აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სამი დღის განმავლობაში საახალწლო ნობათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და II ჯგუფის ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს.
27 დეკემბერს აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
28 დეკემბერს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში საახალწლო ნობათები ომის II ჯგუფის ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
29 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ჩავიდა და იქ მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ შშმ პირებს, აფხაზეთის ომის მონაწილეების ნაწილს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებსა და შშმ არასრუწლოვნებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცა.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა აქცია ქალაქ თბილისის მერიის დიდი წვლილითა და მხარდაჭერით ჩატარდა, რისთვისაც ის მათ დიდ მადლობას უხდის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად მანანა ქვაჩახია დანიშნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადაეცათ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა-ახლი წელი მიულოცეს და დევნილ ოჯახებს სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდა.
აქცია ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
საახალწლო ნობათი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და II ჯგუფის ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს.
საქველმოქმედო აქცია მეხუთე წელია იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.
2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისის“ ხელმძღვანელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი დირიჟორი, ხელოვნების ქურუმად აღიარებული ჯუმბერ ყოლბაია საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.
ქალაქ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში სახალხო არტისტთან გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად მივიდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მეგობრები, კოლეგები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები.
ჯუმბერ ყოლბაია ქალაქ რუსთავში დაკრძალეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერიაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების საპატიო სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: სიომა ბარქაია, გრიშა ცაავა, გიორგი ყურაშვილი, ლუკა კურტანიძე, ვაჟა კვარაცხელია, ზურაბ ლოლუა, ზებედა რეხვიაშვილი, საბა სოსელია და დავით ხეცურიანი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2017 წლის ქვეპროგრამის „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება" ფარგლებში მოეწყო.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მათ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია ესწრებოდნენ.
2017 წლის 26 დეკემბერს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმინდა გიორგის ოქროს ორდენისა" და ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა ქეცბა ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.
ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწესთან გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად, მრავალი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.
სვეტლანა ქეცბა შინდისის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს:
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლობის საიუბილეო, მეორმოცე წლისთავს.
არ გვტოვებს იმედი, რომ თქვენი მეუფების მადლი გაამთლიანებს, გააძლიერებს და გააბრწყინებს საქართველოს.
გისურვებთ დღეგრძელობასა და მხნეობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ".
სვეტლანა ქეცბა
აფხაზეთის საზოგადოებას კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება გამოაკლდა - გარდაიცვალა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმიდა გიორგის ოქროს ორდენისა" და ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა ქეცბა.
სვეტლანა ქეცბა დაიბადა 1933 წლის 17 ოქტომბერს ქ. სოხუმში. 1953 წ. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო სამუსიკო სასწავლებელი, ხოლო 1958 წ. - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია წითელ დიპლომზე მუსიკისმცოდნის კვალიფიკაციით.
1958 წლიდან მუშაობდა სოხუმის პირველ საბავშვო სამუსიკო სკოლაში ჯერ მასწავლებლად, ხოლო შემდეგ დირექტორად; 1974 წლიდან - სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად.
1992-2004 წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ხოლო 1996-2004 წწ. - საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე.
2004-2006 წწ. მუშაობდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2006 წლიდან იყო აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე.
1971 წლიდან არაერთხელ იყო არჩეული აფხაზეთის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ, იყო საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის ცენტრალური სარევიზიო კომისიის, ხოლო შემდეგ - პრეზიდიუმის წევრი.
2000 წლიდან იყო ასოციაციის „ქალები ბავშვებისა და ახალგაზრდობის მომავლისათვის" პრეზიდენტი.
გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები აფხაზური და ქართული სამუსიკო ხელოვნების საკითხებზე, არის მრავალი სტატიის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორი აფხაზ კომპოზიტორთა ნაწარმოებებისა და აფხაზური ხალხური სიმღერების კრებულებისა.
2012 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი ილია II კურთხევით, იყო პროექტის ავტორი და შემდგენელი კრებულისა „უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა". 2016 წ. გამოიცა მისი წერილების, ჩანაწერებისა და მოგონებების კრებული „გულის სახსოვარი - აფხაზურ-ქართული ურთიერთობები".
სვეტლანა ქეცბა დაჯილდოვებული იყო აფხაზეთის და საქართველოს უმაღლესი საბჭოების საპატიო სიგელებით, მინიჭებული ჰქონდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო „წმიდა გიორგის ოქროს ორდენი", იყო კავკასიის ხალხების მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ქალბატონი სვეტლანა ქეცბა აფხაზეთის ტრაგედიის დროს უყოყმანოდ დადგა იმ პოზიციაზე, რომელიც მისი ერის გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენდა. მრავალი ტკივილის ატანა მოუხდა მას ამ ეკლიან გზაზე, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია საკუთარი პრინციპებისათვის. იგი უანგაროდ ემსახურებოდა სამშობლოს, სწამდა აფხაზი და ქართველი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობისა და რუდუნებით იღვწოდა იმ სანუკვარი მიზნის მისაღწევად, რასაც აფხაზეთში დაბრუნება და აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია.
„პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება - ეს ადამიანთა ხსნის საკითხია და რაც უფრო გაჭიანურდება, მით უფრო გამწვავდება პრობლემა ყველაზე ძვირფასი პოტენციალის - ადამიანურობის შენარჩუნებისა..." - წერდა ქალბატონი სვეტლანა ერთ-ერთ წერილში. „გადის წლები, მაგრამ ვერ მოვახერხე წარსულთან გამიჯვნა, საკუთარ გულში მშობლიური ადგილებისა და საყვარელი ადამიანების გამო სევდის ჩახშობა..." - ესეც მისი სიტყვებია და ამ სევდით გადაინაცვლა მისმა სულმა მარადისობაში.
უფალმა დაუმკვიდოს საუკუნო სასუფეველი!
მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ნაძალადევის რაიონში, ნევროლოგიის ინსტიტუტთან არსებულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობდნენ „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის", თვალის კლინიკა „ახალი მზერისა" და კანისა და ვენეროლოგიურ სნეულებათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ნევროლოგი, უროლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: ჯემალ შონია - პოეტური კრებულისათვის „წაუკითხავი", ნანა ქარდავა - წიგნისათვის „სოხუმში, უსახელო ქუჩაზე", აზა ბასლანძე - საბავშვო ლექსების კრებულების სერიისათვის: „მომღერალი ფერები", „თეთრი ღრუბლები", „ოქროს თევზი" და „მხიარული ფიქრები".
დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის დამაარსებლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
გურამ ყურაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარების საქმეში. მან აფხაზეთში, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნა პირველი ბავშვთა ინტერნაციონალური კაპელა, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებულ კონცერტებს მართავდა არა მარტო ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული იყო.
აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ კოლექტივმა დროებით შეწყვიტა არსებობა. 12 წლის შემდეგ კი გურამ ყურაშვილმა ახლა უკვე ქალაქ თბილისში ახალი შემადგენლობით შექმნა აფხაზეთის საგუნდო კაპელა, რომელმაც ძალიან მალე გამორჩეული სტილის კოლექტივის სახელი დაიმკვიდრა და არაერთხელ წარმოაჩინა საქართველო და აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე.
საზოგადოებათან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის" ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში" ქართული ბრენდების დაჯილდოების რიგით მე-15 ცერემონია გაიმართა. ქართული ბრენდები 5 ძირითად ნომინაციაში გამოვლინდა: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, ბრენდ პერსონა და წარმატებული ტელეპროექტი.
ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის ქართული ბრენდის ჯილდოს მფლობელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გადაცემა „აფხაზეთი" გახდა.
ქართული ბრენდის დაჯილდოება 15 წელია იმართება და მისი მიზანი ქართული ბრენდების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.
ვახტანგ ყოლბაიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტები და მიმართულებები გააცნო. მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ღონისძიებას აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
„გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელსაც 16-18 დეკემბერს ბათუმი მასპინძლობს. პროექტში მონაწილეობას დელეგატის სტატუსით ღებულობს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ისინი ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან.