 იანვარს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის პრესტიჟულ ფესტივალზე - Into the Open (ITO) დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარადგენს. წარმოდგენა Kühlhaus Berlin-ის სცენაზე გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, საფესტივალო სამზადისის ფარგლებში, სოხუმის თეატრის სცენაზე  სპექტაკლის „იაკიში და პუპჩეს“ რეპეტიციას დაესწრო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თეატრის დასს საინტერესო შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ბერლინის ITO ფესტივალზე წარმატება უსურვა.

პროექტი, რომელიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და სოხუმის თეატრის ისტორიულ როლზე მიანიშნებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დავით მორგოშიას მხარდაჭერით ხორციელდება.

დრამატურგ ხანონ ლევინის „იაკიში და პუპჩე“ სევდიანი კომედიაა, რომელიც 2017 წელს ფოთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის დაიდგა და ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლის ტიტულიც მოიპოვა. წარმოდგენა არაერთი სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიცაა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშა ორთაჭალაში, ინციდენტის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს შეხვდა, რომლებიც დროებით სასტუმრო „Green inn“-ში არიან დაბინავებული. 
 
მინისტრმა დევნილებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის მდგრადობის დადგენის შემდეგ, ისინი უმოკლეს ვადებში, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან თავიანთ ბინებს.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე და მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წევრებს, ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ეკატერინე შარიქაძე წარუდგინა.
 
შეხვედრაზე შეკრებილმა საზოგადოებამ თეატრის გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, წლის განახლებულ სამოქმედო გეგმასა და განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.
 
წარდგენას მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი და თეატრის მსახიობები ესწრებოდნენ.
დავით მორგოშიამ შეხვედრაზე მისულ სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 
ეკატერინე შარიქაძე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 4 წლის ვადით დაინიშნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის პირველ მოადგილე ბეჟან ნემსაძესთან ერთად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახლად დანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს ეკატერინე შარიქაძეს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
 
ეკატერინე შარიქაძე სპეციალობით დრამისა და კინოს მსახიობი და დრამის რეჟისორია. დღემდე მუშაობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობად და რეჟისორად. ამავე თეატრში განსახიერებული აქვს მრავალი როლი და დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი. არის პიესების და ინსცენირებების ავტორი.
 
მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი ეკატერინე შარიქაძე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლად 4 წლის ვადით დაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1500-მდე პირს საახალწლო ნობათი გადაეცა.

ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში განსახლებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს ეწვია, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა  მიიღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ქ. ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
კომპიუტერები აფხაზეთის საჯარო სკოლების 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ.
პროგრამას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2009 წლიდან ახორციელებს.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები ბეჟან ნემსაძე და ნინო ლობჟანიძე და აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - "ახალი პიესა აფხაზეთზე“ გამარჯვებული პიესის "მე არსად წავსულვარ!“ ავტორს სალომე კაპანაძეს დიპლომი გადასცა. მინისტრმა მას კონკურსში გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
 
პიესა აგებულია ახალგაზრდების - აფხაზი თარაშის და ქართველი თათიას აფხაზეთთან დაკავშირებულ გენეტიკურ მეხსიერებაზე. მათი ურთიერთობიდან იკვეთება პიესის მთავარი სათქმელი, რომ ეს თაობა ერთმანეთს მიუტევებს, შეიყვარებს და კვლავ შეძლებს თანაცხოვრებას.

სალომე კაპანაძე არის ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურული წერილების კრებულებისა და ზღაპრების ავტორი. "მე არსად წავსულვარ!“ მისი პირველი პიესაა.

კონკურსი - "ახალი პიესა აფხაზეთზე“ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინიციატივით გამოცხადდა და გამარჯვებული პიესა ამავე თეატრის სცენაზე დაიდგმება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს დავით მორგოშიას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, მოუსმინეს. მინისტრმა სამინისტროს მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
 
მინისტრმა სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით გაწეულ საქმიანობაზე, შესაბამის სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე, პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის გამო არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ნაბიჯებზე, მათ შორის დისტანციური სწავლების გააქტიურებაზე.
 
მინისტრმა ასევე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სიპებისა და ა(ა)იპების საქმიანობა მიმოიხილა.
 
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ზედა ეწერში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „დინამო თბილისის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ღირსების ორდენის კავალრის, სპორტის რაინდად წოდებული ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. ტურნირში აფხაზეთის საჯარო სკოლების რვა გუნდი მონაწილეობდა.
 
აფხაზეთის მე-15, მე-11 და მე-10 საჯარო სკოლების გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი დიპლომები და თასები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ გადასცა.
 
"აფხაზეთის სპორტსმენებს ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ქართული სპორტის, მათ შორის ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ამ ტურნირის ჩატარებით ამჯერად გავიხსენეთ ჩვენი დიდი ფეხბურთელი სიომა ბარქაია, რომლის დამსახურებაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარია. ვგეგმავთ, რომ მომავალშიც სხვა არაერთი ცნობილი, აფხაზეთის სპორტსმენი და მისი განსაკუთრებული მიღწევები გავახსენოთ საზოგადოებას", - განაცხადა დავით მორგოშიამ.
 
ტურნირს მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი, სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ტურნირი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
 
ვლადიმერ (სიომა) ბარქაია - წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელი - 1937 წელს გაგრაში დაიბადა. ის იყო სსრკ ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი. 1964 წელს საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მეორე ნომრად დასახელდა. 1967-1969 წლებში იყო "დინამო თბილისის“ მწვრთნელი. 2014 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.
 
ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში 2022 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა