-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები



სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
განმცხადებელს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- დევნილის მოწმობის ასლი;
- ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
- რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
- სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
- წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
- ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა).
თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
2. 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% დან 98%).
- 2250 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99% და 100%).
4.300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში; სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
- მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. პირველი ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 01 თებერვალს და გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით.
თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით.




საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მიხეილ ჩხენკელმა თავდაპირველად ეკა ხოფერიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს, ზოგადი განათლების მიმართულების პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერისა და „ტელესკოლის“ პროგრამების გამდიდრების აუცილებლობა.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს განათლების მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა შორის ცხადია, მოიაზრებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები, ევროპული დონის განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მისი დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიების ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე. ითქვა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოცხოეწერში სწორედ ამ მიზნით უკვე დაიწყო პროფესიული სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.








აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა და წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოებას ყოველ წელს მართავს.
მიუხედავად პანდემიისა, ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები გადაეცათ: მურთაზ ვეკუას, ნუგზარ ბოჯგუას, გერასიმე ესებუას, დავით ზარქუას, ზურაბ შენგელიას, დავით თაქთაქიშვილს, ბენო ადამიას, ლუკა კაჭარავას, მარიამ შხვაცაბაიას და სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდს.








20 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე - „ძირეული მიზიზების ანალიზი".
ვებინარი ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში ვებექსის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთნენ.
ონლაინ ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ძირეული მიზეზების ანალიზი და მისი გამოყენების ტექნიკები, პრაქტიკული საკითხები, ძირითადი გამოწვევები.




- ინტერიერისა და ექსტერიერის მღებავი;
- შემდუღებელი (ელექტრორკალური);
- თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი;
- დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი;
- კერამიკული ფილებით მომპირკეთებელი;
- ლამინირებული ავეჯის დამზადება;
- სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3 D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება;
- მძიმე ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი;
- კონდიცირებისა და გაცივების სისტემის ტექნიკოსი;
- ციფრული ელექტრონიკის ტექნიკოსი;


