იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
ახალი ამბები
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს წმინდა გიორგის სახელობის ილორის საკვირაო სკოლის დევნილ მოზარდებს მწერალი გურამ ოდიშარია ეწვია.
გურამ ოდიშარია დევნილ ბავშვებს წიგნიერებასა და შემოქმედებით აზროვნებაზე გაესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, მწერალმა გაიხსენა აფხაზეთიც. ილაპარაკა ეპიზოდებზე საკუთარი და მეგობრების ცხოვრებიდან . ღონისძიების დასასრულს გურამ ოდიშარიამ დევნილ ახალგაზრდებს საჩუქრად ,მისივე ხელმოწერით საავტორო წიგნი, „სალამია“ გადასცა.
„განსაკუთრებული შეხვედრა გვქონდა ილორის საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა მწერალ გურამ ოდიშარიასთან. ბატონმა გურამმა ახალგაზრდებთან ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ჩვენს საერთო ტრადიციებსა და კულტურაზე“- განაცხადა აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა, ალიონა ჩხოტუამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრიც დაესწრო.
აფხაზეთი ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვა ტიპის არაფორმალურ შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.
გაგრის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 1992 წელს გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა, ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძესთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გახარიასთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად პატივი მიაგო.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ხაზი გაუსვეს სამშვიდობო და ქვეყნის ერთიანობის პოლიტიკის შეუქცევადობას.
მემორიალთან ასევე ვეტერანთა საქმეთა სახელწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქი ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილ სპექტაკლს “ზღვის თეატრს” დაესწრო.
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა დევნილობაში მყოფი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა მსახიობების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელთაც სურთ ქალაქში ახალი თეატრი შექმნან.
სპექტაკლს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ეროვნული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
,აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრთან ბექა ღვაჩლიანთან ერთად საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორის გენო ადამიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქი ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ესწრებოიდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით დაბა ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ხუთი დღის განმავლობაში ბენეფიციარებმა და მათმა მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, რომლებიც ითვალისწინებდა მონაწილეების სახელოვნებო, სპორტულ და თერაპიულ აქტივობებში ჩართვას, ფსიქოლოგიური ტრავმების, კრიზისული მდგომარეობებისა და ფსიქოსოციალური გამოწვევების დაძლევას, ასევე, მათი სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროექტის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი შეხვდნენ, დაესწრნენ ბენეფიციართა აქტივობების ჩვენებას, მონაწილეთა ნამუშევრების პრეზენტაციას და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
კონფერენცია „ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში“ გაიმართა
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, კონფერენცია „ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში“ გაიმართა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ გახსნა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს, რომელთაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კონფერენციაზე ხაზი გაესვა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებას აკადემიური პერსონალის ჩართულობით, ასევე ქართულ მწერლობაში ასახული ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი როლის გამოკვეთას აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
12-16 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტი „სამართლის კვირეული“ განახორციელდა.
„სამართლის კვირეული“-ს ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა (I-IV კურსის სტუდენტები) თელავში ტრენინგები გაიარეს, სადაც მიიღეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი სერვისების შესახებ, აიმაღლეს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მეტყველების ხელოვნება და პრეზენტაციული უნარები (ეფექტური კომუნიკაცია, სხეულის ენა, ემოციების მართვა, დარწმუნების ხელოვნება და აუდიტორიის მართვა, Elevator speech-სწრაფი პოზიციის ჩამოყალიბება); საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (ადამიანის უფლებათა სამართლის თეორია, ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია, ადამიანის უფლებების წახალისება და დაცვა, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები); სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მომზადება.
პროექტის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისში, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრა.
მინისტრმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.
ალიონა ჩხოტუამ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.
15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტს ,,სამართლის კვირეული“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი დაათვალიერეს და ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და უძველესი სამართლის ძეგლებს გაეცნენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია იუსტიციის სახლის მიერ შემოთავაზებული სერვისების, მათი ხელმისაწვდომობისა და საჯაროობის პრინციპების შესახებ.
ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ მიმართეს, რომელთაც ახალგაზრდებთან სამართლებრივი საკითხებისა და სერვისების შესახებ, ასევე ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაში აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია მონაწილეობდნენ.
,,სამართლის კვირეული“-ს ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები (I-IV კურსის სტუდენტები) თელავში ტრენინგებს გაივლიან და მიიღებენ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებების მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი სერვისების შესახებ, აიმაღლებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მეტყველების ხელოვნება და პრეზენტაციული უნარები (ეფექტური კომუნიკაცია, სხეულის ენა, ემოციების მართვა, დარწმუნების ხელოვნება და აუდიტორიის მართვა, Elevator speech-სწრაფი პოზიციის ჩამოყალიბება); საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (ადამიანის უფლებათა სამართლის თეორია, ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია, ადამიანის უფლებების წახალისება და დაცვა, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები); სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მომზადება.
პროექტის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტ „ტექნოლოგიური კვირეული 2025“-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა მიმართეს, რომელთაც ახალგაზრდებთან ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლის ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.
"მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი და მიზანზე ორიენტირებული პროექტი გამოვიდა. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს ჩვენი დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა მათ შეიძინონ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს და „ტექნოლოგიური კვირეულის“ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს, გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
„აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“
პროექტი აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები შშმ მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის/მეურვეებისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო იწყებს ხუთდღიან პროექტს „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“, რომელიც განხორციელდება მიმდინარე წლის 21-25 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8-15 წლის 20 მოზარდისა და მათი მშობლების/მეურვეების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, მათი ცალ-ცალკე და ერთობლივად სახელოვნებო, სპორტულ და თერაპიულ აქტივობებში ჩართვა, ბენეფიციართა შესაძლო ფსიქოლოგიური ტრავმების, კრიზისული მდგომარეობებისა და ფსიქოსოციალური გამოწვევების დაძლევა. ასევე, მათი სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
პროექტის თემატიკა:
- შვილის განვითარების თავისებურებების გაცნობიერება, მისი მხარდაჭერა და ემოციური თანადგომა
- სტრესი, დაბნეულობა და განტვირთვის ტექნიკა
- მშობლის როლი შვილის განვითარების პროცესში
- ბავშვთან თანაზიარობა და ურთიერთობის გაღრმავება
- სახელმწიფო სერვისები შშმ დევნილებისთვის: შენი უფლება, შენი რესურსი
- თვითშემეცნება და თვითშეფასება (თვითგამოხატვის წახალისება ხატვის, სიმბოლოს შექმნისა და ფერთა საშუალებით)
- ემოციების გაცნობიერება და გამოხატვა (მოძრაობითი თერაპია, თავისუფალი ცეკვა და სხეულის ენით ემოციური თვითგამოხატვა)
- კომუნიკაციის უნარების გაძლიერება (ჯგუფური სიმღერა, მუსიკალური თამაშები და სხვა)
- შემოქმედებითი აზროვნება
- სხვადასხვა კრეატიული ნამუშევრების შექმნა და გამოფენა/პრეზენტაცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 09 სექტემბერი
რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/.../1FAIpQLSek1z2z.../viewform
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
justice@abkhazia.gov.ge
ცხელი ხაზი: 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, შაორის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ცერემონიას დაესწრო.
ბანაკი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, სადაც 100-მდე აფხაზეთიდან დროებით დევნილმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს მათი ფიზიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას, ღონისძიების დასასრულს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ.
ბანაკის კულმინაციური ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბანაკის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ბანაკი ხელს უწყობს ახალგაზრდების სრულფასოვან დასვენებას, არაფორმალურ განათლებასა და თვითშემეცნებას. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებელი სოციალური ინტეგრაციისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის, ეთიკის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებისათვის.
ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.