-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო "წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2025 წლის III ეტაპის განხორციელებას იწყებს.
პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ განსაკუთრებული მიღწევებით, ნიჭიერებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ახალგაზრდები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები,
ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 15 აგვისტოდან 15სექტემბრის ჩათვლით
სტუდენტებს შეუძლიათ საჭირო დოკუმენტაცია წარადგნინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://shorturl.at/NljbO
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 143


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ სააქმეთა სააგენტოს თანამშრომლებს, სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ავთანდილ ძაგანია წარუდგინა.
ავთანდილ ძაგანიამ განათლება ბიზნესის მიმართულებით მიიღო. მას კერძო და საჯარო სექტორებში, მათ შორის აფხაზეთის სტრუქტურებში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ქალაქ ქუთაისში მდებარე აფხაზეთის N5 და ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა, უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინეს სკოლაში არსებული საჭიროებები, დაათვალიერეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სამომავლოდ განსახორციელებელ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრას აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია თევდორაძე, აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა წოწორია, სკოლების ადმინისტრაცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, შაორის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ცერემონიას დაესწრო.
ბანაკი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, სადაც 100-მდე აფხაზეთიდან დროებით დევნილმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს მათი ფიზიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას, ღონისძიების დასასრულს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ.
ბანაკის კულმინაციური ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბანაკის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ბანაკი ხელს უწყობს ახალგაზრდების სრულფასოვან დასვენებას, არაფორმალურ განათლებასა და თვითშემეცნებას. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებელი სოციალური ინტეგრაციისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის, ეთიკის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებისათვის.
ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, აფხაზეთის იუსტიციისა დაუ სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.








სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ივანე გაბრუაშვილის სპექტაკლის "მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად დაესწრო.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ასახავს ქართული სოფლის ყოველდღიურობას დიდი სამამულო ომის წლებში. მთავარ გმირს, ობოლ სოსოიას იმედი აქვს, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველაფერი უკეთ იქნება და ხატიასაც თვალები აეხილება.
პრემიერას ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპექტაკლში აფხაზეთის ა/რ პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის“ და საქართველოს სხვადასხვა თეატრის დამსახურებული მსახიობები მონაწილეობდნენ.
ინტეგრირებული თეატრი, რომელიც 2015 წელს დაარსდა, აერთიანებს 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებს.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად გომბორის მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილ, ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთის N6 და აფხაზეთის N3 საჯარო სკოლების 15 აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. სასწავლო კურსის ფარგლებში ახალგაზრდებს ხუთი დღის მანძილზე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობიდნენ და შეესწავლათ ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, როგორიცაა საცეცხლე მომზადება, თვითგადარჩენის ტექნიკები, დრონების მართვა, პირველადი სამედიცინო დახმარება, კიბერუსაფრთხოება და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.
ღონისძიება „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლეები და ვეტერანების შვილები შეირჩნენ.
ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ მაიორი კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის უფროსი თაობის ვეტერანი მოცეკვავეები ბიანა დარასელია და თეიმურაზ ფარულავა, ქართულ-აფხაზურ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
შეხვედრის ფარგლებში უფროსი თაობის მოცეკვავეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, მინისტრმა კი ქართულ-აფხაზური მდიდარი ფოლკლორული ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა 2022 წელს შეიქმნა უფროსი თაობის მოცეკვავეებისა და მომღერლების მიერ. ანსამბლმა მცირე დროში, რამდენიმე სოლო კონცერტის ჩაატარა და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა მიიღო.
