აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთის" კოორდინატორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლორიკ მარშანია.აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.   იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა  ჟენევის მოლაპარაკებებში. ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: "მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიქმნა დამკრძალავი სახელმწიფო კომისია, რომელშიც შედიან: გიორგი ბარამია, კობა სუბელიანი, დავით ალავიძე, თემურ იაკობაშვილი, გია გვაზავა, სვეტლანა ქეცბა, გიორგი ანჩაბაძე, ზურაბ ერქვანია, გივი ანჩაბაძე, ზურაბ ჩიქოვანი და ოთარ ჟორდანია.სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 17 და 18 აგვისტოსს,ჭავჭავაძის #75-ში (1 სადარბაზო, ბ #4). გამოსვენება ხუთშაბათს, 19 აგვისტოსს, 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან. ლორიკ მარშანიას დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

14 აგვისტოს, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ-ქართული ომის  18 წლისთავთან დაკავშირებით,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით დევნილი ბავშვების მეორე ნაკადი საბერძნეთში გაემგზავრა.აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 42 ბავშვი ქალაქ ათენში, ბავშვთა საერთაშორისო ბანაკში, ორი კვირის განმავლობაში დაისვენებს.ბავშვებს დიდუბის ავტოსადგურიდან აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გააცილეს.აფხაზეთის მთარობის ინიციატივითა და მხარდაჭერით დევნილი ბავშვების პირველი ნაკადი, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 24 ივლისს გაემგზავრა.

6 აგვისტოს 13:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნასა და მათ საფლავებს გვირგვინით შეამკობენ.
აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სახელით, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში,  სამძიმარს უცხადებენ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპული ვაჟკაცების მშობლებსა და ახლობლებს.  

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გუშინ, საბერძნეთში, ქალაქ სალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს ემანუელ ვლახოიანის შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი ბერძენ ბიზნესმენთა დაინტერესება იყო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ახლო მომავალში საქართველოში ბერძენ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის საქმიან შესაძლო ვიზიტზეც ისაუბრეს. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

სოხუმის დაცემის დღეს, ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას საფლავზე მამა ლევან ჯანაშიამ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.


1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, 30-მდე ქართველთან ერთად, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.