-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის I ეტაპის განხორციელებას იწყებს.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
- 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% დან 98%);
- 1125 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99% და 100%);
- 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში; სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 598 17 41 78; 577 09 22 39.
იხ. ვრცლად: https://bit.ly/3Y3abWc
იხ. განცხადების ბლანკი: https://bit.ly/3QApYbE


ააიპ „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „ლუტეცია“ ზუგდიდში, კომბინატის უბანში მდებარე აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-მობილურ სივრცეს შექმნის. ასევე სკოლის ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯითა და ინვენტარით აღჭურვავს, - ეს ყველაფერი ნათქვამია წერილში, რომელიც ამ დღეებში სკოლამ, საკუთარი მიმართვის პასუხად, ფონდ „ლუტეციას“ დირექტორის ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაიასგან მიიღო.
"საქველმოქმედო ფონდი ლუტეცია“ მომავალშიც მზად არის მხარი დაუჭიროს სკოლას „ბიბლიოთეკისა და საგანმანათლებლო სივრცის ფუნქციონირების პროცესში“, რადგან თავად ვახტანგ ფხაკაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ახალგაზრდებში განათლების ხელშეწყობას და ეს ფონდის მიზანიცაა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას, სარგებლობის უფლებით, უვადოდ გადაეცა ქალაქ ზუგდიდში, გორის ქუჩა №4-ში მდებარე 9284 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
მიწის ამ ნაკვეთზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, აფხაზეთის №11 საჯარო სკოლისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა აიგება.
აფხაზეთიდან დევნილობის 30 წლის თავზე ეს უკვე აფხაზეთის საჯარო სკოლებისთვის აშენებული მეორე შენობა იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი ახალი შენობა ჩხოროწყუში, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლისთვის ევროპის ბანკის დაფინანსებით აშენდება.
გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სარგებლობის უფლებით, უვადოდ გადასცა ქ. ზუგდიდში, იმავე მისამართზე მდებარე 6816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
მიწის ამ ნაკვეთზე კი აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აშენდება პროფესიული სასწავლებელი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სხვადასხვა პროფესიას დაეუფლებიან.


















აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასა და საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მოტავას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.






