აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ქალაქ თბილისში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები მოინახულეს.
ჯგუფის წევრები დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი №37-ში მდებარე კომპაქტური ჩასახლების სამ კორპუსში იმყოფებოდნენ. ადგილზე დააფიქსირეს კონკრეტული დევნილი ოჯახების საბინაო-საყოფაცხოვრებო, სოციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემური საკითხები, მიაწოდეს მათ ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობის იმ პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ამ პრობლემათა ნაწილობრივი გადაჭრაა შესაძლებელი.
აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივის პროექტთან - „დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი" დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა პროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს შენიშვნები და შეიმუშავეს რეკომენდაციები და წინადადებები, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგენენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ხმაური, რომელიც დევნილთათვის შემწეობის გაცემის წესის შესაძლო ცვლილებამ გამოიწვია უსაფუძვლოა, რადგან დევნილთა და განსახლების სამინისტრო ჯერჯერობით საბოლოო ფორმატზე არ შეჯერებულა. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რეფორმის გატარება არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების აზრის გათვალისწინების ფონზე ხდება. „განიხილებოდა 45ლარიანი შემწეობების საკითხი, თუმცა ამ შემწეობების სრულიად მოხსნაზე საუბარი არ ყოფილა. იყო ვერსია, რომ ეს შემწეობა მოეხსნებოდათ იმ დევნილებს, ვისი შემოსავალიც 1000 ლარს აღემატება და ვინც ბინით უზრუნველყოფილია, თუმცა ამ პროცესს აკვირდებიან არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სტრუქტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები და გადაწყვეტილებების მიღებაც მოხდება შესაბამისად, ყველას აზრის გათვალისწინების შემდეგ”, – განაცხადა ყოლბაიამ. მისივე თქმით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს დევნილი საზოგადოების დამოკიდებულება მოცემული საკითხების მიმართ, ეხება ეს ბინით დაკმაყოფილებას, სოციალური დახმარებას თუ სხვა მრავალი საკითხს. „რაც უნდა შევთავაზოთ საკუთარი ფუძიდან დევნილ ადამიანს, იქნება ეს 5 ბინა თუ ოქრო ვერცხლი და სხვა სიკეთე, არავინ დაიჯეროს, რომ დევნილი ადამიანი ამით თავს ბედნიერად იგრძნობს. უნდა გავიგოთ ყველამ, რომ მას საკუთარ სახლში, მშობლიურ გარემოში სურს დაბრუნება. შველა არის დაბრუნებაში, ამიტომ პარალელურ რეჟიმში ლაპარაკი უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარების პრობლემებზე, სოხუმთან ურთიერთობის დალაგებაზე, დასავლეთის მხარდაჭერის გააქტიურებაზე და ა.შ. პროცესი რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ გადაულახავი არ არის”- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
2017 წლის 9 თებერვალს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წარადგინა ანგარიში, სადაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვას და კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ეხება, იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს სხვდასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. განხილვაში მონაწილეობა მიიღო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმაც. ანგარიში მიმოიხილავს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არსებულ ხარვეზებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და შეეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, ეკონომიკური საქმიანობა, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის და ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის მხრივ უფრო მოქნილი უნდა გახდეს. ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა შედარებით მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება. ხოლო, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალული მიმართულებებიდან უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით. ამავე სულისკვეთებას იზიარებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებებიც – „თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დახურული დარჩა ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისათვის და არ მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების ლიბერალიზაცია, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების შერბილება და ეკონომიკური თუ სოციალური ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერება. ამ ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იქნება“ აცხადებს სახალხო დამცველი თავის ანგარშიშში და აქვე საუბრობს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზეც, რომ – ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებში, განსხვავებული წესი უნდა შემუშავდეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეწევიან ჰუმანიტარულ საქმიანობას, ახორციელებენ ადამიანის უფლებების დაცვის, ნდობის აღდგენისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების პროექტებს; ეს წესი უნდა უზრუნველყოფდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გრძელვადიან და შეუფერხებელ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე; გარდა ამისა, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების/დაწესებულებების მუშაობას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს სთავაზობენ მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებასა და საგანმანათლებლო პროგრამებს, მათთვის პასუხისმგებლობისა და ნებართვის გაცემის საკითხი; – მთავრობამ უნდა შეიმუშავოს მოქნილი და წამახალისებელი სამართლებრივი და ლოჯისტიკური მექანიზმი, მათ შორის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და გამოყოს ფინანსური რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესებს, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოქმედ ბიზნესებთან და მეწარმეებთან, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით; „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური ნებართვის გაცემის პროცედურის შესახებ ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ პირთათვის, რომელთაც სურთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“– განაცხადა სახალხო დამცველმა. შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით, საქართველომ უფრო მოქნილი უნდა გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური მიმართულებებიდან შესვლის წესი. პრაქტიკის ანალიზით, ჩანს რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის სასჯელი მხოლოდ იმ მცირე ნაწილს ეკისრება, რომელიც შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოდის და რაც მთავარია, მათი საქმიანობა ან კავშირები ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგულაციებისა და პრაქტიკის შესახებ დამატებით განხილვებში და იმედოვნებს, რომ მისი რეკომენდაციების საფუძველზე, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები და მათი აღსრულება ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ქალაქ თბილისში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები მოინახულეს. ჯგუფის წევრები დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი №37-ში მდებარე კომპაქტური ჩასახლების სამ კორპუსში იმყოფებოდნენ. ადგილზე დააფიქსირეს კონკრეტული დევნილი ოჯახების საბინაო-საყოფაცხოვრებო, სოციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემური საკითხები, მიაწოდეს მათ ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობის იმ პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ამ პრობლემათა ნაწილობრივი გადაჭრაა შესაძლებელი. აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
2017 წლის 9 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გასული იყვნენ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ №37 -ში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების სამ კორპუსში. სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ საქართველოში ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფი აგრძელებს შეხვედრებს ქალაქ თბილისში ორგანიზებულ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებთან. ჯგუფის წევრები დღეს იმყოფებოდნენ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ №37 -ში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების სამ კორპუსში, რა დროსაც დააფიქსირეს რა კონკრეტული დევნილი ოჯახების საბინაო-საყოფაცხოვრებო, სოციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემური საკითხები, მიაწოდეს მათ ინფორმაციები აფხაზეთის მთავრობის , ჯანდაცვის სამინისტროს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობის იმ პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა ამ პრობლემათა თუნდაც ნაწილობრივი გადაჭრა.
აფხაზეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივის პროექტთან – „დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა პროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს შენიშვნები და შეიმუშავეს რეკომენდაციები და წინადადებები, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგენენ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოინახულეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებები: გურამიშვილის ქ. №2; გურამიშვილის ქ. №18; გურამიშვილის ქ. №31; სააკაძის ქ. № 22; შპს. „წყნეთი"-ის ბაზის სასადილო; გურამიშვილის ქუჩაზე საქჰიდროენერგომშენის №1 და №2 კორპუსი. ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ ჯულიეტა კვარაცხელიას ოჯახში.
სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაცია სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე. დევნილებს ინფორმაცია მიეწოდათ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების შესახებ, ასევე ამ პროგრამებით და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი"-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოინახულეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებები: გურამიშვილის ქ. №2; გურამიშვილის ქ. №18; გურამიშვილის ქ. №31; სააკაძის ქ. № 22; შპს. „წყნეთი”-ის ბაზის სასადილო; გურამიშვილის ქუჩაზე საქჰიდროენერგომშენის №1 და №2 კორპუსი. ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ ჯულიეტა კვარაცხელიას ოჯახში. სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაცია სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე. დევნილებს ინფორმაცია მიეწოდათ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების შესახებ, ასევე ამ პროგრამებით და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.
2017 წლის 08 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი უწყების თანამშრომლებთან ერთად გასული იყვნენ დაბა წყნეთში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებებში. სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად გასული იყვნენ დაბა წყნეთში განთავსებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებებში: გურამიშვილის ქ.№2; გურამიშვილის ქ. №18; გურამიშვილის ქ. №31; სააკაძის ქ. № 22; შპს ,,წყნეთი”-ის ბაზის სასადილო; გურამიშვილის ქუჩაზე საქჰიდროენერგომშენის №1 და №2 კორპუსი. ასევე აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ ჯულიეტა კვარაცხელიას ოჯახში.
სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაციები სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე. დევნილებს განემარტათ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები, ამ პროგრამებით და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ორთვიანი სტაჟირების შედეგები შეჯამდა. უკვე წლებია, რაც სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ტუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანას მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.
ამჟამად ორთვიანი სტაჟირება გაიარეს თამარ ფირცხალაიშვილმა და ანი ჩხიტუნიძემ -განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის სახელოვნებო განათლების განყოფილებაში; სალომე დიდებაშვილმა - ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურში და ივანე ელიაურმა - შიდა აუდიტის სამსახურში.
სტაჟირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ სტაჟიორების საქმიანობა დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მათ სამინისტროს საქმიანიობაში აქტიური მინაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში თეატრმცოდნე ნათელა არველაძესთან შეხვედრა და მისი ორწიგნეულის - „მხოლოდ თეატრზე“ და „თეატრზე და არა მხოლოდ“ პრეზენტაცია გაიმართა.
ნათელა არველაძე არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს ორასზე მეტი გამოკვლევა და სტატია სათეატრო ხელოვნების ფუნდამენტურ პრობლემებზე. ავტორია წიგნებისა: „სერგო ახმეტელი“, „მსახიობი, რეჟისორი, რეპეტიცია“, „თეატრმცოდნეობითი კვლევის ფორმები (სპექტაკლ „სამშობლოს“ შესწავლა-რეკონსტრუქციის მეთოდით)“, „თეატრის ისტორიის სწავლების საკითხისათვის“, „ცის ბინადარი ბერიკები“, „თეატრზე და არა მხოლოდ“, „ახმეტელები ასწლიან ომში“, „სასცენო მეტაფორა“, „მომავლის გადასარჩენად“, „მარადი ბერიკა“, „თეატრმცოდნეობის საფუძვლები“, „ის ორი განსაკუთრებული პიროვნება“, „რუსთაველის გამზირის შვილები“.
ნათელა არველაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისადმი მიძღვნილ რეცენზიებსაც ეთმობა. ის სოხუმის თეატრის გვერდით იდგა დევნილობამდე და დევნილობის შემდეგაც, ყოველ პრემიერაზე ჩადიოდა სოხუმში, წერდა რეცენზიებს და ხატავდა მსახიობების პორტრეტებს. ამდენად, მისი წიგნების პრეზენტაციის გამართვა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში სიმბოლურიც იყო.
სწორედ ყოველივე ამისი ხაზგასმით გახსნა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. საღამოს უძღვებოდა პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე, რომელმაც ისაუბრა ნათელა არველაძის შემოქმედების მნიშვნელობაზე ქართული თეატრალური სამყაროსთვის და არა მხოლოდ. აღნიშნა, რომ მისი წერილები მაღალი პროფესიონალიზმითა და პირუთვნელობით გამოირჩევა.
ნათელა არველაძის სოხუმის თეატრთან განასაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა: მერაბ ყოლბაიამ, ვალერი არღვლიანმა, ლიანა მიქაშავიძემ, ლილი ხურითმა; მათ აღნიშნეს, რომ ნათელა არველაძის ყოველ რეცენზიას მათ შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრული მნიშვნელობა ჰქონდა, ყოველთვის ყურადღებით ეცნობოდნენ მის თითოეულ შენიშვნას თუ შექებას და აუცილებლად შემდეგი თამაშის დროს ითვალისწინებდნენ. სიტყვით გამოვიდნენ ასევე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღას“
დასასრულ, ნათელა არველაძემ გაიხსენა სოხუმის თეატრთან დაკავშირებული ამბები და მადლობა გადაიხადა გულთბილი მასპინძლობისთვის.
რამდენიმე ამონარიდი ჯანმრთელობისდაცვისადასოციალურსაკითხთაკომიტეტის მოსმენიდან:
ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
„ჩვენ დღეს ვიხილავთ დევნილთა ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურების საკითხებს, რაც დევნილი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს წარმოადგინა მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ დევნილთა სამედიცინო შემოწმება ყოველ წელს უმჯობესდება, რეგიონული მასშტაბით კი იზრდება დევნილთა რაოდენობა, რომლებიც კვალიფიციურ შემოწმებას გადიან. ეს განხილვა, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში აკაკი ზოიძის უშუალო მონაწილეობით შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პარლამენტის მხარდაჭერა და ზედამხედველობა დევნილების ჯანდაცვის პრობლემებზე ხარისხობრივად გააუმჯობესებს ჩვენს ძალისხმევას იმ თვალსაზრისით, რომ შევძლოთ ყველა დევნილამდე მისვლა და ყოველი მათგანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. სწორედ ამმიზნითიქმნებაჯანდაცვის კომიტეტთან სამუშაოჯგუფი, რომელიცუწყვეტრეჟიმშიიმუშავებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დიდ დახმარებას გაგვიწევს ჩვენ და დევნილთა საზოგადოებას. ჩვენ კი ასეთ მოსმენებს ტრადიციად ვაქცევთ და სხვადასხვა კომიტეტებში დემოგრაფიული, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოციალური, გარემოს დაცვის და სხვა მრავალ საკითხებზე ანგარიშს წარვადგენთ, რომელზეც აფხაზეთის მთავრობა მუშაობს. ვფიქრობ კამათი, დისკუსია, დებატები აუცილებელია. ეს ხელს გვიწყობს სწორი გადწყვეტილებების მიღებაში, რაც მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება ჩვენს მიერ გასაკეთებელ საქმეებს.
რაც შეეხება ბინების განაწილების საკითხებს. სულ ახლახან ჩაბარდა 144 ბინა, წელს კიდევ 300 ჩაბარდება, მაგრამ ძალიან ბევრი 5000 კაცამდე დგას რიგში. ველაპარაკეთ დევნილთა სამინისტროს. როგორც გაირკვა ამ დღეებში მოხდება ქულების გადასინჯვა, მაგრამ მხოლოდ იმ ქულების, ვინც ამას მართლა საჭიროებს. კამათში მონაწილე ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ყველა საკითხზე უნდობლობა არ არის სწორი მიდგომა. მეც მაქვს გარკვეული შეკითხვები იმ ხალხისადმი ვისაც უცბად მაღალი ქულები გაუჩნდა. ყველას ვიცნობ და ვიცი, ვინ როგორ მიიღო ბინები, მაგრამ ყველაფერს სჭირდება სამართლებრივი მიდგომა. ამიტომ მე მზად ვარ დავსხდეთ და ყველა საკითხი განვიხილოთ“.
აკაკი ზოიძე - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
„დევნილის სტატუსზე მინდა განცხადება გავაკეთო. მინდა ძალიან მკაფიოდ გამოვთქვა, „ქართული ოცნების“, მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიცია. სანამ არ მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, დევნილის სტატუსის გაუქმებაზე საუბარი წარმოუდგენელია. ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით კითხვის ნიშნებს გააჩენს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. უნდა გავითვალისწინოთ ბატონი სოზარის მიერ გაკეთებული განცხადებებიც. არცერთი თეთრი არ დააკლდება დევნილთათვის გამოყოფილ თანხებს, პირიქით დროთა განმავლობაში მოემატება კიდეც.
რაც შეეხება იმას თუ საიდან ხდება ამ ადამიანების დახმარება, ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია. ამიტომ კამათში მონაწილე მხარეს მივმართავ. პოლიტიკურ განცხადებებს თავი დავანებოთ. ეს თანხა იხარჯება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. იქ ლტოლვილების დახმარებაზე მესამედი რომ მოგახსენეთ, არის 140 მილიონი ლარი და არა ის, რასაც თქვენ ბრძანებთ. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აპარატი მუშაობს იმაზე, რომ დევნილთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან საკმაოდ დიდი ნაწილი გამოიყოფა დევნილებისთვის, ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის ადმინისტრირებას ახორციელებს სწორედ ეს აპარატი.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში მყოფი მთავრობაა. ამ მთავრობის თბილისში ფუნქციონირება უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. ჩვენ და მთელი დასავლური სამყარო, უამრავი საქართველოს მეგობარი, მშვიდობიანი გზებით იბრძვის იმისთვის, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში. ყველას გვჯერა, რომ ერთ დღეს ეს მოხდება. დევნილი აფხაზეთის მთავრობა კი ამ მოვლენებისთვის მუდამ მზად უნდა იყოს. ამიტომ ამ თემით სპეკულირება სრულიად მიუღებელად მიმაჩნია“.