-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2021 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების შემაჯამებელი საღამო გამართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ მოწვეულ სტუმრებს დაწვრილებით უამბო თითოეულ მათგანზე. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „ონლაინ საკვირაო სკოლაზე“, რომელიც აფხაზეთის სკოლებში საქართველოში ამერიკის საელჩოს თანადაფინანსებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პედაგოგების მონაწილეობით განხორციელდა. ასევე ისაუბრა "ევროპულ სკოლასთან" თანამშრომლობის კარგ ტრადიციაზე.
აქვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.
მემორანდუმის მიზანია აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, STEM (საბუნებისმეტყველო) საგნების სწავლების ხელშეწყობა, ასევე სასწავლო მასალების ორმხრივი გაცვლა, საერთო პროექტების ინიცირება და ა. შ.


სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ჯონ ბოინტონ პრისტლის კლასიკად ქცეული დეტექტიური ნაწარმოების „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „სტუმრის“ მორიგი საპრემიერო ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია დაესწრნენ.
პიესის გადმოქართულებული ვერსიის ავტორია ლაშა იმედაშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი დავით საყვარელიძე. სპექტაკლში სოხუმის სახელმწიფო თეატრის დასთან ერთად მოწვეული მსახიობებიც მონაწილეობენ.
სპექტაკლში მოქმედება ვითარდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მცხოვრები ერთ-ერთი მეწარმის ოჯახში, სადაც მოულოდნელი სტუმრის გამოჩენა დღის წესრიგს მთლიანად ცვლის.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმ „ჰოლოზეუმში“ გამართულ „მოზაიკური აფხაზეთის“ ჩვენებას სტუდენტები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც დაესწრნენ.
ახალგაზრდებს „მოზაიკურ აფხაზეთზე“ და საერთოდ მოზაიკის კულტურაზე ესაუბრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ,,რიბირაბოს" თანადამფუძნებელი ნატალია ამირეჯიბი.
ფონდ „რიბირაბოს“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მოზაიკის მასტერკლასი ჩაუტარეს და მისი დამზადების უნიკალური ტექნოლოგია გააცნეს.
მოზარდების მიერ მასტერკლასის დროს დამზადებული ნიმუშები კი ღუმელში გამოწვის შემდეგ, ეკა ხოფერიას თქმით, სამინისტროში დაიდებს ბინას.


სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ,,თეთრმა ტალღამ'' ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გამარჯობა, სოხუმო“ წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ზუგდიდსა და ჭუბერში წარმოადგინა.
თეატრ „თეთრი ტალღის“ საგასტროლო ტურნე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - ,,კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა" - ფარგლებში შედგა.
სპექტაკლს როგორც ადგილობრივი, ასევე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დაესწრო. დამსწრე მოზარდებს კი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლებმა საახალწლო საჩუქრები დაურიგეს.








აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიას, საქართველოში საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელ პიერ კულეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ამ ეტაპისთვის აფხაზეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლისთვის ფრანგული ენის კლუბის საპილოტე პროექტის შექმნასა და დევნილი მოსწავლეების ფრანგულ კინოკლუბში ჩაბმას.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი ჩატარდა.
სემინარის ორგანიზატორები იყვნენ: სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
სემინარის მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და დევნილების სპორტში ჩაბმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაზე ისაუბრა სეოკი-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა. სეოკ-ისა და მოწვეულმა ლექტორებმა სპორტის ადმინისტრატორებს, მენეჯერებსა და მწვრთნელებს ორგანიზაციების ეფექტური მართვისათვის აუცილებელი ცოდნა გაუზიარეს.
დასასრულ სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.


კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მუზეუმში ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის კონსტანტინე წერეთლისა და მისი შვილის, თავისუფლებისათვის მებრძოლი მხატვრის, გასული საუკუნის 80-იანი წლების ყველაზე გახმაურებული „თვითმფრინავის საქმის“ ერთ-ერთი მონაწილის სოსო წერეთლის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს. მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ საინფორმაციო სესია 80-იანი წლების ხსენებულ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით.
შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ ის წინააღმდეგობებით აღსავსე სინამდვილე, რაც საბჭოთა იმპერიის ნგრევას უძღოდა წინ.


გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს ქ. ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭყვიშში, კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ვასილ ტაბიძის ოჯახში დაიბადა.
იგი თავიდანვე აღიარეს „პოეტების მეფედ“ და „გენიალურ გალაკტიონად“. მისმა ლექსებმა - „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „მზეო თიბათვისამ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „უსიყვარულოდ“ და სხვ. რიტმით, ტონითა თუ ნახევარტონებით, მუსიკალურობით, ფერით, სიტყვის მოქნილობითა და ბგერის კეთილხმოვანებით... მკითხველს აქამდე წარმოუდგენელი, სხვათაგან მოუხელთებელი პოეტური სამყარო გადაუშალა. მან ქართულ ლიტერატურაში შექმნა პოეტური მწვერვალი, რომლის გადალახვაც დღემდე ვერავინ შეძლო.
გალაკტიონი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა: „...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან - ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“. ალბათ ამიტომაც იყო ბუნებრივი, როდესაც გალაკტიონს პირველი ნახვისთანავე ძალიან შეუყვარდა აფხაზეთი და გადაწყვიტა სოხუმში აეშენებინა სახლი, რომელსაც თვითონ „Вилла Галактиона – Вилла короля поэтов“ უწოდა. სახლის მშენებლობა თითქმის ათი წლის შემდეგ დაასრულა, მაგრამ შიგ ცხოვრება ვერ მოასწრო.
გალაკტიონმა 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


13 ნოემბერს აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე) ქ. ბათუმის მუსიკალური ცენტრის დარბაზში „კლასიკური მუსიკის კონცერტი“ გამართა.
კონცერტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ - ფარგლებში ჩატარდა.
აფხაზეთის კაპელა დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. კონცერტს ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ქ. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, აფხაზეთის საგუნდო კაპელის კონცერტის პარალელურად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“ - მოეწყო. აქვე მინისტრი ეკა ხოფერია შეხვდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთა მშობლებიც აფხაზები არიან და აქ მუჰაჯირობის ან ბოლო დროინდელი მოვლენების გამო გადმოსახლდნენ. ეკა ხოფერია პედაგოგებსა და მოსწავლეებს მომავალ თანამშრომლობაზეც ესაუბრა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ - რიგით მეხუთე და წლეულს უკვე ბოლო ლექცია მწერალმა დათო ტურაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წაიკითხა. საუბრის თემა ისევ აფხაზეთი და მასთან დაკავშირებული ამბები თუ ემოციები იყო.
სტუმარი დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.
ლექციას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და ქუთაისში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები.




