აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
 
მინისტრმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო ნობათები პირადად გადასცა.
 
შეხვედრის ფარგლებში მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას.
 
აღნიშნული ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სააღდგომო ნობათი დაახლოებით 1000 დევნილ ოჯახს გადაეცა.
 
დარიგების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამინისტროსა და მთავრობის აპარატის თანამშრომლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმემ (შარაშენიძე) აღავლინა.
 
ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
გიორგი ძიგუამ აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო და სადღესასწაულო ნობათები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქ ჯვარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ჩაჩხალიების ოჯახი მოინახულა, აღდგომა მიულოცა და აფხაზეთიდან დროებით დევნილ, სოციალურად დაუცველ ნესტან ჩაჩხალიას სადღესასწაულო ნობათი გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ჯვარის დევნილთა განსახლების ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარება გაუწია.

ლაშა ქარდავამ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელ გიორგი დათუაშვილთან ერთად, თბილისში, კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღესასწაულების პერიოდში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებითა და ჩვენი ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს სააღდგომო ნობათების გადაცემა სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხადაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.
ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ბექა ღვაჩლიანი, სამეგრელოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა და სააღდგომო ნობათები გადასცა.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დევნილთა სოციალურ, საგანმანათლებლო და საცხოვრებელ საჭიროებებზე, დაჰპირდა მათ დახმარებას სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში.

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სააღდგომო ნობათი გადაეცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, სოციალურად დაუცველ კატეგორიაში მყოფ დაახლოებით 1000 ოჯახს. ნობათის დარიგების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა, მარინე ზუხბაიამ, მონაწილეობა მიიღო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ქვეყნის მასშტაბით გამართულ იდეები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა, მარინე ზუხბაიამ, მონაწილეობა მიიღო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ქვეყნის მასშტაბით გამართულ იდეების კონკურსში – „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“.
 
კონკურსზე მარინე ზუხბაიამ წარადგინა იდეა – „ოკუპირებულ ტერიტორიაზე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება“, რომელიც დაფუძნებული იყო თამაზ ცინარიძის ინოვაციურ ხედვაზე – „ბიოელექტროქიმიური არეების გამოყენება სოფლის მეურნეობაში“.
 
წარმოდგენილმა იდეამ მაღალი შეფასება დაიმსახურა და სერტიფიკატით აღინიშნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კლიმატგონივრული მიდგომების მნიშვნელობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.
ბექა ღვაჩლიანი ზოგადი განათლების ახალი ხედვის განხილვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ზოგადი განათლების ახალი ხედვის განხილვას დაესწრო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრაზე წარადგინა.

მინისტრმა საქართველოს განათლების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა STEAM მიმართულების გაძლიერებაზე, რაც მოსწავლეებს სამომავლოდ დაეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმარტივონ სასწავლო პროცესი და დაეუფლონ განახლებულ სასწავლო მეთოდებს.

პრეზენტაციაზე ასევე სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეების კარიერული განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს და მასწავლებელთა გადამზადებისა და მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და აფხაზეთის სკოლებში თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ.
 
ამ მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა გიორგი ძიგუამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.
 
ურთიერთთანამშრომლობა ასევე აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირების სამოქალაქო ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, სამინისტროს თანამშრომლები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი Journeymen World Classic-ის ჩემპიონ ალექსი თოდუას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი საერთაშორისო ტურნირ Journeymen World Classic -ის ჩემპიონს ალექსი თოდუას შეხვდა და მნიშვნელოვანი წარმატება პირადად მიულოცა.

თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 102 კილოგრამი წონით კატეგორიაში აფხაზეთიდან დროებით დევნილმა სპორტსმენმა ალექსი თოდუამ ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

შეხვედრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპორტსმენის პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და შესაბამის მხარდამჭერ პროგრამებზე, ხოლო ალექსი თოდუამ მინისტრს საკუთარი კარიერული გამოცდილება და სამომავლო მიზნები გააცნო.

სპორტსმენის წარმატებებს შორის აღსანიშნავია 2023 წელს სომხეთის ქალაქ არტაშაკში და 2021 წელს რუმინეთის საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული გამარჯვება, სადაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია, სააგენტოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი და სპორტსმენის მწვრთნელი იაგო ბუაძე ესწრებოდნენ.

ლევან მგალობლიშვილი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა.

მოწვეულ სტუმრებს, ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ენათმეცნიერებს და პედაგოგებს საპატიო ჯილდოები გადასცა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საქართველოს საპატრიარქოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართალის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართალის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ორგანიზაციის დირექტორმა მარიამ მჭედლიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გადასაადგილებელი საშუალებებით და სამედიცინო ინვენტარით დახმარებას.
შეხვედრას მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და „საზოგადოება ილია მართალის“ დამფუძნებელი ბესიკ მარგიანი ესწრებოდნენ.
ლაშა ქარდავამ სამედიცინო ცენტრ “დიომედის” გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნათია ფარცვანია წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო ცენტრ “დიომედის” გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნათია ფარცვანია წარადგინა.
ნათია ფარცვანიას განათლება მიღებული აქვს ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით.
მას ჯანდაცვის სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში ის იაშვილის ბავშვთა კლინიკაში პერსონალის მართვის და ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოსტს იკავებდა.
ნათია ფარცვანიამ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნინო დოხნაძე შეცვალა.
ლაშა ქარდავამ სამედიცინო ცენტრ “დიომედის” ყოფილ გენერალურ დირექტორ ნინო დოხნაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე, ინდივიდუალურად იქნა განხილული აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებები. მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისი პროექტები განხორციელდება.

„მოქალაქეებისგან ინფორმაციების მიღება და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისთვის და კიდევ უფრო მეტი აქტიურობით ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დროულად გადავჭრათ დევნილთა წინაშე არსებული პრობლემები და შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მოქალაქეებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება და მსგავსი შეხვედრების შედეგად, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მოხალისეთა ორგანიზაცია "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაცია "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და ორგანიზაციის დამფუძნებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა მოაწერეს.

ხელმოწერის შემდეგ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ორგანიზაციის დამფუძნებელთან ერთად, გომბორის მოხალისეთა მოსამზადებელ ცენტრში საბანაკე ტერიტორია და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მოხალისეთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ თეორიული ცოდნა საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის საკითხების შესახებ, ჩაერთონ შემეცნებით-პრაქტიკულ აქტივობებში და შეიძინონ გუნდური და ლიდერის თვისებები.

სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დევნილი მოსწავლეები და ვეტერანების შვილები შეირჩევიან.

შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია ესწრებოდნენ.