-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე „ონლაინ საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდნენ და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მიერ ნაჩუქარი წიგნები გადასცეს.
შეხვედრები ქ. ქუთაისში, აფხაზეთის №6 და ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლებში სამინისტროს ქვეპროგრამის - „ონლაინ საკვირაო სკოლის“ ფარგლებში გაიმართა.
„ონლაინ საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს უშუალოდ პირველად გაეცნო ამ სკოლის პედაგოგი, მასწავლებელთა სახლის დაწყებითი საფეხურის ექსპერტ-კონსულტანტი ანა კუდუხაშვილი.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდა „პალიტრა L-ის“ წარმომადგენელი მარიამ აღდგომელაშვილი, რომელიც დამსწრეთ აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის შექმნილ წიგნიერების კლუბზე და მისი წევრებისთვის შემუშავებულ 3-თვიან პროგრამაზე ესაუბრა. მოსწავლეები ამ პროგრამის ფარგლებში ქართველ და უცხოელ ავტორებს გაეცნობიან, თვეში ერთხელ გამართავენ წაკითხული წიგნის განხილვა/დისკუსიას და ავტორებთან შეხვედრებს.












ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზეთის სკოლების უფროსკლასელებისთვის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ და სხვა თანამშრომლებმა აბიტურიენტებს უნივერსიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები და პროგრამული უპირატესობები გააცნეს; ხაზგასმით აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომ უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურენოვანია და ის ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც სტუდენტებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ კამპუსს სთავაზობს.
პრეზენტაციის მსვლელობისას აბიტურიენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებიც მიიღეს.
დასასრულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ აფხაზეთის სკოლების აბიტურიენტებს თანდათან საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს გააცნობენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. ქვეპროგრამაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა მანანა ქვაჩახიამ.
აფხაზეთის საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებს არსებული პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სასწავლო პროგრამები გააცნეს სსიპ პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თამარ სამხარაძემ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მანანა სამუშიამ, სსიპ კოლეჯი „ფაზისის“ (ფოთი) დირექტორმა ნინო ბაკურაძემ, სსიპ კოლეჯი „იბერიას“ (ქუთაისი) დირექტორმა ირაკლი ავალიანმა.
ონლაინ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია მოზარდებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.


„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, აფხაზეთის პრობლემატიკის ობიექტური საინფორმაციო უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, აქტიური სახელმწიფოებრივი, ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციისათვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
მინისტრს სიგელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ და საერთაშორისო ურთიერთობათა, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა გადასცეს.










პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
- 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% დან 98%).
- 1125 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99% და 100%).
- 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში; სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
მოქალაქეთა განცხადებების მიღება გაგრძელდება 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68
შენიშვნა* დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია სასწავლო ბარათი მატერიალური სახით წარმოადგინოს სამინისტროში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 598 17 41 78; 577 09 22 39
იხ. ვრცლად: http://abkhazia.gov.ge/banner/26
