იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის დავით ფაცაციამ მონაწილეობა მიიღო საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგების“ გახსნითი ღონისძიებაში.
ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა.
პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.
პროექტის პირველი სემინარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ თბილისში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები. ღონისძიებას აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ესწრებოდა.
პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.
„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უზრუნველყოფს დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, მშვიდობას და კეთილდღეობას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში. აღნიშნულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისათვის მნიშვნელოვანია მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის ცოდნით აღჭურვა, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ სამომავლოდ იმ ძლიერ ძალას, რომლებმაც აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის განვითარებისა და გაერთიანების პროცესებში.
პროექტი „ევროპული არდადეგები“ არის ერთერთი ეფექტური საშუალება, ახალგაზრდებმა გაიღრმავონ ცოდნა დასავლური ინტეგრაციის უპირატესობებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ასევე, ადამიანის უფლებებზე, ტოლერანტობასა და ქართულ კულტურაზე, როგორც ევროპული ტრადიციებისა და ღირებულებების ნაწილზე.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა.
პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.
პროექტის პირველი სემინარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ თბილისში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები. ღონისძიებას აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ესწრებოდა.
პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.
დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
პრემიერმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას:
„საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა.
ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)". ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისათვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა.
ამასთან, ვაგრძელებთ აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას; მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში.
ასევე მინდა გითხრათ, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა.
პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს.
გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები“.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებები და ჯანდაცვის პოლიტიკა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებს.
ასევე ისაუბრეს არსებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და შეთანხმდნენ, რომ არსებულმა რეფორმებმა დევნილთა სოციალური კეთილდღეობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.
ქ. ბათუმში იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმართველობების წარმომადგენლებთან და აფხაზ ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაში.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული, ისტორიული ურთიერთობების აღდგენასა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.
„საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმართველობების წარმომადგენლებთან და აფხაზ ახალგაზრდებთან.
ახალგაზრდებთან ერთად, ვიმსჯელეთ საქართველოს ერთიანობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებზე - კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული, ისტორიული ურთიერთობების აღდგენასა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.
შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ ახალგაზრდების საინტერესო ინიციატივები და მათ გამოხატეს სურვილი მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამშვიდობო პროცესების ხელშემწყობ ღონისძიებებში.
მნიშვნელოვანია მსგავს შეხვედრებში აფხაზი და ქართველი, განსაკუთრებით კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი ახალგაზრდების მონაწილეობა, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ ძლიერ ბერკეტს, სახალხო დიპლომატიის გზით იმ ბარიერების დასანგრევად, რომლის აღმართვასაც რამდენიმე ათწლეულია მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
შეხვედრების მიზანია ოკუპაციის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიას შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეებმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებები და ჯანდაცვის პოლიტიკა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებს. შეხვედრაზე ასევე არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ, რომ არსებულმა რეფორმებმა დევნილთა სოციალური კეთილდღეობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ისტორიული სიმართლის დაცვა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების გაანალიზება საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილების გაცნობა-გაზიარების გზით.
რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მთავრობის თავმჯდომარემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და შენარჩუნების საკითხებს შეეხება: „წლებია, რუსული ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების მეშვეობით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის არსებული მდგომარეობის დაფიქსირება და, რაც მთავარია, მათი დაცვა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს! ძეგლების ისტორია არის ძალიან დიდი! ისინი ასახავენ ქართულ-აფხაზურ საერთო ისტორიას, რომელმაც, შესაძლოა, ქართული და აფხაზური საზოგადოების კვლავ გაერთიანება შეძლოს! ამიტომ, ჩვენი მხრიდან, აუცილებელია საერთაშორისო მისიებთან ძალისხმევის გაორმაგება, რომ მათი აქტიური ჩართულობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლები განადგურებისგან დავიცვათ!
საქართველოს სხვადასხვა არქივში დაცულია თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი ძეგლის ანაზომები და ნახაზები. ამავდროულად, ჩვენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვამზადებთ ვებ- პორტალს, სადაც 200- მდე ძეგლი იქნება დეტალურად აღნიშნული.“
კონფერენციაში მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაალ აბაშიძე, თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი, UNESCO-ს წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი მეცნიერები.
კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის წამყვანი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, პარტნიორი ორგანიზაციები არიან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა 6 თვის განმავლობაში გაიარეს სტაჟირება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში, რომლის დასრულების შემდგომ სტაჟირება გავლილ პირებს, დავით ფაცაციამ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა სტაჟიორებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების 6 თვიანი პროგრამის განმავლობაში მინისტრის აპარატის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უწყებაში შეძენილი ცოდნა და პრაქტიკული უნარები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ სამომავლო კარიერულ არჩევანსა და პროფესიულ საქმიანობაზე.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი სტაჟირებას ყოველწლიურად ახორციელებს და მისი მიზანია მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება, სტაჟიორების პროფესიული ზრდა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება.
აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ , მოადგილესთან მურად აბლოთიასთან და კომპანია ,,კარფური"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, ნინო რამიშვილთან ერთად, დევნილი ოჯახები მოინახულა და პირველად მოხმარების საკვები პროდუქტები მიუტანა. ,,დევნილთა სოციალური მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, კომპანია ,,კარფური"- ს მხარდაჭერით გადავეცით პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით დაზარალებულ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება, ხოლო ნაწილი ოჯახებისა ჩაერთო ქირით უზრუნველყოფის პროგამაში. დევნილთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დევნილი ოჯახების მხარდაჭერას"-განაცხადა ლევან თევზაიამ.
ამას წინათ თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები პოეტსა და გალაკტიონ ტაბიძის ბიბლიოგრაფს ვახტანგ ჯავახაძეს შეხვდნენ. პოეტი მოზარდებს გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წიგნის „დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021“ პრეზენტაციას დაესწრო.
წიგნი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით გამოიცა.
პრეზენტაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ღია სივრცეში გაიმართა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
22 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა - ივანე დოლიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის თანამშრომლობისა და საკორდინაციო სააგენტოს (TIKA), თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორთან - ნეჯლა დემირდაღთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხები, დევნილი მოსახლეობისათვის დაფნის პლანტაციისა და დაფნის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის შესახებ. ასევე, განიხილეს TIKA-ს მიერ მეფუტკრეობით დაკავებული დევნილი მოსახლეობისათვის საჭირო ინვენტარის გადაცემა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: (TIKA)-ს სათაო ოფისის აგრარული მიმართულების სპეციალისტი- სამი დური და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რეზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუმინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.
რუსლან აბაშიძემ რუმინელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და გვყავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ასეულობით ათასი ადამიანი, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
რუსეთის ფედერაციის მიერ პროვოცირებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად განახორციელდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების წმენდა, რომელსაც შეეწირა შვიდი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ათასზე მეტი, დაიჭრა და დასახიჩრდა ათი ათასამდე ადამიანი, ხოლო ასეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი.
27 წლის შემდგომაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო მძიმდება. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის, ხდება თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, სახელმწიფო ქონების, კერძო საკუთრების მოსპობა-გასხვისება, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის ხელყოფა, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები და ხორციელდება სხვა მსგავსი ქმედებები.
საქართველოს ხელისუფლება, ყველა ლეგიტიმური საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ყველაფერს აკეთებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის სახალხო დიპლომატიის, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რასაც 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებით საქართველოს მიერ მიღწეული ისტორიული სამართლებრივი გამარჯვებაც ადასტურებს.
მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ისტორიული ერთობის აღდგენას."- დავით ფაცაცია.