აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ქალაქ თბილისში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები მოინახულეს.

ჯგუფის წევრები დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი №37-ში მდებარე კომპაქტური ჩასახლების სამ კორპუსში იმყოფებოდნენ. ადგილზე დააფიქსირეს კონკრეტული დევნილი ოჯახების საბინაო-საყოფაცხოვრებო, სოციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემური საკითხები, მიაწოდეს მათ ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობის იმ პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ამ პრობლემათა ნაწილობრივი გადაჭრაა შესაძლებელი.

აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივის პროექტთან - „დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი" დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ.  

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე   შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა პროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს შენიშვნები და შეიმუშავეს რეკომენდაციები და წინადადებები, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგენენ.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოინახულეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებები: გურამიშვილის ქ. №2;  გურამიშვილის ქ. №18;  გურამიშვილის ქ. №31; სააკაძის ქ. № 22; შპს. „წყნეთი"-ის ბაზის სასადილო;   გურამიშვილის ქუჩაზე საქჰიდროენერგომშენის №1 და №2 კორპუსი. ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ  ჯულიეტა კვარაცხელიას ოჯახში.

სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაცია სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე. დევნილებს ინფორმაცია მიეწოდათ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების შესახებ, ასევე ამ პროგრამებით და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი"-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხის განხილვას მიეძღვნა.

რამდენიმე ამონარიდი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსმენიდან:

ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

„ჩვენ დღეს ვიხილავთ დევნილთა ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურების საკითხებს, რაც დევნილი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს წარმოადგინა  მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ დევნილთა სამედიცინო შემოწმება ყოველ წელს უმჯობესდება, რეგიონული მასშტაბით კი იზრდება დევნილთა რაოდენობა, რომლებიც კვალიფიციურ შემოწმებას გადიან. ეს განხილვა, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში აკაკი ზოიძის უშუალო მონაწილეობით შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პარლამენტის მხარდაჭერა და ზედამხედველობა დევნილების ჯანდაცვის პრობლემებზე ხარისხობრივად გააუმჯობესებს ჩვენს ძალისხმევას იმ თვალსაზრისით, რომ  შევძლოთ ყველა დევნილამდე მისვლა და ყოველი მათგანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით იქმნება  ჯანდაცვის კომიტეტთან  სამუშაო ჯგუფი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დიდ დახმარებას გაგვიწევს ჩვენ და დევნილთა საზოგადოებას. ჩვენ კი ასეთ მოსმენებს ტრადიციად ვაქცევთ და  სხვადასხვა კომიტეტებში დემოგრაფიული, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოციალური, გარემოს  დაცვის და სხვა მრავალ საკითხებზე ანგარიშს წარვადგენთ, რომელზეც აფხაზეთის მთავრობა მუშაობს. ვფიქრობ კამათი, დისკუსია, დებატები აუცილებელია. ეს ხელს გვიწყობს სწორი გადწყვეტილებების მიღებაში, რაც მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება ჩვენს მიერ გასაკეთებელ საქმეებს.

რაც შეეხება ბინების განაწილების საკითხებს. სულ ახლახან ჩაბარდა 144 ბინა, წელს კიდევ 300 ჩაბარდება, მაგრამ ძალიან ბევრი 5000 კაცამდე დგას რიგში. ველაპარაკეთ დევნილთა სამინისტროს. როგორც გაირკვა ამ დღეებში მოხდება ქულების გადასინჯვა, მაგრამ მხოლოდ იმ ქულების, ვინც ამას მართლა საჭიროებს. კამათში მონაწილე ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ყველა საკითხზე უნდობლობა არ არის სწორი მიდგომა. მეც მაქვს გარკვეული შეკითხვები იმ ხალხისადმი ვისაც უცბად მაღალი ქულები გაუჩნდა. ყველას ვიცნობ და ვიცი, ვინ როგორ მიიღო ბინები, მაგრამ ყველაფერს სჭირდება სამართლებრივი მიდგომა. ამიტომ მე მზად ვარ დავსხდეთ და ყველა საკითხი განვიხილოთ“.

აკაკი ზოიძე - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

„დევნილის სტატუსზე მინდა განცხადება გავაკეთო. მინდა  ძალიან მკაფიოდ გამოვთქვა, „ქართული  ოცნების“, მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიცია. სანამ არ მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, დევნილის სტატუსის გაუქმებაზე საუბარი  წარმოუდგენელია. ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით კითხვის ნიშნებს გააჩენს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. უნდა გავითვალისწინოთ ბატონი სოზარის მიერ გაკეთებული განცხადებებიც. არცერთი თეთრი არ დააკლდება დევნილთათვის გამოყოფილ თანხებს, პირიქით დროთა განმავლობაში მოემატება კიდეც.

რაც შეეხება იმას თუ საიდან ხდება ამ ადამიანების დახმარება, ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია.  ამიტომ  კამათში მონაწილე მხარეს მივმართავ. პოლიტიკურ განცხადებებს თავი დავანებოთ. ეს თანხა იხარჯება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. იქ ლტოლვილების დახმარებაზე მესამედი რომ მოგახსენეთ, არის 140 მილიონი ლარი და არა ის, რასაც თქვენ ბრძანებთ. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აპარატი მუშაობს იმაზე, რომ დევნილთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან საკმაოდ დიდი ნაწილი გამოიყოფა დევნილებისთვის, ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის ადმინისტრირებას ახორციელებს სწორედ ეს აპარატი.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში მყოფი მთავრობაა. ამ მთავრობის თბილისში ფუნქციონირება უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. ჩვენ და მთელი დასავლური სამყარო, უამრავი საქართველოს მეგობარი, მშვიდობიანი გზებით იბრძვის იმისთვის, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში. ყველას გვჯერა, რომ ერთ დღეს ეს მოხდება. დევნილი აფხაზეთის მთავრობა კი ამ მოვლენებისთვის მუდამ მზად უნდა იყოს. ამიტომ ამ თემით სპეკულირება სრულიად მიუღებელად მიმაჩნია“.

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ვიზა- ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას. მეამაყება, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროპარლამენტის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ეს დიდი გამარჯვებაა, რომელიც დადებითად აისახება ჩვენს ახალგაზრდობაზე, ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის სიკეთით ისარგებლებს აფხაზეთის მოსახლეობაც.

კიდევ ერთხელ ვულოცავ უკლებლივ ყველას ამ დიად გამარჯვებას.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხის განხილვას მიეძღვნა.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის მოკლე ანგარიში მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ წარმოადგინა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ცალკეულ ასპექტებზე, გამოწვევებზე, რისკებსა და პერსპექტივაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსების დინამიკა ზრდადია და 2016 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 3920 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, მაშინ, როცა წინა წელს ეს რიცხვი 2869-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც მიიღეს, და მათი რიცხვი 10%-ს აღემატება. მინისტრის განცხადებით, საკმაოდ გაიზარდა ასევე გასვლითი პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების რაოდენობა და სამინისტრო ამ პროცესის შედეგად გამოვლენილ ავადმყოფთა შემდგომ ბედზეც ზრუნვას.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

შეხვედრის მონაწილეები პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის წინადადებით, გადაწყდა, რომ წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად კომიტეტთან სამუშაო ჯგუფს შექმნიან და ეს თემა კომიტეტის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის „მანანა ანუა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე" აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა. რომანი აფხაზურ ენაზე ჟურნალისტმა ირმა ოსიამ თარგმნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა და უზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობის მშენებლობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფოს სერვისებზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე, უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კითხვებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიას, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას, დევნილების დაბრუნების, გადაადგილების თავისუფლებას ეხებოდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან - „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები" დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი"-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი"-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე  შეხვედრა შედგა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ორგანიზაციის "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელი  მაია კვეზერელი-კოპაძე, საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია და ბენეფიციარების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მსგავს აქციებს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად რეგულარულად ატარებს.

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესწრებოდნენ.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო.

ასევე, სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან - „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები" დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ბრძანებით თავმჯდომარესთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, აღნიშნული დოკუმენტის პროექტის შესწავლისა და წინადადებების შემუშავების მიზნით. ჯგუფს ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ფართი გადასცა. ამ მოვლენის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში თეატრის ახალ ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრმცოდნეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.

1993 წელს სოხუმის დატოვების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მოღვაწეობა თბილისში განაგრძო. მთელი ამ დროის განმავლობაში დევნილ თეატრს საკუთარი შენობა არ გააჩნდა და სხვადასხვა დროს შეკედლებული იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ და ახმეტელის თეატრებში. ამიერიდან კი თეატრი უკვე საკუთარ შენობაში გააგრძელებს მოღვაწეობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას" პროფესიულ დღესასწაულს-ქართული თეატრის დღეს ულოცავს.

დევნილობაში მყოფი 2 თეატრი დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს, თავდაუზოგავად შრომობს, რათა არ ჩამორჩეს ქართული თეატრის განვითარების პროცესს და მის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებს. ქართული თეატრის ისტორიაში აფხაზეთიდან დევნილმა თეატრებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს და შემოქმედებითი გამარჯვებით არაერთხელ გაახარეს მაყურებელი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ ჯანჯულიების ოჯახს ესტუმრა.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახს შობა-ახალი წელი მოიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა, ხოლო ოჯახის ყველაზე პატარა წევრები კი საჩუქრებით გაახარა.