მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალი ამბები

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმე ქალმა, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს და დამთვალიერებლებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს.
 
ღონისძიების მიზანია დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება.
 
გამოფენა-გაყიდვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გელაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებისთვის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა, საჯარო სექტორში კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო.
 
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სამინისტროს საქმიანობის პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გამახვილდა სამინისტროს როლსა და ფუნქციაზე.
 
ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სტაჟირებისა და პროგრამების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და სახელმწიფო სტრუქტურებში მათი ჩართულობის გაძლიერებას.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში, აფხაზეთიდან დროებით დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილზე გამწვანების აქცია გაიმართა.
 
გამწვანების აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დევნილმა ოჯახებმა მიიღეს მონაწილეობა.
 
ღონისძიების ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო.
 
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და დევნილთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
23 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ლაშა დოლბაძეს მოუსმინეს.
 
სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
 
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების წერილობით შეკითხვებს, რომლებიც დევნილი მოსახლეობის დახმარების პროგრამების გაფართოებას შეეხებოდა.
 
სხდომის ბოლოს მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ- ჯემალ გამახარიამ მიმართა, მან ასევე მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
 
მინისტრმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო ნობათები პირადად გადასცა.
 
შეხვედრის ფარგლებში მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას.
 
აღნიშნული ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სააღდგომო ნობათი დაახლოებით 1000 დევნილ ოჯახს გადაეცა.
 
დარიგების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამინისტროსა და მთავრობის აპარატის თანამშრომლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა, მარინე ზუხბაიამ, მონაწილეობა მიიღო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ქვეყნის მასშტაბით გამართულ იდეების კონკურსში – „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“.
 
კონკურსზე მარინე ზუხბაიამ წარადგინა იდეა – „ოკუპირებულ ტერიტორიაზე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება“, რომელიც დაფუძნებული იყო თამაზ ცინარიძის ინოვაციურ ხედვაზე – „ბიოელექტროქიმიური არეების გამოყენება სოფლის მეურნეობაში“.
 
წარმოდგენილმა იდეამ მაღალი შეფასება დაიმსახურა და სერტიფიკატით აღინიშნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კლიმატგონივრული მიდგომების მნიშვნელობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.

25 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას დაესწრო.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გოგიტა თედორაძემ, დამსწრეებს ორგანიზაციის პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მრავალმხრივ საქმიანობაზე, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისათვის გაწეულ სხვადასხვა სახის დახმარებაზე და მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ძირითად პარამეტრებზე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ახერხებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის რაციონალურად გამოყენებას.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად ბოლო წლების განმავლობაში 450-მა დევნილმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა გამოფენებში, სადაც მათი საშუალო დღიური შემოსავალი 200-დან 300 ლარამდე მერყეობდა.
ორგანიზაციის ძალისხმევა მიმართულია დევნილი მეწარმეების განვითარებისკენ როგორც მათი ბიზნესის გაძლიერების, ისე ცოდნისა და უნარების ამაღლების კუთხით.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრიორიტეტებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისი საქმიანობის პოლიტიკურ ასპექტებს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის სარგებლიანობასა და სამომავლო გეგმებს.

16 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მეწარმე ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით , საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები წარადგინა.

მეწარმეებმა სტუმრებს საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები გააცნეს, მათ შორის ნაქსოვი სათამაშოები და კალათები, სუვენირები და სამკაულები.

გამოფენილმა პროდუქციამ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მადლობა მეწარმე ქალთა ასოციაციას თანამშრომლობისთვის.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ლაშა დოლბაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გელაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში ლაშა დოლბაძემ მეწარმეებს სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტები გააცნო, მოისმინა მათი საჭიროებები და მათთან ერთად ბიზნესის გაძლიერების გზებზე იმსჯელა.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას აღინიშნა, სამინისტროს საქმიანობის მთავარ პრიოროტეტს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და დევნილი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს.

7-8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით,ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ (დიდი დიღმის) შესასვლელ სივრცეში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიება, რომელშიც 20-ზე მეტი დევნილი ქალბატონი მონაწილეობდა “გუდვილის “ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ჩატარდა.