დღეს, საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით პატივისცემა და მოწიწება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხელობისა და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია. მისი ღვაწლის წინაშე ყველანი ვალში ვართ. მისი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთი მიზეზია, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა დ
ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.
„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ძნელია, ბედისწერას გაექცე!" - უთქვამს ჟიული შარტავას. იგი თავისი სიტყვების ერთგული დარჩა, განწირული სოხუმის მოსახლეობა ბოლომდე არ მიატოვა და ამ რწმენას შეეწირა კიდეც.
დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
,,ჟიული შარტავა იყო ადამიანი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, არ დატოვა სოხუმი და თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, სიძლიერეს, მომავალს და ამით ერთგულების, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოდ იქცა.
ჩვენი ვალდებულებაა, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოს ერთგული შვილები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ღირსებას და გავაგრძელოთ იმ იდეებისთვის ბრძოლა, რისთვისაც ჟიული შარტავა სიცოცხლის ბოლო წუთამდე დარჩა სოხუმში.
დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირს!" - აღნიშნა დავით ფაცაციამ.
დღეს, საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით პატივისცემა და მოწიწება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხელობისა და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია. მისი ღვაწლის წინაშე ყველანი ვალში ვართ. მისი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთი მიზეზია, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები გადასცა აფხაზეთის მთავრობის წარდგინებით დაჯილდოებულ პირებს: ცისანა შარტავას, საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - მედალი - "სამოქალაქო თავდადებისათვის" - განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საზოგადოებისათვის უანგარო სამსახურისათვის და სახელმწიფო ჯილდო - მედალი - „მხედრული მამაცობისათვის“ - ელგუჯა ადამიას, სამოქალაქო პირს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში შეტანილი წვლილისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის.
რუსლან აბაშიძემ, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, სახელმწიფო ჯილდო „ბრწყინვალების ორდენი“ გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით დაჯილდოებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა გვაზავას.
დაჯილდოებულ პირებს, სახელმწიფო ჯილდოებთან ერთად, გადაეცათ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებიც.
აფხაზეთიდან დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით და ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობით, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ბოლნისში, სოფელ ტანძიაში მცხოვრებ ღვალაძეების 10 შვილიან და თბილისში, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ. ღონისძიება დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ინიციატივით და კომპანია ,,კარფური"-ს მხარდაჭერით თბილისსა და რეგიონებში გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის გასაბჭოების 100-წლისთავისადმი მიძღვნილ ონლაინ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის დოქტორი გიორგი სოსიაშვილი მონაწილეობდნენ.
„აფხაზეთის რუსულ-საბჭოური ოკუპაცია და თანამედროვეობა“, „1921 წლის 4 მარტის აღქმის საკითხისათვის აფხაზურ საზოგადოებაში“, „ანტისაბჭოთა საპროტესტო გამოსვლები აფხაზეთში 1921-1924 წლებში“ მოხსენებები ისტორიკოსებმა ჯემალ გამახარიამ, ზურაბ პაპასქირმა და ლევან ჯიქიამ წაიკითხეს. კონფერენციაზე მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა.
კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, სასაჩუქრე ყუთები-პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ქუთაისში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცა.
დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ინიციატივითა და „კარფურის“ მხარდაჭერით გაიმართა.
დავით ფაცაცია აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯუმბერ ბეთაშვილის მეუღლეს, ნელი ბეთაშვილს სახლში ესტუმრა და დედის დღე მიულოცა.
ჯუმბერ ბეთაშვილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი, ომის დროს კი სახელმწიფო მდივანი.
1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის მინსტრთა საბჭოს შენობაში ჯუმბერ ბეთაშვილი ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებთან ერთად გაიყვანეს, შემდეგ ხელებშეკრული სანაპიროსკენ წაიყვანეს და ძველი საოლქო პარტიული კომიტეტის შენობასთან დახვრიტეს.
,,დედის დღე - ასევე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა დედებსა და მეუღლეებს. თქვენ ყველაზე ძლიერი და ღირსეული ქალბატონები ბრძანდებით, რადგან ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეთ. სწორედ თქვენი და თქვენნაირი ქალბატონების გმირობისა და გამძლეობის მაგალითია საქართველოს მთელი ისტორია.” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ თბილისსა და რეგიონებში აფხაზეთის ომში მონაწილე ქალბატონებს და სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს შეხვდნენ, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა დედებს ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.
„დედის დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ყველა იმ ქალბატონს, რომლის შვილებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირეს. თქვენი შვილების გმირობის, მათი სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი საქართველოს ისტორიაში ღირსეულ ადგილს იკავებს. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის კვლავ გაერთიანებამ შეგიმსუბუქოთ ის დიდი ტკივილი, რომელსაც წლებია გულით ატარებთ. იმედი მაქვს, არც ერთი დედა აღარ გამოსცდის იგივეს და სახელმწიფო სამშვიდო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას და ღირსეულ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ საქართველოში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.
ღონისძიებაში კომპანია ,,კარფური’’-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი და ,,კარფურ ისთ ფოინთი’’-ს გენერალური მენეჯერი, ჯოზეფ კოჩანდრლერი მონაწილეობნენ. სასაჩუქრე კალათები, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ. ,,აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალურად დაუცველ ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის დახმარებების გაწევა. სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, დედის დღე მივულოცეთ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან დედებს. სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას’’-განაცხადა ლევან თევზაიამ.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ინიციატივით და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ „კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი და კარფურ ისთ ფოინთის გენერალური მენეჯერი ჯოზეფ კოჩანდრლე.
პროექტის ფარგლებში დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით სასაჩუქრე კალათები, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში გადაეცემათ.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ,,კარფური’’ აქტიურად თანამშომლობს აფხაზეთის მთავრობასთან და ჩართულია დევნილი ოჯახების მხარდასაჭერად დაგეგმილ სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
საქართველოში ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის მიზანს 25-26 მარტს დაგეგმილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის სათანადოდ მომზადება და დღის წესრიგის საკითხების განხილვა წარმოადგენს.
საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა პროგრესის მიღწევის საჭიროება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, ძალის არგამოყენება და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, აგრეთვე იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, მოსკოვის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საკითხის წამოწევას, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” დამტკიცებას, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობას, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ გადაწყვეტილებას ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილემ მწვავედ დასვა ზაზა გახელაძის ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზი გაესვა ადგილობრივი მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ სრულ იზოლაციაში მოაქცია რეგიონი, რაც ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს იწვევს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს. შეშფოთება გამოითქვა სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც ხშირად ადგილობრივ მაცხოვრებელთა გარდაცვალებით მთავრდებოდა. ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის IPRM-ის შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობას.
საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების საკითხი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.