აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ქვეპროგრამის - ,,პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში“ განხორცილებას 2023 წელსაც აგრძელებს.
პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის №1, №2, №3 №5, №6, №10, №11, №21 საჯარო სკოლების (ზუგდიდი, ქუთაისი, სენაკი, ფოთი, თბილისი) საშუალო საფეხურის მოსწავლეები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და პროფესიულ სასწავლებლებში - კოლეჯი „მერმისი“, კოლეჯი „იბერია“, კოლეჯი „ლაკადა“, კოლეჯი „ფაზისი“ - ჩატარებულ საინფორმაციო ტურებში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები უნივერსიტეტსა და კოლეჯებში გაეცნენ სხვადასხვა მიმართულების ისეთ პროგრამებს, რომლებიც მათ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ინგლისური ენის კურსის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე ინგლისური ენის კურსის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საქართველოში ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსმა ალექსანდრე დანიელსმა და ამავე საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის კოორდინატორმა ლია გუმბერიძემ.
სტუდენტებს რამდენიმე თვის განმავლობაში ინგლისური ენის გაკვეთილებს ჩაუტარებს ფულბრაითის პროგრამის ინგლისური ენის ასისტენტი საქართველოში იასნიმე რაისი. სტუდენტებსა და პედადოგს შორის გაცნობითი შეხვედრა გუშინვე შედგა.
პროექტის მიზანია დაეხმაროს აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაში.
პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და მათთვის სამეცნიერო კვლევებში ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:
ა) სამეცნიერო ლიტერატურის/კვლევის გამოცემა;
ბ) სამგზავრო ხარჯები მეცნიერების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის;
გ) აფხაზეთის მკვიდრი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ კვლევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში;
დ) მეცნიერი, რომელიც არაა აფხაზეთის მკვიდრი, მაგრამ მისი კვლევა თემატურად დაკავშირებულია საქართველოს ამ კუთხესთან;
ე) უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსებით წარმოდგენილ და თემატურად აფხაზეთთან დაკავშირებულ პროექტებს;
ვ) არ დაფინანსდება ზედიზედ 2 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომის ბეჭდვის თაობაზე ერთი და იგივე ავტორის მიერ შემოტანილი პროექტი.
პროგრამის გამოცხადებიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე მიიღება ბეჭდვასთან დაკავშირებლი პროექტები; მეცნიერებისთვის და ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის პროგრამების სტუდენტებისთვის სამგზავრო ხარჯები დაფინანსდება 2023 წლის 30 ნოემბრამდე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ.
პროგრამა: https://bit.ly/3jHgXlL
ანკეტა: https://bit.ly/3YtLt18
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის I ეტაპის განხორციელებას იწყებს.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 598 17 41 78; 577 09 22 39.
იხ. ვრცლად: https://bit.ly/3Y3abWc
იხ. განცხადების ბლანკი: https://bit.ly/3QApYbE
ააიპ „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „ლუტეცია“ ზუგდიდში, კომბინატის უბანში მდებარე აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-მობილურ სივრცეს შექმნის. ასევე სკოლის ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯითა და ინვენტარით აღჭურვავს, - ეს ყველაფერი ნათქვამია წერილში, რომელიც ამ დღეებში სკოლამ, საკუთარი მიმართვის პასუხად, ფონდ „ლუტეციას“ დირექტორის ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაიასგან მიიღო.
"საქველმოქმედო ფონდი ლუტეცია“ მომავალშიც მზად არის მხარი დაუჭიროს სკოლას „ბიბლიოთეკისა და საგანმანათლებლო სივრცის ფუნქციონირების პროცესში“, რადგან თავად ვახტანგ ფხაკაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ახალგაზრდებში განათლების ხელშეწყობას და ეს ფონდის მიზანიცაა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას, სარგებლობის უფლებით, უვადოდ გადაეცა ქალაქ ზუგდიდში, გორის ქუჩა №4-ში მდებარე 9284 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
მიწის ამ ნაკვეთზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, აფხაზეთის №11 საჯარო სკოლისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა აიგება.
აფხაზეთიდან დევნილობის 30 წლის თავზე ეს უკვე აფხაზეთის საჯარო სკოლებისთვის აშენებული მეორე შენობა იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი ახალი შენობა ჩხოროწყუში, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლისთვის ევროპის ბანკის დაფინანსებით აშენდება.
გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სარგებლობის უფლებით, უვადოდ გადასცა ქ. ზუგდიდში, იმავე მისამართზე მდებარე 6816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
მიწის ამ ნაკვეთზე კი აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აშენდება პროფესიული სასწავლებელი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სხვადასხვა პროფესიას დაეუფლებიან.