სამოქმედო რეგიონში განთავსებულ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, რომელის მიზანს დევნილთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა და აღმოფხვრის ხელშეწყობა წარმოადგენს, იმერეთის, გურიის , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, მიმდინარე წლის 1 მარტს შეხვდა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას.
პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და თანმხლებმა თანამშრომლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია და ბეჭდური მასალა იმ სერვისების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო სტრუქტურების პროგრამებით და რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ დევნილმა ბენეფიციარებმა. მოისმინეს და ადგილზე შეისწავლეს ის პრობლემები, რომლებიც მათი განსახლების ობიექტებში არსებობს. ძირითადად ისინი კომუნალური ხასიათისაა და ზოგიერთი მათგანის გამოსწორება შესაძლებელია წარმომადგენლობის რესურსებით. არის ისეთი სახის პრობლემები, რომლებიც სხვა წყაროების მოზიდვით უნდა მოგვარდეს, რაზედაც მოქალაქეებს მიეცათ შესაბამისი განმარტებები და რეკომენდაციები. ასევე კომპეტენციის ფარგლებში გაეცა პასუხები დევნილთათვის საინტერესო შეკითხვებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა, წერილობითი თხოვნით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის გამზ.N138-ში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კოლექტიურ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, სადაც დევნილები გამოხატავდნენ პროტესტს მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ მისამართზე დ.აღმაშენებლის N136, სსიპ თბილისის გ.მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციის დაქირავებული სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ჩატარების გამო, რაც დევნილების აზრით, ზიანს აყენებს მათთვის სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ შენობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის შუამდგომლობის გათვალისწინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, საქმის მასალების შესწავლის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დროებით შეჩერების შესახებ, რაზეც დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, 2017 წლის 1 მარტს ადგილზე გასვლით, მიეწოდა ინფორმაცია განმცხადებლებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“. ლექცია ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თხოვნის საფუძველზე ჩატარდა და ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი პატაშურმა წაიკითხეს.
საჯარო ლექციას ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ნორჩ-ისტორიკოსთა სკოლის 120-მდე მსმენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ პედაგოგებიც. ლექციის შედეგად მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ არქიტექტურის თავისებურებებზე.
ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშურმა ბიზანტიური და ქართული ხუროთმოძღვრების შედარება წარუდგინა დამსწრეთ. ყოველივე ამ თავისებურებების გათვალისწინებით, ლექციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა არის ქართული ხუროთმოძღვრების განუყოფელი ნაწილი. შეხვედრის დასასრულ ბავშვებსა და პედაგოგებს საჩუქრად გადაეცათ აფხაზეთის რუკები.
საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გამართა.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესწრებოდნენ.
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა დღევანდელი სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის თავის განხილვით დაიწყო.
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა ონიანი და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბულისკერია, სამუშაო ჯგუფთან ერთად წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.
სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაცია სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე. ასევე მოხდა მათთვის აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული უფასო სამედიცინო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ დევნილებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური სამედიცინო მიმართვა, საჭიროების შესახებ(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ასევე ამ პროგრამებით და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.
შეხვედრაზე დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, სხვა საჭირო ინფორმაციასთან ერთად, წყნეთში დაგეგმილ „უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც მარტის თვეში წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩაუტარდებათ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N320-ე ბრძანებაში, რომელიც „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს“ ეხება, ცვლილებები შევიდა. განსახლების კრიტერიუმებში შეტანილი ცვლილებები დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს გააცნო.
„მოგეხსენებათ, რომ დევნილების ბინით უზრუნველყოფა ხდება გარკვეული კრიტერიუმებით, ეს კრიტერიუმები ვითარდება და ხდება რეალობის შესაბამისი.
თუკი დღემდე, მთავარი აქცენტი პირველ რიგში სოციალურად შეჭირვებული დევნილების ბინით დაკმაყოფილებაზე კეთდებოდა ახლა, სოციალურ კრიტერიუმთან ერთად, წინა პლანზე მრავალშვილიანობის კომპონენტი წამოვიდა. ამ დრომდე, ერთი ქულა ენიჭებოდა დევნილ ოჯახს, რომელსაც ჰყავს 3 შვილი და ყოველ შემდგომ შვილზე ემატებოდა ნახევარი ქულა. ცვლილებების თანახმად, 3-ის ნაცვლად 2-შვილიან დევნილ ოჯახს ენიჭება ერთი ქულა და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით ერთი ქულა. მაგალითად, ახალი კრიტერიუმების მიხედვით, დევნილ ოჯახს, რომელსაც ჰყავს 5 შვილი 4 ქულა ენიჭება, 5 შვილის შემდგომ კი დამატებით 0,5 ქულა. ეს ცვლილება უფრო მეტ შანსს აძლევს მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს, რომ ამ ეტაპზე დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცვლილებების თანახმად, ოჯახი, რომლის წევრიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლის ვეტერანი და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი, 2 ქულის ნაცვლად, 3 ქულას მიიღებს. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა.
გარდა ამისა, თუ ომის ვეტერანი გარდაიცვლება, მის ოჯახს უნარჩუნდება როგორც ვეტერანის 1,5 ქულა, ასევე მის მიერ მიღებული ყველა ჯილდოს შესაბამისი ქულა.
ცვლილებების მიხედვით, დაზუსტდა და მკაცრად გაიწერა განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობების განმარტება, რათა არ მოხდეს ამ საკითხის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაცია.
ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო: „ქალი ყოველი არსის გვირგვინი“.
საღამოს უძღვებოდა ამ განყოფილების უფროსი ნინო ნასიძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ქ. თბილისის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინელი ფუტკარაძე; ქ. თბილისის სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი თამთა დემურიშვილი; პოეტები: მანონ ბულისკერია, ბელა ალანია, ლელა ნინუა, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
საღამოს საპატიო სტუმარი იყო ცნობილი ქართველი დიზაინერი, პარიზის მაღალი მოდის გილდიის წევრი ირაკლი ნასიძე. დამსწრეთა წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ მომღერლები: რუსა სერგია და ბოკა კვეკვესკირი, სამინისტროს იურისტი ლაშა თოლორდავა, აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ბენდი და სხვ.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ესწრებოდნენ. მათ დამსწრე ქალბატონებს დამდეგი ქალთა დღესასწაულები მიულოცეს და სიყვარულითა და წარმატებებით სავსე ხვალინდელი დღე უსურვეს.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით „ქალი ყოველი არსის გვირგვინი" გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის მკვიდრი სხვადსხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წლის 24 თებერვალს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტები გიგლა მერცხულავა და ირინე წიფიანი სამოქმედო რეგიონში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში შეხვდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში იგპ-თა ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს.
მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მათ მიეწოდათ ინფორმაციები იმ სერვისებისა და სოციალური პროგრამების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია 2017 წლის სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მთავრობისა დაწარმომადგენლობის ბიუჯეტებით. ჩასახლებების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებსა და თემის ლიდერებს გადაეცათ ნაბეჭდი საინფორმაციო მასალებიც. კომპეტენციის ფარგლებში გაეცათ პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებს და გაეწიათ კონსულტაციები საინტერესო საკითხებზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნის - „მომავლისათვის მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა. წიგნში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები და მათი გმირობის ისტორიებია მოთხრობილი.
წიგნები აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებს დაურიგდათ. „საქართველო არასოდეს დაივიწყებს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა სახელებს. მათი თავგანწირვა ოქროს ასოებით ჩაიწერება ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. მადლობა საქართველოს ერთიანობას შეწირულ გმირთა დედებს და ოჯახებს“, - ნათქვამი იყო მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მეომართა კავშირი.
პრეზენტაციის დაწყებამდე შეკრებილმა სტუმრებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები, მათი ოჯახის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ პოლონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს, მოკლედ გააცნო აფხაზეთში, კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს არსებული მდგომარეობა და ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე გადასასვლელების შესაძლო დაკეტვაზე. ამასთანავე განიხილეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
თავის მხრივ მარიუშ მაშკიევიჩმა, ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, დაადასტურა პოლონეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ პოლონეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრიორიტეტულია და მტკიცე მხარდაჭერაც კვლავ გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში წიგნის „მომავლისათვის მარადისობაში" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებსა და მათი გმირობის ისტორიების მოგვითხრობს. წიგნები აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებს გადაეცათ.
პრეზენტაციის დაწყებამდე შეკრებილმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივის მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები და აფხაზეთის ომის ვეტერანი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე), აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის (ნეიტრალური პასპორტის მქონე პირები) მორიგი სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომლითაც ბენეფიციარებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ, კერძოდ:
ამბულატორიული დახმარების პროგრამის ინსტრუმენტული გამოკვლევების (ელექტროენცეფალოგრაფია, დოპლეროგრაფია და ენდოსკოპიური გამოკვლევების ცალკეული სახეები) კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის კომპიუტერული ტომოგრაფიული კომპონენტის პროგრამა;
ჰოსპიტალური მკურნალობის პროგრამის კორონარული ანგიოგრაფია და პერიფერიული არტერიოგრაფიის კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (სხვადასხვა სახეები) კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების მომსახურების კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის უშვილობის დიაგნოსტიკის და პრევენციის კომპონენტის პროგრამა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე), აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის (ნეიტრალური პასპორტის მქონე პირები) მორიგი სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომლითაც ბენეფიციარებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ, კერძოდ:
ამბულატორიული დახმარების პროგრამის ინსტრუმენტული გამოკვლევების (ელექტროენცეფალოგრაფია, დოპლეროგრაფია და ენდოსკოპიური გამოკვლევების ცალკეული სახეები) კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის კომპიუტერული ტომოგრაფიული კომპონენტის პროგრამა;
ჰოსპიტალური მკურნალობის პროგრამის კორონარული ანგიოგრაფია და პერიფერიული არტერიოგრაფიის კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (სხვადასხვა სახეები) კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების მომსახურების კომპონენტის პროგრამა;
ამბულატორიული დახმარების პროგრამის უშვილობის დიაგნოსტიკის და პრევენციის კომპონენტის პროგრამა.
2017 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე: „ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმები საჯარო მოხელეთათვის“. ტრენინგ-სემინარს უძღვებოდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები. ტრენინგ-სემინარი კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩატარდა.