ქართული პროექტის ფარგლებში „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ საქართველოდან ნიდერლანდებისა და ბელგიის სახელმწიფოებში, ოფიციალური ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონიძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი, ქალაქ ამსტერდამში 16 თებერვალს გალა კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონცერტის პარალელურად აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 17 თებერვალს ჰააგაში, საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა პროექტიდან „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“. საელჩოში მწერალ გურამ ოდიშარიას, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას წიგნების, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ წარდგენა და როტერდამის ერასმუსის პროექტის, ქართველი სტუდენტების კვლევის „How did Georgian civil wars shape Georgia's foreign policy identity?/ Civil wars means wars in Abkhazia“ პრეზენტაცია გაიმართა. ოფიციალური მიღება გაიმართა ბრიუსელში საქართველოს საელჩოში, სადაც პროექტის „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ გამოფენა მოეწყო. ვიზიტის ბოლოს ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში დიასპორის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ეპარქიაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი სოხუმელი მხატვრის, გიორგი შენგელიას ნამუშევრების და კომპანია “ფაფანაკის“ ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა. შეხვედრაზე აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, საღამო კონცერტით დასრულდა. საერთაშორისო პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში“ ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, ხოლო პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო, საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია, კომპანია „TIKA TOURS GEORGIA“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს:
German Voice-ის გამარჯვებულმა ნათია თოდუამ;
ანსამბლი „რუსთავის" სოლისტებმა გიორგი კალმახელიძემ და ნინო ჭყონიამ;
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ლელა სახელაშვილი და თინათინ ზუხბაია ზესტაფონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში (ქალაქის პოლიკლინიკა, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფო, მაღლაკელიძის #5, მაღლაკელიძის #11) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო და სხვა პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე უზნაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა დაზიანებული ჟოლობების პრობლემა წამოჭრეს, რაზეც წარმომადგენლობის თანამშრომლებისაგან განემარტათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიმართონ "აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების კომისიას."
წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც მითითებულია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში დახმარების გასაწევად.
შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც და დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.
წარმომადგენლობის თანამშრომლები, ასევე, შეხვდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის თანამშრომლებს და გაცვალეს ინფორმაციები ზემოაღნიშნული პროგრამების შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და სამშვიდობო პროცესებში მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების წინაშე იმყოფება და ორივე სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ისწრაფვის დინამიური ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე.
ანზორ მარგიანმა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სტუმრობისთვის და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სხვადასხვა ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ყირიმელი თათრების სახალხო დამცველი ნარიმან უსტაევი, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნები პეტრო ბოგდანი და ტატიანა კოვპაკი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიშს დაესწრო. პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და იმ საკანონმდებლო პაკეტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
2020 წლის 18 თებერვალს წარმომადგენლობაში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში დროებით განსახლებული, აფხაზეთიდან დევნილი, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 149 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 23000 ლარი. კომისია დარჩენილი განცხადებების განსახილველად კვლავ შეიკრიბება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მდგომარეობას, მოისმინა დევნილთა პრობლემები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის მონაწილეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) გადაეცათ. მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით რეგიონებში უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანი საბინაო მართვის პროცესში დევნილთა მონაწილეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით დევნილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან შეხვედრაზე სტუმრად იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მუხრან გულაღაშვილი, თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ალიონა ჩხოტუა და დიასპორული პროგრამების სამმართველოს თანამშრომელი თამარ კობახიძე.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ პრიორიტეტულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე ისაუბრეს საზღვარგარეთ დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებების შესახებ. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ დიასპორებთან, საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში.
შეხვედრაზე საუბარი შედგა 10-11 მარტს, დაგეგმილ ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი. პროექტის „ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების საშუალებით, ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია უკრაინის ელჩს, იგორ დოლოგოვს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა 1992-1993 წლებში, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, ელჩს მადლობა გადაუხადა. ასევე მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარულ- საგანმანათლებლო პროექტის, კერძოდ, „ბავშვებს მშვიდობა სურთ“ გაფართოებაზე და მასში მინისტრის აპარატის აქტიურ ჩართულობაზეც ისაუბრეს. დაიგეგმა, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას იძულებით გადაადგილებული ქართველი და უკრაინელი ბავშვები მიიღებენ. შეხვედრამ გულთბილ და საქმიან გარემოში ჩაიარა. სამომავლო, ურთიერთთანამშრომლობაზე ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინსტრის აპარატის ორგანიზებითა და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ICEC-ის მონაწილეობით დაიწყო პროექტი „ინგლისური და ლიეტუვური ენების შემსწავლელი უფასო კურსები“.პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას და კურსის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში ასევე უფასოდ, ენის სრულყოფის მიზნით 1 თვით გაემგზავრონ ლიეტუვაში. სტუდენტები გარდა ენის შესწავლისა შეძლებენ საკუთარი ცოდნა ინგლისურ ენაშიც გაიუმჯობესონ, რადგან სწავლება სწორედ ინგლისურ ენაზე იწარმოებს. სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად გაიღებს ლიეტუვური მხარე, სტუდენტები კი სტიპენდიის სახით 570 ევროს მიიღებენ.
ასევე კურსდამთავრებულებს, რომლებიც გამოირჩევიან ცეკვისა და სიმღერის ნიჭით შესაძლებლობა ექნებათ 10 დღით გაემგზავრონ ლიეტუვაში სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ენის შემსწავლელი 4 თვიანი კურსი დაიწყება 1 მარტს. რეგისტრაციის გავლა ქვემოთ მითითებული ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხელი მოაწერიეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობას სხვადახვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივ სფეროში.
და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მდგომარეობას, მოისმინა დევნილთა პრობლემები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის მონაწილეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) გადაეცათ. მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით რეგიონებში უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანი საბინაო მართვის პროცესში დევნილთა მონაწილეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით დევნილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ირინა არბოლიშვილი მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მდგომარეობას, მოისმინა დევნილთა პრობლემები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის მონაწილეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) გადაეცათ. მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით რეგიონებში უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანი საბინაო მართვის პროცესში დევნილთა მონაწილეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით დევნილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ირინა არბოლიშვილი მონაწილეობდნენ.
მიმდინარე წლის 12-13 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა მინისტრის მოადგილე გია ბულისკერია ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებას, მოისმინეს დევნილთა პრობლემატური საკითხები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მინისტრი დავით ფაცაცია დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და განხორციელდება მომავალში. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს თან ახლდა აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებმაც დევნილ მოსახლეობას ადგილზე გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია და დახმარება. დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობების თავჯდომარეებთან ერთად ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა მუნიციპალიტეტის შენობაში. ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“. შეხვედრას მასპინძლობდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ირინა არბოლიშვილი
მიმდინარე წლის 11 თებერვალს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან დავით ძალამიძესთან ერთად თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს, სადაც გაეცნენ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და მათი პრობლემები მოისმინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 27 ნოემბერს გამართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,კულტურული მემკვიდრეობა -საფრთხეები და გამოწვევები“. კონფერენცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გაქრობის, იმ ძირძველი ქართული ტერიტორიებიდან ქართველის კვალის წაშლის მცდელობას, ამ ვანდალიზმის საერთაშორისო საზოგადოებრიობამდე მიტანისა და შესაბამისი საინფორმაციო ომის სათანადოდ წარმართვის აუცილებლობას შეეხებოდა.
კონფერენციის დამსწრეთა წინაშე სიტყვებითა და ნაშრომებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, პროფესორები - ირაკლი გელენავა, ლია ახალაძე, რევაზ ხვისტანი და სხვ.
ახლახან სამინისტრომ კონფერენციაზე წარმოდგენილი სიტყვები და შრომები გამოსცა კრებულის სახით, რომელიც დარგის სპეციალისტების, სტუდენტებისა და საკითხით დაინტერესებული მკითხველებისათვისაა განკუთვნილი. გამოცემის რედაქტორები არიან: ირაკლი გელენავა, ნონა ქარაია და გიორგი პატაშური.
კრებული ,,კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა.
კრებულს თან ერთვის ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბისა“ და აფხაზი ახალგაზრდების თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტური ფილმი - „ბედიის მონასტრის წარსული და თანამედროვეობა“,