
ახალი ამბები

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართეს.
როგორც მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მიზანია დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამებში.
„ძალიან საყურადღებოა დევნილი საზოგადოების ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის საქმიანობას. განსაკუთრებით, ეს ჩვენს ახალგაზრდებს ეხება, რადგან თუ ვსაუბრობთ სამომავლო წარმატებულ საქმიანობაზე, ახალგაზრდების მოსმენა საინტერესო და აუცილებელია“-განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
მინისტრმა ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება. ,,ამ მიმართულებით, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი პროექტი, მათ შორის „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ ამ კუთხით მუშაობას. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და ზოგადად, მუშაობენ აფხაზეთის თემატიკაზე“-აღნიშნა ნანა გაბელიამ.
შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და წარმომადგენლებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების საქმიანობა გააცნეს, აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრის აპარატის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, ისაუბრეს სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდული ჩართულობის გაძლიერების, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაადგილებისა და განათლების უფლების ხელმისაწვდომობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების ინსტრუმენტების გააქტიურების შესახებ.


დღეს, ნანა გაბელია და გიორგი გაბედავა მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ რეზი ბერულავამ საბჭოს საქმიანობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის უახლოეს პერიოდში რუსთავის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრში დევნილი ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ტრენინგებსა და აქტივობებზე.


მინისტრმა ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების გაცნობა და დაახლოება მნიშვნელოვანია. ტრენინგის ფარგლებში შეძენილი უნარ-ჩვევები გაააქტიურებს და ხელს შეუწყობს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას, სოციალიზაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციას“-აღნიშნა ნანა გაბელიამ.
ოკუპირებული გალის რაიონიდან ოთხი აბიტურიენტი, მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ორგანიზებულ, თბილისში მიმდინარე ორდღიან ტრენინგს ესწრებოდა.
კურსის ფარგლებში, ახალგაზრდები ფასილიტატორების დახმარებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესებს აქტიურად განიხილავდნენ.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, ნანა გაბელიამ გახსნა.
შეხვედრაზე მინისტრის აპარატის საქმიანობისა და მრჩეველთა საბჭოს პროექტის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
სამუშაო ფოკუს ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების, მომზადებული რეკომენდაციებისა და ინიციატივების განხილვაც მოეწყო.
„მრჩეველთა საბჭოს წევრები ღია კონკურსის წესით შევარჩიეთ. საბჭო იქნება წარმომადგენლობითი, საკონსულტაციო ორგანო და ახალგაზრდული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მინისტრის აპარატს რეკომენდაციებს წარუდგენს. ერთი წლის განმავლობაში 11 ახალგაზრდისგან დაკომპლექტებული გუნდი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას უზრუნველყოფს. გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტის ყველაზე აქტიური ორი წარმომადგენელი საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას“-განაცხადა მინისტრმა.
პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.






















