აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედის დღე მიულოცეს და ორგანიზაცია კამპუს ლაიონს კლუბ თბილისთან“ ერთად თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ყოლბაიამ კიდევ ერთხელ გადაუხადა დედებს მადლობა მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

დედის დღესთან დაკავშირებით, დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ" იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს: გინეკოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, თერაპევტის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება.

აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა ხათუნა გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი.

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა" აღჭურვილია იტალიური, იაპონური და ესპანური წარმოების მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიული დანადგარებით და ყველა კვლევა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიაავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და ამ დაწესებულებების თანამშრომლებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის მარტში, წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერუფასო პროფილაქტიკური გასინჯვებისჩატარებისათვის დააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი დადგენილ ფარგლებში საჭირო ღონისძიებები დაიგეგმა.

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გამართა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესწრებოდნენ.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა დღევანდელი სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის თავის განხილვით დაიწყო.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით „ქალი ყოველი არსის გვირგვინი" გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის მკვიდრი სხვადსხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ პოლონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს, მოკლედ გააცნო აფხაზეთში, კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს არსებული მდგომარეობა და ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე გადასასვლელების შესაძლო დაკეტვაზე. ამასთანავე განიხილეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

თავის მხრივ მარიუშ მაშკიევიჩმა, ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, დაადასტურა პოლონეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ პოლონეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრიორიტეტულია და მტკიცე მხარდაჭერაც კვლავ გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში წიგნის „მომავლისათვის მარადისობაში" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებსა და მათი გმირობის ისტორიების მოგვითხრობს. წიგნები აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებს გადაეცათ.

პრეზენტაციის დაწყებამდე შეკრებილმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივის მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები და აფხაზეთის ომის ვეტერანი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე), აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის (ნეიტრალური პასპორტის მქონე პირები) მორიგი სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომლითაც ბენეფიციარებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ, კერძოდ:

  • ამბულატორიული დახმარების პროგრამის ინსტრუმენტული გამოკვლევების (ელექტროენცეფალოგრაფია, დოპლეროგრაფია და ენდოსკოპიური გამოკვლევების ცალკეული სახეები) კომპონენტის პროგრამა;
  • ამბულატორიული დახმარების პროგრამის კომპიუტერული ტომოგრაფიული კომპონენტის პროგრამა;
  • ჰოსპიტალური მკურნალობის პროგრამის კორონარული ანგიოგრაფია და პერიფერიული არტერიოგრაფიის კომპონენტის პროგრამა;
  • ამბულატორიული დახმარების პროგრამის ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (სხვადასხვა სახეები) კომპონენტის პროგრამა;
  • ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტის პროგრამა;
  • ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების მომსახურების კომპონენტის პროგრამა;
  • ამბულატორიული დახმარების პროგრამის უშვილობის დიაგნოსტიკის და პრევენციის კომპონენტის პროგრამა.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელ დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო „დიმიტრი გულია და მისი თანამედროვე აფხაზი პოეტები" გაიმართა.

საღამოში მონაწილეობდნენ, სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელთან არსებული ანსამბლი „დიოსკურია", აგრეთვე ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსებს კითხულობდნენ თბილისის მე-6, 45-ე, 87-ე, 180-ე და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე მანანა ანუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ეთნიკურად აფხაზები მოქალაქეები.

ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისათვის სასკოლო კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია-2017"-ის ნახევარფინალური ტური გაიმართა.

ფოტოკონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ნახევარფინალურ ტურში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლების 31 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც დევნილობაში მყოფი, ისე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სკოლის მოსწავლეები.

ნახევარფინალური ტურის შუალედურ ეტაპზე 9 სკოლა გადავიდა, მათ შორის ერთი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ხოლო დასკვნით ეტაპზე სკოლის გუნდებმა მათ მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების პრეზენტაცია წარმოადგინეს. აფხაზეთის სკოლის პრეზენტაციამ ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა და ეს გუნდი რეგიონალური ტურის გამარჯვებული გახდა, რაც მას სასკოლო კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია-2017"-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისა და მთავარი პრიზისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" წარმომადგენელმა გამარჯვებულ სკოლას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ნახევარფინალურ ტურს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომდგენლები ესწრებოდნენ.

კონკურსის მიზანი გარემოსდაცვითი სამოქალაქო აქტივობების მხარდაჭერაა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოიცა წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“. მასში მოცემულია აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები. წიგნის პრეზენტაცია დღეს დაბა წყნეთის გამგეობის შენობაში გაიმართა. პრეზენტაციის შემდეგ წიგნები გადაეცათ იქ მოწვეულ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირი და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია.

ვალერი არაქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის წიგნის - „აფხაზეთი/საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა" თურქულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია უძღვებოდა.

წიგნი პოლიტოლოგიური ხასიათის სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომია, რომელშიც გაშუქებულია აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორია უძველესი დროიდან დღემდე და შეფასებულია აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური  რეალობა. წიგნში რეგიონის კულტურულ ისტორიას ცალკე თავი აქვს დათმობილი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი რაჰიმ რაჰიმზადე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი; თურქოლოგები და სხვა აღმოსავლეთმცოდნეები, აკადემიკოსები - ელიზბარ ჯაველიძე, აპოლონ სილაგაძე, პროფესორები - ცისანა აბულაძე, თეიმურაზ გვანცელაძე, მარიკა ჯიქია, გიორგი ანთელავა, წათე ბაწაში, მირიან მახარაძე, გივი დათიაშვილი, ნინო ოქროსცვარიძე, ელენე ჯაველიძე, შალვა გაბისკირია, ელისო მაჩიტიძე, თამარ ალფენიძე, დოქტორანტი გელა გუნიავა, აფხაზეთის თემაზე მომუშავე ცნობილი ისტორიკოსები - ზურაბ პაპასკირი, კახა კვაშილავა, ბეჟან ხორავა, დაზმირ ჯოჯუა, ნიკო ჯავახიშვილი, როზეტა გუჯეჯიანი,  თურქი პროფესორები - ერდოღან ალთინქაინაქი და ვედი აშქაროღლუ, სტამბულის „ქართული ხელოვნების სახლის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ირემაძე, წიგნის მთარგმნელი, ცნობილი თურქოლოგი, პროფესორი როინ ყავრელიშვილი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირ №4-ში ბაგა-ბაღ „სინათლესა" და თბილისის ზღვის დასახლებაში, სასტუმრო ტურბაზის ტერიტორიაზე მდებარე ბაგა-ბაღ „იმედს" ესტუმრა. დემურ კეკელიამ დევნილ პატარებს ტკბილეული და სათამაშოები გადასცა. ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, მსგავსი ღონისძიება ცოტა ხნით ადრე ბაგების დასახლებაში მდებარე 195-ე ბაგა-ბაღშიც ჩატარდა.

2017 წლის 10 თებერვალს მედია-კავშირ ობიექტივში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროს მურად აბლოთიასთან ინტერვიუში გაჟღერდა რომ, თითქოს მუშა ჯგუფში (ე.წ "დროებით ექსპერტთა ჯგუფში"), რომელიც მუშაობდა დევნილთა შემწეობის რეფორმებზე ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო, რომ დროებით საექსპერტო ჯგუფებში აფხაზეთის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ არის და არც იყო ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი თხოვნის შემდეგ, 2017 წლის იანვრის თვეში ბატონ სოზარ სუბართან შეთანხმებით აფხაზეთის მთავრობამ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში წარადგინა თავისი წარმომადგენლები სამივე დროებით ექსპერტთა ჯგუფში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართულები ამ პროცესში.

როგორც ცნობილია, პირველად აღნიშნული რეფორმის შესახებ გაცხადდა 2016 წლის 23 დეკემბერს და ჩვენს მიერ 2017 წლის 14-15 იანვარს სხვადასხვა გზებით მოპოვებულ იქნა რეფორმის პროექტი, რასაც მოყვა საზოგადოებისათვის ცნობილი შესაბამისი რეაგირება.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა სთხოვს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან.

www.idpdep.gov.ge/

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მოკლედ გააცნო საქართველოს უახლეს ისტორიაში, აფხაზეთში, კონფლიქტამდე და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. აგრეთვე, ბულგარეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში. ბულგარეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებულ მდგომარეობაზე და გააცნო ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. ამასთანავე განიხილეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

დესისლავა ივანოვა-კოზლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ბულგარეთს და საქართველოს საერთო ბევრი აქვთ, ამიტომ, მისი ქვეყანა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მიულოცა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, ისაუბრა, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის საელჩო 2017-2019 წლებში  ნატოს საკონტაქტო საელჩო იქნება, ხოლო 2018 წელს ექვსი თვით ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.