აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი, საქართველოში აკრედიტებული, კონფლიქტის მოგვარების კუთხით მომუშავე საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ იტალიის ელჩს ეუთოს თავმჯდომარეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. საუბარი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე ვითარებას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ასევე განიხილეს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი ახალგარდების დაახლოებას და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
თავის მხრივ იტალიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლეს და კორპორაცია ,,BREEZE"-ს ხელმძღვანელებს ბატონ კუმორს და იუსტინა ჩუდრის შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, საქართველოში აკრედიტებული, კონფლიქტის მოგვარების კუთხით მომუშავე საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" ხელმძღვანელი ალუ გამახარია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქმიანობაზე, განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა ,,სსიპ" - ების აქტიურ ჩართულობას სხვადასხა პროექტებში, რომლის განხორციელებასაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციები გეგმავენ საქართველოში.
„შეხვედრა საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო, შედეგზე რომელიც მიზნად ისახავს წარმატებულ ბიზნეს პროექტებში დევნილი მოსახლეობის აქტივის გამოყენებას, რასაც მივესალმები და მომავალშიც მაქსიმალურად მხარს დავუჭერ" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მუშაობის ათი წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ერთად აფხაზეთისთვის" ჩატარდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშო ბაღებისა და სახელოვნებო სკოლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების ანგარიში.
ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე გალის სხვადასხვა სკოლის საბაზო საფეხურის 11 წარჩინებული მოსწავლე ლეპტოპით, ხოლო 4 წარჩინებული კურსდამთავრებული კი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
არტ-გალერეაში გამოფენილი იყო პროექტ „გზავნილები აფხაზეთიდან" ფარგლებში გალის სამხატვრო სკოლაში შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. შესრულდა საფორტეპიანო ნაწარმოებები და ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამარ მალაზონია და სამინისტროს თანამშრომლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში პოეტისა და მწერლის ნაირა მარშანიას წიგნის „ადრე თუ გვიან" პრეზენტაცია გაიმართა.
ნაირა მარშანიას ახალი წიგნი „ადრე თუ გვიან" ქართულ-აფხაზურ ტრადიციებსა და ურთიერთთანადგომას ეძღვნება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
საქართველოს მწერალთა კავშირმა ნაირა მარშანიას ქართული კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს. აგრეთვე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები. ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
თავის მხრივ ფატმა ჯერენ იაზგანმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, დაადასტურა თურქეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები, სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირების ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა.
დაჯილდოებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიიღო მონაწილეობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
თავმჯდომარემ ბრიტანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით საქართველოში უკვე განხორცილებული და აგრეთვე სამომავლოდ გასახორციელებელი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.
თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა, აგრეთვე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო პროექტებზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ 2-დან 5 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 70-მდე მოზარდს საახალწლო საჩუქრები გადაეცა.
დევნილ მოზარდებს საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტა"-სა და სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის" მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა და აფხაზეთის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
მსვლელობა ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის განმავლობაში მიღებული შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
გილოცავთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თარიღებს - დაბადებიდან 85-ე და აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავს.
იშვიათია მსოფლიოში ერი და ქვეყანა, რომელსაც აქვს ბედნიერება, ჰყავდეს ისეთი სულიერი მამა და საჭეთმპყრობელი, როგორც საქართველოს ხალხს, ქართულ, სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართმადიდებელ ეკლესიას.
იშვიათია ისეთი სიყვარული, რომელსაც სრულიად საქართველო და, როგორც თქვენ უწოდებთ, შვილნი ივერიისა - ქართველები, აფხაზები, ოსები და ამ ჩვენს ღვთითკურთხეულ მიწაზე მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები ავლენენ თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიმართ.
ასევე, იშვიათია ის სიყვარული, რომლითაც ათეული წლებია, ატარებთ პატრიარქობის მძიმე ჯვარს, მიუხედავად მრავალი განსაცდელისა და ტკივილისა!
დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს. ავადმოსაგონარი დღეები წარსულის კუთვნილებაა, მაგრამ, ამავე დროს, ისტორიის გაკვეთილებია, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. დღეს აღარ ვდაობთ იმაზე, რომ ქართველებმა და აფხაზებმა საბედისწერო შეცდომა დავუშვით, როცა მოყვარე მტრად მივიჩნიეთ და ერთმანეთზე იარაღით გავიწიეთ, საკუთარ ძმებს გავეყარეთ, ერთმანეთი მივატოვეთ. მშვიდობის დამყარება მტანჯველმა სიჩუმემ და უბრად ყოფნამ ჩაანაცვლა. ამდენმა წელმა განვლო და ერთმანეთი ვერ გამოვიწვიეთ ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობის განსაახლებლად. ენგურის ხიდი, რომელიც 24 წლის წინ ყველას გვაერთიანებდა, დღეს ჩვენი განხეთქილების სიმბოლოდ აქციეს ოკუპანტებმა. მაგრამ იმედი იმისა, რომ ფუძე-აყრილი ხალხი საკუთარ მიწაზე დავბრუნდებით, ჩვენში არასოდეს ჩაქრება. ყველამ გამოვცადეთ დევნილობაში ცხოვრება, საკუთარ სამშობლოშიც კი დევნილის ტვირთის ტარება მძიმე ხვედრია. ცარიელ ადგილზე ცხოვრების თავიდან დაწყება ნებისმიერი ადამიანითვის უმძიმესი გამოცდაა. კარგად გვესმის იმ ახალგაზრდის, რომელსაც არ სურს იმის თქმა, რომ დევნილის ოჯახიდანაა. მისთვის ეს დამამცირებელია, მას არ უნდა დევნილის სტატუსით ცხოვრება და ეს გასაგებია ჩვენთვისაც და საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვისაც. მაგრამ მარადიული ამქვეყნად არაფერია და არც დევნილობაში ცხოვრებაა სამარადჟამო. ამქვეყნად ყველაფერი სრულდება და ამ მტანჯველ მდგომარეობასაც ერთ დღეს ბოლო ეღება. ხელოვნურად აღმართული პოლიტიკური კედლები, რომელიც ადამიანთა ურთიერთობას ზღუდავს და მათ მომავალს ბარიერებს უწესებს, ადრე თუ გვიან ინგრევა. ბერლინის კედლის დანგრევას თითქმის 30 წელი დასჭირდა, ამ მიზნისკენ კი გერმანელი ერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. ჩვენ კარგად შევიმეცნეთ, რომ ბრძენი სხვის შეცდომებზე, სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე- სულელი კი საერთოდ ვერ სწავლობს ჭკუას. ისიც კარგად უთქვამთ, წვეთი ქვას ხვრეტს არა ძალით, არამედ ხშირი დაცემითო. ეს გამონათქვამები კაცობრიობის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენც უნდა ვეზიაროთ. სწორედ ასეთი უშრეტი მოთმინებით არის აღჭურვილი ჩვენი დევნილი საზოგადოებაც, რომელიც ძალიან გვეამაყება. ყველა დამეთანხმება, რომ უფრო გამრჯე, მომთმენი და შრომისმოყვარე ხალხი იშვიათიად მოინახება. შეუდრეკელი, უშიშარი, ოჯახზე გადაგებული, სტუმართმოყვარე, გაჭირვებას თავს რომ არ დაუდებს ისეთი. განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ ჩვენი მომავალი ჩვენვე უნდა გამოვძერწოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის საქმეში. ჩვენ ყველანი ერთნი და ერთიანნი ვართ. ჩვენვე უნდა დავძრათ ყინული, რომელსაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები ჩახერგილი აქვს. ახალი, 2018 წელი უნდა იქცეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისად, ახალი იდეების, ახალი მიდგომების დამკვიდრების გზაზე.
ვულოცავ ახალი, 2018 წლის დადგომას და შობა-ახალი წლის განუმეორებელ დღეებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში, სამაჩაბლოში, სოხუმში და სოხუმის რაიონში, გაგრაში, გუდაუთაში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში.
განსაკუთრებული იყოს ეს წელი ჩვენი პატარებისთვის, ჩვენი საამაყო ახალგაზრდობისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.
მრავალ ახალ წელს დაესწარით მეგობრებო!
ღმერთი ფარავდეს ერთიან საქართველოს!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში გლდანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს (მე-2 მ/რ #28ბ კორპუსი, მე-7 მ/რ #10ა კორპუსი, მე-7 მ/რ #19ა კორპუსი) საახალწლო ნობათები გადასცეს. საქევლმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიიღო მონაწილეობა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა-ახლი წელი მიულოცა.
საქველმოქმედო აქციაში ასევე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ (გია) ბენიძე მონაწილეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.
კონცერტზე შესრულდა გოგი ჩლაიძის გურამ ყურაშვილისადმი მიძღვნილი სიმღერა „ფერიცვალება ღამეა", აგრეთვე გაიმართა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის დისკის პრეზენტაცია.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სამი დღის განმავლობაში საახალწლო ნობათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და II ჯგუფის ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს.
27 დეკემბერს აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
28 დეკემბერს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში საახალწლო ნობათები ომის II ჯგუფის ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
29 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ჩავიდა და იქ მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ შშმ პირებს, აფხაზეთის ომის მონაწილეების ნაწილს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებსა და შშმ არასრუწლოვნებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცა.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა აქცია ქალაქ თბილისის მერიის დიდი წვლილითა და მხარდაჭერით ჩატარდა, რისთვისაც ის მათ დიდ მადლობას უხდის.