მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო/მთავარი
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, ქუთაისში აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
 
ელენე არდაზიშვილმა და თენგიზ ნასარიძემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და მოსწავლეებს წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
 
წელს სკოლა 13 პირველკლასელს მიიღებს. ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად პირველკლასელებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს.
 
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სტუმრებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს.
 
ღონისძიების დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სკოლის ხელმძღვანელობასთან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში, პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა დაესწრნენ.
 
მთავრობის თავმჯდომარემ მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
 
პროექტი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 20 მოზარდი და მათი მშობლები მონაწილეობენ.
 
ახალგაზრდები ჩართული იყვნენ ხატვის, ძერწვისა და სხვადასხვა გუნდურ-შემოქმედებით აქტივობებში. მშობლებისთვის კი ჩატარდა თემატური ტრენინგები, რომლებიც შვილის განვითარების თავისებურებების უკეთ გაცნობიერებას, საჭიროებების სწორად დანახვასა და მხარდაჭერის პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ემსახურება.
 
პროექტი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება, მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა, ასევე მშობლების გაძლიერება და შვილების განვითარების პროცესში მათი მხარდაჭერა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანთან ერთად დაესწრო.
 
ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და დევნილი მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხეს.
 
პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია და პორტალის პრაქტიკული გამოყენების კონკრეტული მაგალითები.
 
პორტალის პრეზენტაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, საკრებულოს დეპუტატი დავით შონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
პორტალი portal.abkhazia.gov.ge აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის შეიქმნა და აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს. დევნილებს შესაძლებლობა აქვთ დისტანციურად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამებსა და სერვისზე.
საკონკურსო კომისიამ, დასკვნით სხდომაზე, წარმოდგენილი 25 განაცხადების განხილვის პროცესი დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართა და წარმოდგენილი პროექტების განხილვასა და შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას მოიცავდა.
 
კონკურსის მიზანია აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად არსებული სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერა და გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.
 
გამარჯვებული პროექტები სამოქალაქო ინტეგრაციის, ახალგაზრდების ჩართულობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა მოაწერეს.
 
მემორანდუმი სამშვიდობო ინიციატივების და სამოქალაქო ინტეგრაცის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, დევნილ საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის გაძლიერებასა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას.
კომისიის წევრებმა, პირველ სხდომაზე განიხილეს კომისიის მუშაობის წესი. ასევე, კომისია გაეცნო კონკურსის ფარგლებში შემოსულ განაცხადებს. სულ შემოსულია 25 განაცხადი. კომისიის შემდგომი საქმიანობა მოიცავს კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას.
 
კონკურსი მიზნად ისახავს აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად არსებული სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების, ჩართულობის გაზრდას, ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერასა და გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
 
ღონისძიება „ბედნიერ სახლში“ გაიმართა და ფონდის 15-წლიან საქმიანობას მიეძღვნა. საღამოს ფარგლებში ფონდის შვილობილების მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „ლურჯი ფრინველი“, რომელიც ბერი ანდრიას ჩანახატების მიხედვით დაიდგა.
 
ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი უკვე 15 წელია 18 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. ფონდის საქმიანობა მოიცავს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში საჭირო მხარდაჭერას, მათ შორის „ბედნიერ სახლში“ ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა ტექნოლოგიური ჰაბის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებს გაეცნენ.
 
ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. ახლად გახსნილი ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ პრეზენტაცია გამართა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.
 
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული პროექტია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.
 
ახალი მრავალფუნქციური სივრცე ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას.

ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში მიღებული გამოცდილება პრეზენტაციების სახით წარადგინეს და აფხაზური სიმღერა „აჟლარი“ შეასრულეს.

დასკვნით ღონისძიებამდე მონაწილეები ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვივნენ, სადაც შემეცნებით ტურში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საინჟინრო ნაგებობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა დუმბაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და პროექტის დასრულება სერტიფიკატების გადაცემით აღნიშნეს.

პროექტი 2-7 ივლისს ქალაქ ზუგდიდში მიმდინარეობდა. მასში  აფხაზეთიდან დევნილი 12-16 წლის 30 მოზარდი მონაწილეობდა. მონაწილეებს შორის იყვნენ  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზი მოსწავლეებიც.

ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ქართულ-აფხაზური ისტორიული ურთიერთობების, კულტურისა და საერთო მემკვიდრეობის, მულტიკულტურალიზმისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხებზე ტრენინგები გაიარეს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და აქტიური სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება იყო.

სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები ტექნოლოგიური განათლება, ინოვაციები, ციფრული უნარების განვითარება და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.
 
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო იმ ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და არაფორმალური განათლების გზით ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.
 
მხარეებმა ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი პოტენციალის განვითარების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.