მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს გიორგი ძიგუას მოუსმინეს.
 
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
 
მინისტრმა დეპუტატების შეკითხვას უპასუხა და სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
 
მოხსენებაზე გიორგი ძიგუამ ყურადღება გაამახვილა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რთულ ვითარებაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მძიმე სოციალური მდგომარეობასა და უსაფრთხოების საკითხებზე.
 
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა გაზრდილ მომართვიანობას, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო ახორციელებს პროექტს საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზეთის მკვიდრების და მათი შთამომავლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებელი ტესტირებისთვის მომზადების ხელშესაწყობად.
 
სხდომას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ჯალაღონია, მოადგილე თემურ გასვიანი და იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია ესწრებოდნენ.
ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი "მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის" წარმატებით ჩატარდა.
 
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ცნობიერება აიმაღლეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საჯარო გამოსვლების ხელოვნება, კრიტიკული აზროვნება, კონფლიქტოლოგიის საფუძვლები, ლიდერის უნარები, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორია და ძირითადი ეტაპები, ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ საკითხები და ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობაში.
 
დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე.
 
პროექტი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანია, მონაწილე ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა და მათი აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გააქტიურებისთვის და დიალოგის პროცესში კონსტრუქციული ჩართვისთვის.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა გიორგი ძიგუამ და ფერიის სკოლის დირექტორმა ლეილა დუმბაძემ მოაწერეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო პროექტებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. ასევე, ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და სკოლის ადმინისტრაცია ესწრებოდნენ.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა გიორგი ძიგუამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ მოაწერეს.

შეხვედრის მონაწილეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო და სადღესასწაულო ნობათები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ.
 
ამ მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა გიორგი ძიგუამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.
 
ურთიერთთანამშრომლობა ასევე აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირების სამოქალაქო ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, სამინისტროს თანამშრომლები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან დავით ფაცაციასთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძეს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს პროექტების ერთობლივად განხორციელების საკითხები.

შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური კვლევების ცენტრი გაიხსნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებას, ქართულ-აფხაზური პრობლემების მრავალმხრივ ანალიზსა და აფხაზ თანატოლებთან კომუნიკაციების დამყარების გზების მოძიებას.

„სამინისტროსა და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კვლევის ცენტრს შორის დაიგეგმა მრავალი პროექტის განხორციელება აჭარაში მცხოვრები აფხაზებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებისა და მათი ურთიერთობების კომპლექსური შესწავლის მიზნით.

ვფიქრობ, რომ ეს პროექტები ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენს მეტად დაახლოებას, რადგან ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირებას არანაირი ობიექტური, ისტორიული და გენეტიკური საფუძველი არ აქვს." - განაცხადა გიორგი ძიგუამ.

შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების - ,,ერთობა ხვალისთვის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დროებით დევნილის სტატუსის მქონე ახალგაზრდებმა, არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების, პროფესიული არჩევანისა და კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს.

პროექტი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი, პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდების დახმარებაა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი "აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა" წარმატებით დასრულდა.

დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, ტაძრის ტერიტორიაზე, საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატები, კალიგრაფიული ნაშრომები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტის განხორციელებას, განსაკუთრებულად კი მამა ლევანს, რადგან მისი მხარდაჭერით წარიმართა პროექტი წარმატებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ ბევრი ახალგაზრდისთვის შევქმნათ საუკეთესო შესაძლებლობები", - განაცხადა გიორგი ძიგუამ.

სასწავლო პროცესი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას უშუალოდ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ლევან ჯანაშია ხელმძღვანელობდა.

პროექტის მიზანი დროებით დევნილი ახალგაზრდების რესოციალიზაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერაა.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ქალებს სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის თემატიკითა და სამართლებრივი გზამკვლევი გადაეცათ.

შეხვედრაზე მინისტრი აფხაზეთიდან დროებით დევნილ ქალებს მათ პრობლემებზე ესაუბრა. საჭიროების შემთხვევაში, დახმარებასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ №5 პენიტენციურ დაწესებულებაში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მსჯავრდებულებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს გიორგი ძიგუას №5 დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, რომელიც მსჯავრდებულთა დასაქმების, რესოციალიზაციისა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის სივრცეებს მოიცავს.

შეხვედრას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა, დაბა კოჯორში, კვინიტაძის 2-ში მდებარე დევნილთა განსახლების ლოკაციაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
 
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები.
 
„აფხაზეთის მთავრობის წევრები ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს, სადაც ვეცნობით მათ პრობლემებს და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ვცდილობთ პრობლემების გადაჭრას. დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები არის სისტემური, უწყვეტი პროცესი, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვიმყოფებით მოსახლეობასთან აფხაზეთის მთავრობის ცხელი ხაზის - 143 და ონლაინ პორტალის საშუალებით, რაც დროებით დევნილ მოსახლეობას ინფორმაციის ოპერატიულად მიღების საშუალებას და აფხაზეთის მთავრობის პროგრამებში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა გიორგი ძიგუამ.
 
შეხვედრაზე მინისტრმა გიორგი ძიგუამ, დროებით დევნილ მოსახლეობას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის 2025 წლის მიზნები და გეგმები გააცნო.
 
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, შეხვედრების მიზანია - დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და დროული რეაგირება.
გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია, - ამის შესახებ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი ძიგუამ ჟურნალისტებს ეროვნული გმირის საფლავთან განუცხადა.
 
"გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია, რომლის დაუმარცხებელი სული, გმირობა მომავალ თაობებს გზას გაუკვალავს და წარუძღვება სამშობლოს მსახურებაში“ - განაცხადა გიორგი ძიგუამ.
 
მისივე თქმით, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ვნახავთ - გამთლიანებულ საქართველოს.
 
2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ჯალაღონია და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, მეორე დღეა, საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან.
 
"შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სწავლობს სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოსულები ვართ რეგიონებში, მოვიარეთ კომპაქტურად ჩასახლებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის ყველა ლოკაცია. ვსწავლობთ როგორც ახლანდელ პრობლემებს, რომელიც სტიქიამ შექმნა, ასევე იმ პრობლემებს, რაც აქამდეც ჰქონდათ. დახმარება სჭირდებათ ამ ადამიანებს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა გიორგი ძიგუამ.
 
დღეს შეხვედრა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე გაიმართა. მინისტრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა შეაფასეს.
 
სამუშაო ჯგუფის წევრები სწრაფი მოქმედების მიზნით, ცენტრალურ უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი პროექტს "აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ ახორციელებს.
 
პროექტი თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის 7-16 წლის 30 ახალგაზრდისთვის, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების (კერამიკა/მოხატვა, კალიგრაფია, ხატვა, ქსოვა, ქარგვა, ანიმაცია, წაკითხულის გააზრება, მეტყველება და სხვა) სწავლებას ითვალისწინებს.
 
პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის გაზრდა, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაძლიერება და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:
+995 574 404 089