საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებსა და აფხაზურ კულტურასა და ენასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განხორციელებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა კ. კუჭუხიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გ. მისაბიშვილმა, მინისტრის მოადგილემ დ. მიქავამ და სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა კ. ბასარიამ ქ. ზუგდიდში. აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს გადასაადგილებელი სავარძელ-ეტლები გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ლატვიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
რუსლან აბაშიძემ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია.
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე განათლების სფეროში და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი უფროსკლასელებისთვის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში“ დასრულდა, კონკურსში 150-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა და იგი ევროპული ღირებულებების უკეთ შემეცნებასა და ქართულ-ავსტრიული ურთერთობების განმტკიცებას ემსახურება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 6 გამარჯვებული, რომელთაგან პირველი და მესამე პრემია გალის რაიონის ორი სხვადასხვა სკოლის XI კლასის მოსწავლეებს გადაეცათ.
• პირველი პრემია - ჯიმი თუთისანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა (XI კლასი); გალის რაიონის XI კლასის მოსწავლე; • მეორე პრემია - კესო ავალიშვილი, ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლა (XI კლასი); სოფიო ბასიალაია - ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლა (XI კლასი); • მესამე პრემია - ანა კეკოშვილი, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა (XII კლასი); გალის რაიონის XI კლასის მოსწავლე;
კონკურსში გამარჯვებულები 6 ივლისს, ავსტრიის ელჩის რეზიდენციაში დააჯილდოვეს.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი ენგურის ხიდის პირობებში, გალის რაიონის საჯარო სკოლების გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიას დისტანციურად დაესწრნენ.
გამაჯვებულებს კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით ,,ბერტა ფონ ზუტნერის“ პრემია, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ცერემონიას გალის რაიონის საგანმანათლებლო რესუსცენტრის უფროსი ნონა შონია ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განხორციელებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულმა ორგანომ აფხაზეთიდან დევნილ ოთხ შშმ პირს გადასაადგილებელი ეტლი გადასცა. ეტლები ქუთაისსა და წყალტუბოში, სანატორიუმ "მეტალურგში" მცხოვრებ დევნილებს გადაეცათ.
იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.
ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია იმყოფებოდნენ.
წირვის ბოლოს, მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.
იმერეთის, გურიის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო ვიზიტით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მოადგილე დავით მიქავა იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ტერიტორიულ ორგანოში დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების და მოხელეთა შეფასების პროცესის მიმდინარეობა, შესრულებული სამუშაოს შედეგები და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვერას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსი დავით ჭეიშვილი ესწრებოდა, რომელმაც ტერიტორიულ ორგანოსთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.
ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია იმყოფებოდნენ.
წირვის ბოლოს, მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.
აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა.
1993 წლის 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ქართველები მოწინააღმდეგის იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.
კამანის ტრაგედიის დღეს, იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა ტაძრის ეზოში მოწამეობრივად აღესრულნენ. ისინი ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ თავისი სულიერი მრწამსის და საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს, სამშობლოს რომელიც ყველასთვის ერთი იყო. მამა ანდრია და იური (გიორგი) ანუა დაკრძალული არიან კამანის ეკლესიის გალავანთან.
1988-1990 წლებში იური ანუამ სოფელ კამანში არსებული ნგრევისპირას მისული, იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი, საკუთარი სახსრებით აღადგინა და წმ. იოანე ოქროპირის სასწაულმოქმედი ქვის სარკოფაგი სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კამანის განახლებულ ეკლესიაში დააბრუნა. 1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა და იური (გიორგი) ანუას გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას და ამერიკელ ხალხს გილოცავთ ეროვნული დღესასწაულს- ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს.
საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული, რომელიც შეუქცევადი ხასიათის მატარებელია და ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს.
ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მუდმივ მცდელობაში, აფხაზეთიდან დევნილთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების აუცილებლობის მუდმივ მხარდაჭერაში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი საზოგადოების უფლებების დაცვასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თანადგომაში გამოიხატება.
მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო ამერიკელ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ რეზო ჯაფარიძეს გადასაადგილებელი ეტლი გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის ფარგლებში გადასაადგილებელი ეტლი მთელი საქართველოს მასშტაბით 16 აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირს გადაეცემა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ რეზო ჯაფარიძეს გადასაადგილებელი ეტლი გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის ფარგლებში გადასაადგილებელი ეტლი მთელი საქართველოს მასშტაბით 16 აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირს გადაეცემა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში პროექტის - „კლასგარეშე დისტანციური სწავლების დანერგვა“ - განხორციელების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვარაცხელია.
პროექტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ საშუალო სკოლებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებში დისტანციურ სწავლებას ითვალისწინებს და ამ სკოლებისთვის დამატებით სასწავლო რესურსს წარმოადგენს. პროექტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ საქართველოს სხვა რეგიონებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმოდგენილი საკითხით დაინტერესებულ მოზარდებს.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს I-დან xII კლასის ჩათვლით. რეგისტრაციის გავლა, სხვადასხვა სასწავლო კურსის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ონლაინელექტრონულ ბმულზე (მისამართს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ).
შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ხსენებულ პროექტში მოსწავლეების ჩართულობას.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა დუშეთში, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მემორიალთან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის მონაწილეები იმყოფებოდნენ.
„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ტამიშის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვისა და გმირობის უდიდესი მაგალითი. პატივს მივაგებთ ჩვენი მებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს შესწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე. ყოველი ასეთი დღე მაგალითია ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რათა არასდროს დაივიწყონ როგორ იბრძოდნენ მათი მშობლები და წინაპრები სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2016 წელს დაწესდა. სტიპენდიების დაწესება ემსახურება მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია(გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიააფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წელს დააწესა. სტიპენდია გამიზნულია სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 70% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სტუდენტური ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
სტიპენდია გამიზნულია ასევე სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების წარდგენის ვადაა 2020 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მსურველების განცხადებების წარდგენისა - 2020 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.