აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკისთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "აზდაკის ბაღის“ - ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ აფხაზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინტეგრირებული თეატრის ახალი სეზონი წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით "Helliados", რომელიც სოხუმში განვითარებულ მოვლენებზეა და ასახავს ორი მეგობრისა და სამშობლოს სიყვარულის ისტორიას.

ინტეგრირებული თეატრის მიზანია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თეატრით, გამოსცადონ თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, სოხუმის დაცემის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და გენო ადამიას საფლავები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე ლევან მგალობლიშვილმა პატივი მიაგო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და დევნილობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.


სოხუმის დაცემის დღეს, ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას საფლავზე მამა ლევან ჯანაშიამ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.


1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, 30-მდე ქართველთან ერთად, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

ლევან მგალობლიშვილი  დაღუპულ გმირთა მემორიალთან შვილებთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია.

"მე დღეს მოვედი ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისინი ნახავენ სოხუმს, ნახავენ აფხაზეთს და ისეთივე ღირსებით და სულისკვეთებით გააგრძელებენ მოღვაწეობას, როგორი ღირსებითაც არის აი, ამ კედელზე, მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული მათი დიდი ბაბუის ბიძინა მგალობლიშვილის სახელი. ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადათ-წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის,  რომ ქართველმა  და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება. "ქართული ოცნება" კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ერთი სახელი და გვარიც კი არ მიემატოს ამ კედელს", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის მთვრობის თავმჯდომარემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.


აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

როგორც მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან პატრიარქს საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი გადასცა.

"მქონდა ბედნიერება დღეს შევხვედროდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს. 

დასალოცად ვეწვიე მის უწმინდესობას, გავაცანი ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ამასთან საჩუქრად გადავეცი საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი. 

მისმა უწმინდესობამ დამლოცა და წარმატებები მისურვა", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანდაცვისა და განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა. მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას, რეგიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრას არ დასწრებია წალენჯიხის მერი და არც მერიის წარმომადგენლები. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, წალენჯიხაში დევნილთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მთავრობის მხრიდან მათ ყველა პრობლემაზე ისეთივე სწრაფი და ეფექტური რეაგირება განხორციელდება, როგორც სხვა რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის.

ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროებების შესწავლის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება დაავალა.

მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმეტესობა სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს, შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა  დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას ადგილზე მათთან პირადი კომუნიკაციის გზით  გეგმავს.

აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმში გამართეს.

ლევან მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა, ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის მხრიდან - ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, კულტურის და განათლების მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციის მინისტრი - გიორგი ძიგუა, აჭარის მთავრობის მხრიდან კი - ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და განათლების მინისტრი - მაია ხაჯიშვილი.

ლევან მგალობლიშვილმა თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მცხოვრები დევნილი საზოგადოების მიმართ მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში სოხუმში გაიმართება.

ნოდარ ჯალაღონია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა. ახალი უფროსი აფხაზეთის მთავრობის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.

ნოდარ ჯალაღონია წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

მან ამ თანამდებობაზე ოთარ გარმელია შეცვალა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახლად დანიშნული თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ღონისძიება აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი ძიგუა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დაინიშნა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.

გიორგი ძიგუა წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

1977-1980 წლებში იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პირველი თანრიგის მეზღვაური.

1980-1981 წლებში რსფსრ-ის ჩიტის ოლქის ქალაქ კრასნოკამენსკის გეოლოგიური ექსპედიციის მე-5 თანრიგის სამთო-გამსვლელი მაღაროელი.

1981-1985 წლებში ბათუმის მექანიკური ქარხნის საქონელმცოდნე, მომმარაგებელი.

1985-1989 წლებში აჭარის სამაშველო სამსახურის პირველი თანრიგის მაშველი-მყვინთავი.

1989-1995 წლებში ესპანეთი-საბჭოთა ერთობლივი საწარმო „ამიგოს“ კომერციული დირექტორი.

1996-2000 წლებში თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო გაზეთი "იმედის" იურისტი.

2000-2005  წლებში მუშაობდა  საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის მთაწმინდის ადვოკატურაში ადვოკატად. 

2004-2005  წლებში თბილისის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის იურისტი, იურიდიული სამსახურის უფროსი.

2004 -2005  წლებში - ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის იურისტი.

2005-2006 წლებში - იურიდიული ფირმა „მთაწმინდის ადვოკატურა“ ადვოკატი.

2007-2012 წლებში - თბილისის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს.

2006-2020  წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გ. ძიგუას საადვოკატო ბიუროს ადვოკატი.

2012  წელს - მთაწმინდის საარჩევნო ოლქის იურისტი.

2012 წლიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი

2012 წლის 1 ნოემბრიდან  მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის ბიუროს თანამშრომელი. 

2013, 2014, 2016 წლები მთაწმინდის შტაბის საარჩევნო სპეციალისტი, იურისტი.

2016 წელი დიდუბის საარჩევნო შტაბის იურისტი.

2017 წელი მთაწმინდის შტაბის  იურისტი.

2018 წელი - დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის ბიუროს თანამშრომელი.

2020 წელი  დიდუბე-ჩუღურეთის მე-6  საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ვოლსკის  ბიუროს თანამშრომელი. 

2023 წლის 1 აგვისტოდან - შპს "გიორგი ძიგუა და ადვოკატების" დირექტორი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა გახდა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.

ლაშა ქარდავას სხვადასხვა სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

1996-2005 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა პოზიციებზე.

2005-2006 წლებში იყო თბილისის საგადასახადო სამსახურის აუდიტის განყოფილების მთავარი ინსპექტორი.

2006-2015 წლებში აუდიტორული ფირმა შპს „კოლხი 2005“-ის აუდიტი.

2010 წლიდან - შპს „გლობალ აუდიტის" დირექტორი - პარტნიორი

2015-2016 წლებში ს.ს "გუდვილის" სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული აუდიტისა და მონიტორინგის კომიტეტის ფინანსური ანალიზის სპეციალისტი.

2019 წლიდან - შპს „ჰეალაინ ინტერნეიშენელის“ ფინანსური მენეჯერი, 2023 წლიდან - შპს „აბგრეიდ კონსტრაქშენის“ შიდა აუდიტისა და კონტროლის მენეჯერი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრი წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის დამტკიცების შემდეგ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს ახლად დანიშნული მინისტრი დავით მორგოშია პირადად წარუდგინა.

დავით მორგოშიას საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება აქვს.

2018 წელს დაინიშნა საქართველოს საელჩოში იტალიის რესპუბლიკაში, ელჩის მრჩევლის ასისტენტად.

ასევე 2018 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტში.

2019-2021 წლებში მუშაობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგში”.

2021 წელს იყო შპს New Way/ ნიუ ვეი სავაჭრო სააგენტოს თანადამფუძნებელი.

2022-2023 წლებში იყო Concentrix USA-ში Spotify-ის მომხმარებელთა იტალიურენოვანი მხარდამჭერი.

2023-2024 წლებში მუშაობდა IT კომპანია TNET-ში Front-end დეველოპერად (React/NextJS)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნა.
 
ახლად დანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.
 
ლევან თევზაია განათლებით ეკონომისტია, არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
 
1996-1998 წლებში აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა.
 
1998-2008 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.
 
2008-2009 წლებში მუშაობდა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოში".
 
2009-2011 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი.
 
2009-2014 წლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში“ გამართულ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციის წევრი.
 
2011-2014 წლებში „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით“, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრი.
 
2011-2014 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ.
 
2014 წელს მუშაობდა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ, სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოში", რისკების მართვის სამსახურის უფროსად.
 
2014-2016 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრი - საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი.
 
2016-2017 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად.
 
2018 წლის იანვრიდან 2019 წლამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო იმავე წლის მაისიდან 2020 წლის დეკემბრამდე ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
 
2020 წლის 29 დეკემბრიდან - 2021 წლის 16 აგვისტომდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი.
 
2021 წლის 16 აგვისტოს აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას.

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრად დავით ფაცაცია დაინიშნა. მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

დავით ფაცაცია წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

2001-2004 წლებში იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის განათლებისა და განვითარების აკადემიის (AED) პროგრამის „ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისა და განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ტრენერ-კოორდინატორი.

2005 წელს გახდა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“, პროგრამის „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“ (ENP Georgia) კონფლიქტების ჯგუფის ხელმძღვანელი.

2006 წელს იყო საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „AIESEC Georgia“-ს დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი.

2005-2009 წლებში ფონდი „აფხაზეთის მომავალის“ პროექტების მენეჯერი.

2011-2017 წლებში იყო შპს „ავიატორის“ კომერციული დირექტორი.

2019 წელს დაინიშნა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად.

2019-2021 წლებში იყო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი.

2021 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრად, ხოლო 2022 წელს სამინისტროს სახელწოდების ცვლილებიდან გამომდინარე გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი.

2022 წლიდან ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა. 

ლევან მგალობლიშვილმა უმაღლეს საბჭოში მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

განახლებულ კაბინეტში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი იქნება. იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის თანამდებობას დავით ფაცაცია, განათლებისა და კულტურის მინისტრის დავით მორგოშია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლაშა ქარდავა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაია, ხოლო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი ძიგუა დაიკავებს.

დღესვე მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

ლევან მგალობლიშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. იყო საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევების პარლამენტის წევრი. მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა.