აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა.

კრებული აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებს (34 ახალგაზრდა) აერთიანებს, რომლებსაც დღეს ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიცია უკავიათ და მათ შორის ბევრიც წარჩინებული სტუდენტია. კრებულში უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დევნილები თავად ყვებიან განვლილი გზისა და მიღწეული წარმატებების შესახებ. მათ შორის არიან: დემნა გვასალია, ანდრო ვეკუა, ნათია თოდუა, რუსუდან ჟორჟოლიანი და სხვები.

იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ნატო კორსანტია. კრებული პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ეგიდით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში მდიდარი წარსულისა და უდიდესი თეატრალური ტრადიციების მქონე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალგარემონტებული დარბაზი გაიხსნა. 25 წლის შემდეგ, პირველად თეატრს საკუთარი შენობა, ასევე, 254 ადგილიანი დარბაზი, კეთილმოწყობილი სცენა, სარეპეტიციო დარბაზი, საგრიმიორო ოთახები და  საშხაპეები აქვს.

დარბაზი უპირველესად დევნილ შემოქმედებით კოლექტივებს დაეთმობა, ასევე შესაძლებელი იქნება შეხვედრების, კონფერენციების, დისკუსიებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა. ეს შენობა ქართულ-აფხაზური კულტურის  ცენტრად იქცევა რომლის მიზანი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის  წარმოჩენა, შენარჩუნება და განვითარებაა. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთიასიაშვილმა. გამომსვლელებმა გაიხსენეს თეატრის სოხუმში მოღვაწეობის მდიდარი ისტორია, ასევე, მათ მიერ დევნილობაში გატარებული ის პერიოდი, როდესაც საკუთარი დარბაზის უქონლობის გამო შეკედლებულნი იყვნენ მარჯანიშვილის, რუსთაველის, ახმეტელისა და სამეფო უბნის თეატრებში და სპექტაკლების გამართვა მათ სცენებზე უწევდა.

„დიდი სიამაყის გრძნობით მინდა განვაცხადო, რომ შენობას, სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, ამიერიდან მოვიხსენიებთ, როგორც ქართულ-აფხაზური კულტურის კერას. დღევანდელი დღე - 2019 წლის 12 თებერვალი -  სოხუმის თეატრის უახლეს,  25-წლიანი დევნილობის  ისტორიაში   განსაკუთრებულ და ღირსშესანიშნავ  თარიღად  შევა - დღეიდან სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საკუთარ სპექტაკლებს  აქ, ამ კეთილმოწყობილ დარბაზში, ანუ საკუთარ სცენაზე წარმოგვიდგენს.

სოხუმის თეატრის სცენაზე წლების განმავლობაში მრავალი გამოჩენილი მსახიობი მოღვაწეობდა, მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო დიმა ჯაიანი. წარმომიდგენია, როგორ გაიხარებდა იგი დღეს,  რა ცეცხლს დაანთებდა მის ამ დიდი ხნის ნაოცნებარ სცენაზე და როგორი ემოციით, ცრემლნარევი ხმით შემოსძახებდა  ყველა დროისა და ეპოქის ქართველისა და აფხაზის გასაგონად - „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“.

ვულოცავ ამ დიდებულ დღეს თეატრალური დასის თითოეულ წევრს, მის ხელმძღვანელობას და თითოეულ თქვენგანს, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ“.

შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით პატრიოტული იდეოლოგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს განსაკუთრებული ჯილდო „მაჩაბელა“ მიენიჭა.

სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარმა ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) სოხუმის თეატრს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვის წერილი წაიკითხა.

საღამოზე ნაჩვენები იყო სოხუმის დრამატული თეატრის შესახებ 1953 და 1983 წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმები. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რომელშიც გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, ანსამბლი „ფორტე“, „თეატრალური კვარტეტი“, ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე და სოფო ბათილაშვილი მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სოხუმის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, მსახიობმა გოგი ქავთარაძემ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძეს ახალი დარბაზის სიმბოლური გასაღები გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით დარბაზს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი (დიმა) ჯაიანის სახელი მიენიჭა.

თეატრის ახალი დარბაზის საზეიმო გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროსა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შენობის  რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

პირველ სხდომაზე 2018წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში სამმა უწყებამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა წარმოადგინა.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე ისაუბრა. პროექტების ძირითადი მიზანისახალხო დიპლომატიის გაძლიერება, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება, დიალოგის გაღრმავება და მათ შორის ნდობის აღდგენა იყო.

მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო სტრუქტურის თანამშრომლების საქმიანობას და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებში მათ ჩართულობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ მთავრობის წევრებს მისი უწყების მიერ აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით განხორციელებული პროგრამების შესახებ მოახსენა.

2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროს 4 მიზნობრივი პროგრამისა და მასში შემავალი 17 ქვეპროგრამის საშუალებით ბენეფიციარებმა 45 აუცილებელი სამედიცინო სერვისის მიღება შეძლეს. მათ შორის, ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები, ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორთოპედიული მომსახურება, სამკურნალო რეაბილიტაცია და აბილიტაცია, უშვილობის დიაგნოსტიკა და პრევენცია, მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევა, ლაბორატორიულ-მორფოლოგიური კვლევები, სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგული გამოკვლევები, კორონარული ანგიოგრაფია და პერიფერიული არტერიოგრაფია, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსების მიღმა დარჩენილი მომსახურებების სრულ დაფინასებას, ხოლო ჰოსპიტალური მომსახურების მიმართულებით - 1000 ლარის ოდენობით.

გასულ წელს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში თბილისის წამყვანი სამედიცინო კლინიკების სპეციალისტების მხარდაჭერით 13 გასვლითი ღონისძიება მოეწყო. საერთო ჯამში მომსახურება 1918 ბენეფიციარმა მიიღო და მათზე ექიმის დანიშნულებით 47 226 ლარის ღირებულების უფასო მედიკამენტი გაიცა.

პროგრამების ფარგლებში დახმარება გაეწია ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ 500-ზე მეტ მოქალაქეს, 75-მდე შშმ პირს, 120-ზე მეტი სოციალურად დაუცველ მოქალაქესა და 150-ზე მეტ ვეტერანს. სულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქმედი პროგრამებით 2018 წელს დახმარება გაეწია 3609 დევნილს.

2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით ამბულატორიული და ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ 2018 წელს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

2018 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 541 100 ლარი, რომელიც 2019 წელს გაიზარდა და 600 000 ლარი შეადგინა. მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 53 ობიექტს რომლის საერთო ღირებულებამ 39 000 ლარი შეადგინა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განხორციელდა სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები და პროგრამები. მათ შორის, 18 მოზარდი ორთვიანი პროგრამით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. თბილისის 10 რაიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 137 დევნილ პენსიონერს თვალის კლინიკა „მედისონის“ მხარდაჭერით უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ასევე, დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ჩართულობით განხორციელდა ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“.

ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდაჭერას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ძალიან დიდი სტიმულია საქართველოსა   და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის.   აშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია. რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

საგულისხმოა, რომ პირველი ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში 2017 წელს დაფიქსირდა, რამაც დაამტკიცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერირტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ეს იყო პირველი უპრეცედნტო შემთხვევა, როდესაც ამ კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებდა ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ამ ჩანაწერმა, ერთი მხრივ სერიოზულ დარტყმა მიაყენა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მეორე მხრივ, იყო მკაფიო სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არ შეეგუებოდა საქართველოსთვის წართმეული რეგიონების აღიარებას.  ახალი რეზოლუციის წარდგენა კონგრესში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა საქართველოსთვის,  რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატებისგან ტრადიციად იქცა.   მაშინ, როდესაც საქართველო საკუთარი ტერიტორიის 20%  პროცენტს ვერ აკონტროლებს, ეს რეზოლუცია  უაღრესად სასარგებლოა მისი პრესტიჟის ამაღლების,  სამომავლო განვითარებისა და წინსვლისათვის. ამერიკის კონგრესისა და ევროკავშირის  ქვეყნების მიერ  წლების მანძილზე მიღებულმა მხარდამჭერმა რეზოლუციებმა, უდიდესი როლი შეასრულა არაღიარების პოლიტიკის განხორციელების საქმეში. ცხადი მაგალითია, ვანუატუ  და ტუვალუ, რომელთაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება უკან გამოიხმეს საქართველოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შემდეგ. როგორც ჩანს, არც ვენესუელა იქნება გამონაკლისი, რაზეც მეტყველებს ამერიკაში საქართველოს საგარეო მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა   ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელ კარლოს ალფრედო ვეკიოსთან. ვეკიომ განაცხადა, რომ  როდესაც  ახალი მთავრობა სრულ კონტროლს მოიპოვებს ქვეყანაში, გახსნიან ურთიერთობებს საქართველოსთან.  მანვე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და აღიარებენ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია კი ვეკიოს აზრით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს სიტყვები ყოველ  ჩვენგანს ამხნევებს და ახალი იდეების განხორციელებისკენ უბიძგებს.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია ასევე, ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას. ნათქვამია ისიც, რომ ისინი  გმობენ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს  – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. რეზოლუცია აშშ-ისა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე ყურადღებას ამახვილებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევათა აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა. აშშ და მისი პარტნიორები საჭიროა წინ აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას.

რეზოლუციის ტექსტი ადასტურებს, რომ  რუსეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობა ვერ გადალახავს არაღიარების პოლიტიკურ საზღვრებს, რაც მრავალწლიანმა  მძლავრმა საერთაშორისო მხარდაჭერამ და ერთიანობამ განაპირობა. ცხადი ხდება, რომ არაღიარების პოლიტიკა რუსეთს ჩაუვარდა, რაც მსოფლიო თანამეგობრობის დაუღალავი მუშაობის შედეგია.

რეზოლუციის ფონი გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მრავალჯერ ნათქვამი. საქართველო  ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შეეცდება   მშვიდობიანი გზებითა და მეთოდებით გააასმაგოს მუშაობა ოკუპირებული რეგიონების პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებასთან, საბოლოო მიზნის განხორციელებისათვის.   ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების  აღდგენის გზაზე,  საერთო ენის გამონახვით, ყველამ  ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებითი პასპორტიზაციასა და იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბულგარეთის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
დესისლავა ივანოვა-კოზლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ბულგარეთს და საქართველოს საერთო ბევრი აქვთ, ამიტომ, მისი ქვეყანა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

შეხვედრას ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ტიხომირ ტოდოროვი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

სასტუმრო „ბილტმორში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ფოტოალბომის - „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ალბომში შესულია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული თემის, ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, მუსლიმანური თემის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, იეზიდთა თემის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების საკულტო ნაგებობების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საკულტო ნაგებობების ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეორგოლი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე,  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით ჯანდაცვასა და განათლებაში განხორციელებული პროექტებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით რუხში მოწყობილ სასათბურე მეურნეობას. აღნიშნული მეურნეობის დასათვალიერებლად ვახტანგ ყოლბაიამ იაპონიის ელჩი რუხში მიიწვია.

ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებითი პასპორტიზაციასა და იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი პერსპექტიული, ალტერნატიული გზებისა და შესაძლებლობების შეთავაზებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იაპონიის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.

თავის მხრივ იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთის“ დირექტორი ლამზირა ზოდელავა  ესწრებოდნენ.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღის“ დაარსებიდან 30 წლისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღის“ დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ მიხეილ რატიანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი, ხოლო სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილესა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღის“ დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო არტისტ გიორგი რატიანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ მიხეილ რატიანსა და გიორგი რატიანს, ასევე, თეატრის მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ სხვადასხვა ნომინაციაში თეატრის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მსახიობებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელები გადასცა. ასევე, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ საქართველოს სახალხო არტისტ გიორგი რატიანს სერგო ზაქარიაძის სახელობის პრემია მიანიჭა. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მიხეილ და გიორგი რატიანებს, თეატრალური დასის მსახიობებს სხვადასხვა სახელობითი ჯილდოები გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის წევრი,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია მდინარე ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც ვახტანგ ყოლბაია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა და მათ იქ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია. საოკუპაციო რეჟიმის ამ ქმედებით გალის რაიონის მოსახლეობა ფაქტიურად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობას შეეზღუდა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ასევე, პრობლემები ექმნებათ ენგურის იქით დარჩენილ ახალგაზრდებს, რომლებიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. თუმცა აღვნიშნავ, რომ სოხუმის ადმინისტრაციამ გამოიჩინა ნება და მოსწავლეთა და სტუდენტთა ნაწილმა შეძლო ენგურის ხიდის გადმოკვეთა. შექმნილი ვითარებით შეწუხებულია აგრეთვე ზუგდიდის მოსახლეობაც. თუ ადრე, გადასასვლელის ჩაკეტვამდე ენგურზე დღის განმავლობაში 4-5 ათასი ადამიანი გადაადგილდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში იყო ჩართული,  ახლა მოსახლეობა ამას ვეღარ ახერხებს რადგანაც ის ერთადერთი გადასასვლელიც პარალიზებულია. საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ყველაფერს აკეთებს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მდინარე ენგურზე არსებული ერთადერთი გადასასვლელი „ღორის გრიპის“ ეპიდემიის საბაბით საოკუპაციო რეჟიმმა 11 იანვარს ჩაკეტა. მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა.

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში  ქართველი მწერლის, „მშვიდობის მსოფლიო ფედერაციის მშვიდობის ელჩის“, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „ჩემი სოხუმი" გაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალი თემურ ლანჩავა, რომელთაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში გურამ ოდიშარიას  ღვაწლზე ისაუბრეს.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ ქართული და აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გერმანია ისტორიულად საქართველოს პარტნიორი ქვეყნაა ყველა ეტაპზე.

მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციების რეგულარული მხარდაჭერისათვის. მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. გააცნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე გადასასვლელის ჩაკეტვით შექმნილი ვითარება. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

თავის მხრივ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე პოლიტიკის, კულტურის და პრესის საკითხებში მიხაელ ფაბრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ავსტრიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ძირითად პრობლემებზე, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელების დახურვასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

ყურადღება გამახვილდა ნდობის აღდგენის კუთხით ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი კონტაქტების გააქტიურებაზე.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და  გარემოს დაცვის კუთხით, ასევე, ჯანდაცვის სფეროში.

თავის მხრივ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტ ბარბარა ტომფსონ ვიუს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული კულტურის მნიშვნელობაზე და მის პოპულარიზაციაზე ლათინურ ამერიკაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის" შემოქმედებაზე. შეხვედრაზე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

თეატრალიზებული მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის განმავლობაში მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს 86 წლის იუბილეს. უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს.