აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს" ოფისის პროგრამების დირექტორ ეკა ჟვანიასა და ახალგაზრდობის გაძლიერების ტექნიკური პროგრამის კოორდინატორ ირაკლი გიორბელიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსურლებელსა და ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის დაისახა სამომავლო გეგმები დევნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ „World Vision" პროექტებს ახორციელებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision" 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა წარმოადგენს. ორგანიზაცია მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ეწევა საქმიანობას. „World Vision"-ის საქართველოს ოფისი 1994 წელს გაიხსნა და საქმიანობას ქვეყნის ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და თბილისი) ახორციელებს.

ჟიული შარტავას სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას ნაშრომის „სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამები და ახალგაზრდობის როლი ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში" და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ჯემალ გახოკიძის ნაშრომის „გზა, რომელმაც არ მიგვიყვანა სამართლებრივ სახელმწიფომდე" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის შემდეგ წარმოდგენილი ნაშრომების ირგვლივ დისკუსია წარიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ფილოსოფიის დოქტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, კონფლიქტოლოგები და სტუდენტები.

კინოთეატრ „ამირანში" ლევან ანჯაფარიძის ფილმის „მტერი ჩემი - ძმა ჩემი" პრემიერა გაიმართა. ფილმი გადაღებულია „ს.ს. ქართული ფილმი და ფონდისა" და „იქმნა ნათელის" მიერ. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ფილმში 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდია ასახული.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„თიბისი გალერეაში“ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადა“-ს რიგით მე-9 აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ანსამბლმა „შავნაბადა“-მ დამსწრე საზოგადოების წინაშე 15-მდე სიმღერა შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.

ანსამბლი „შავნაბადა“ 2005 წელს შეიქმნა და მთელი ამ დროის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის საგალობლების სასწავლო დისკების გამოცემა და რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის უფასო სალოტბარო სკოლების დაარსება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების საპატიო სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: ამირან ზუხბაია, მურად ანჯაფარიძე, გოდერძი შურღაია, ლევან ცაგურია, ამირან ბიწაძე, ავთო გახოკიძე, ლია ქაჯაია, ირმა ხეცურიანი, ნათია ფრუიძე, ანა მაისურაძე და ირაკლი ცხოვრებაშვილი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანი სპორტსმენები.

დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2016 წლის ქვეპროგრამის, „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება" ფარგლებში მოეწყო.

სსიპ აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში საახალწლო ღონისძიება „მოდის ახალი წელი" გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე ესწრებოდნენ.

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე და კაპელას წევრები „წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. მადლობის სიგელები კაპელას წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გადასცა. აფხაზეთის საგუნდო კაპელასთვის მადლობის სიგელების გადაცემის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი მარინა შენგელია ესწრებოდა.

ნოემბერში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართული კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საგანგებო მიღება გაუმართა. მიღების დროს მან კაპელას წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირთათვის ტრეინინგ-სემინარი ჩატარდა თემაზე: - „შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შრომითი ურთიერთობების სუბიექტები".

ტრეინინგს უძღვებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების იურისტი თამარ სურმავა. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის" შესაბამისად განიხილეს, შრომითი ურთიერთობების წარმოშობისა და შეწყვეტის სამართლებრივი ნორმები, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები, შრომის საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა წარმომადგენლები.

საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს. საარსებო წყაროების შექმნის მიზნით ცენტრი „აფხაზეთი" ითანამშრომლებს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტთან, ხოლო თავის მხრივ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი მოახდენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა სოციალურად დაუცველი პირებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განსახორცილებელი პროექტების 0.1 ჰა სასათბურე კონსტრუქციით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს უფროსი ჯუმბერ ბოიკო, სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს გარემოს სამმართველოს უფროსი მარინე ზუხბაია და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" პროექტების მენეჯერები თეა კაჭარავა და დავით გუჩუა ესწრებოდა.

ჟენევაში მოლაპარაკებების 38-ე რაუნდი იმართება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

მიმდინარე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების უკანონო დაკავებების, გადაადგილების თავისუფლების, მათ შორის მოსწავლეების გადაადგილების საკითხს და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის საკითხებს,

ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მთავარი საკითხი დევნილების დაბრუნების თემა იქნება.

აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ვებ-გვერდი ხუთენოვანი გახდა და ამიერიდან ქართულის, აფხაზურის, ინგლისურისა და რუსულის გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე თურქულ ენაზეც გახდება შესაძლებელი.

აღნიშნულ ენაზე საიტის ამოქმედება განპირობებულია თურქეთში მცხოვრები ქართული და აფხაზური დიასპორების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მათთვის პრიორიტეტულ თურქულ ენაზე მიიღონ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.

მომხდარი ფაქტი, ტრაგედიაა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, სრულიად თურქეთის მოსახლეობასა და თურქეთის ხელისუფლებას.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ასოციაციის თავმჯდომარემ მაია კვეზერელი-კოპაძემ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით დახმარებასა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი ესწრებოდნენ.

გალერეა „Black & White"-ში ვაჩე რაინდელის პერსონალური ფოტოგამოფენა სახელწოდებით „დასაბრუნებელი ტერიტორიები" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტომასალა აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ტრაპიზონის, ტაო-კლარჯეთის, ლორესა და ჰერეთის შესახებ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.

 

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმათეთრი ტალღა“-მ, რეჟისორ დავით კობახიძის ერთმოქმედებიანი ტრაგედია „ანტიგონე“ წარუდგინა მაყურებლებს.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი ესწრებოდნენ.