აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1993 წლის 15-16 მარტს, მოწინააღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ უმძიმეს და უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა ასობით თავდადებული მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტად იურისტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ივანე დოლიძე აირჩიეს. ივანე დოლიძე აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება კერძო და სამთავრობო უწყებების მმართველ პოზიციებზე.  გახლავთ წარმატებული ბიზნესის მენეჯერი. 

 ,, ჩვენი მიზანია საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება, მათ შორის, უცხოური ბაზრების ათვისება და შიდა ბაზარზე წარმატებით დამკვიდრება. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA)  ფარგლებში და საქართველოს მიერ თურქეთთან, ჩინეთთან, დსთ -სთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმებების პირობების გათვალისწინებით ხელის შეწყობა  ბიზნესმენებისთვის,  რათა მათ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში აწარმოონ თავიანთი პროდუქცია და სერვისები. ამ ამოცანის მისაღწევად, სავაჭრო-სამრეწველო პალატა განახორციელებს სხვადასხვა შეხვედრებს საშუალო და მცირე ბიზნესის, მთავრობის შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მონაწილეობით. სავაჭრო - სამრეწველო პალატა მიაწვდის ბიზნეს სექტორს მათზე მორგებულ სერვისებს, გაუწევს სამართლებრივ და ეკონომიკურ კონსულტაციას, გამართავს ტრენინგებს და დაეხმარება მათ ინვესტორების მოძიებაში ,  მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების ხალშეწყობისა და უკეთ ადვოკატირებისათვის. მათივე მონაწილეობით, პალატა ამუშავებს შესაბამის სტრატეგიას, რომლის დასრულება იგეგმება 2018 წელს. თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ სტრატეგიის შექმნაში და გაქვთ კონკრეტული მოსაზრებები და იდეები, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია"-განაცხადა ივანე დოლიძემ.

 

საქართველოში 16 მარტის არტილერისტთა პროფესიულ დღედ გამოცხადებას საფუძვლად დაედო  ქართველი მეომრების გაუტეხელი სულის, უბადლო ვაჟკაცობის, შეუპოვრობის, უმეტესად კი არტილერისტთა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელთაც უკუაგდეს კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთები და დაქირავებული ბოევიკები, რომლებიც ცდილობდნენ სოხუმში შეჭრას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.

ამ უმძიმეს და უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა თავდადებული ათასობით ქართველი მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

მოწიწებით ვიდრეკთ ქედს ვალმოხდილი მეომრების წინაშე, ვუხრით თავს დაღუპულთა მშობლებს, ქვრივებს და ობლებს... მადლობა გმირი შვილებისთვის, მადლობა "ჭირსა შიგან გამაგრებისთვის" და სამშობლოსთვის გმირი მამების ღირსი შთამომავლების გაზრდისთვის.

მივმართავთ 1993 წლის 15-16 მარტის  ოპერაციის ყველა მონაწილეს, მეომარს და საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას:

გმადლობთ, ძვირფასო მეომრებო, ვეტერანებო, თანამემამულეებო... თქვენ  ღირსეულად იცავდით მშობლიურ მხარეს, მაგრამ არ გვავიწყდება ისიც, რომ გამოჩენილი უშიშარი შეუპოვრობა, პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, რადგან საქართველოს ერთიანობის საქმეში პირადი წვლილი შეიტანეთ, გამოიჩინეთ თავდადება.

ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს, ერთად დავმარცხდით ქართველებიც და აფხაზებიც, ვერ მოვუარეთ ჩვენს აფხაზეთს, მაგრამ თქვენ და თქვენი სახით სამშობლოს პატრიოტები გვასწავლიან, როგორ აღარ დავუშვათ შეცდომები, რომ უცხო ძალებმა ვერასოდეს შეძლონ ერთი სამშობლოს  მკვიდრთა დაპირისპირება!!!

ვართ თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი ღვაწლისთვის შესაბამისი თანადგომა გაგიწიოთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს აფხაზეთის ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ აფხაზურ და ქართულ ენებზე გააცნეს ინფორმაცია. აგრეთვე აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები. გაკვეთილის ბოლოს ახალგაზრდებმა სიმბოლურ „ნატვრის ხეზე" თავიანთი სურვილები დაწერეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის  პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების" ორგანიზებით დღეს პარლამენტში, თემაზე: „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე" კონფერენცია გაიმართა.

ფრაქციის თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის განმარტებით, ფრაქცია აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე შექმნის დღიდან მუშაობს, ხოლო კონფერენციის გამართვის იდეა საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წარმოიშვა.

კონფერენციაში მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური მიესალმა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი პირობებით გამოირიცხა შეიარაღებული გზით და „ხელების გადაგრეხვის პრინციპით საქართველოს გამთლიანებისკენ ხედვა" და რჩება მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გზა.

კონფერენციის მონაწილეების წინაშე აფხაზურ მხარესთან ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, არსებობს კონფლიქტების მოგვარების პროცესის ადგილიდან რეალურად დაძვრის განწყობა და შესაბამისი მზაობაც.

ოსურ მხარესთან ურთიერთობაში არსებული სიტუაცია ცალკეული სფეროების მიხედვით, თემატურად მიმოიხილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, მადინა გაგიევამ. მისი ინფორმაციით, ის ტაძრები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

კონფერენციაზე კონფლიქტებთან მიმართებაში თანამედროვე მეთოდოლოგიის კონცეპტუალური მოდელების გამოყენების შესაძლებლობები განიხილა ანალიტიკოსმა ბესიკ ობოლაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ჯემალ გახოკიძემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, დაიწყოს შემორიგება და დიალოგი. მან მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მაგალითები მიმოიხილა. მისი განმარტებით, დიალოგის, მოლაპარაკებების და შერიგების წინმსწრებად წინაპირობა უნდა მომზადდეს.

აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა. მისი განცხადებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მსჯელობები და დისკუსიები საზოგადოებრივ მაუწყებელზეც უნდა მიმდინარეობდეს. პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის მოსაზრებით, კი მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მოდელების გათვალისწინებით, საჭიროა საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული ახალი მოდელი შემუშავდეს.

ორგანიზაცია „მე დავბრუნდების" ინიციატივითა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, „GARDEN HALL"-ში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, თბილისის საკრებულოს წევრები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება უკვე მეორე წელია იმართება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წარმატებული ქალბატონების დამსახურების წარმოჩენას ემსახურება.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში პოეტ მადონა დვალის პოეტური კრებულის „ცრემლების ფერწერა" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლოდ გამოსაცემი წიგნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები შევა. ამ გამოცემაში მაქსიმალურად მოხდება ინფორმაციის დახვეწა და წინა გამოცემებში შესული ინფორმაცია შეივსება ახალი გვარებითა და მონაცემებით.

შეხვედრაში  მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე დავით გულუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, ყოფილი სამხედრო საველე მეთაურები და შენაერთების ხელმძღვანელები.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მოწვეული წარჩინებული ქალბატონებისათვის დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეების აღსანიშნავი საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“, ვაჟა ჩუბინიძე, პოეტები მზია ხეთაგური და გიორგი ბალახაშვილი. შესრულდა აფხაზეთელი ქალი კომპოზიტორის „სიმღერა სოხუმზე“ პრემიერა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟიული შარტავას დაბადებიდან 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მისი წიგნის „დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება“ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები,  ჟიული შარტავას მეგობრები და თანამებრძოლები.

მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავა გაიხსენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ წვერაიძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ.

 

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებთან გაიმართა შეხვედრა და მათ გმირების სახელების უკვდავსაყოფად შექმნილი წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადაეცათ. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებსა და მათი გმირობის ისტორიების მოგვითხრობს. წიგნების გადაცემა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები და აფხაზეთის ომის ვეტერანი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წუხილს გამოთქვამს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, გამყოფ ხაზზე, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის გამო და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია და ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებულ ქმედებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების კუთხით.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების, უხეში დარღვევაა და, ამავდროულად, წარმოადგენს სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს იმ სულისკვეთებისა, რომლითაც განმსჭვალულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.

ამ გადასასვლელების ჩაკეტვა არის ღია მცდელობა აფხაზი და ქართული მოსახლეობის ხელოვნური გახლეჩის, გახლეჩილ საზოგადოებებს შორის კიდევ უფრო დიდი უფსკრულის გაჩენის, რაც თავისთავად კონტრპროდუქტიულია იმ ფუნდამენტური საწყისებისა, რომელსაც  თვით კონფლიქტის მოგვარების პროცესი მოიაზრებს სახალხო დიალოგისა და მხარეთა შორის ნდობის აღდგენის ფორმატში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეებს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამავდროულად, ვიმედოვნებთ რომ ეს ღონიძიება არის დროებითი ხასიათის და მივმართავთ აფხაზეთის დე-ფაქო ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზშისაქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდისდაფუძნებიდან 4 წლის იუბილე გაიმართა, სადაც ფონდის 4-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინეს. საიუბილეო ღონისძიება ფონდის საპატიო თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გახსნა, ხოლო გაწეული მუშაობის ანგარიში ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ წარადგინა.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფონდის დამფუძნებლებმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ანზორ თოთაძემ. ანგარიშში ძირითადი აქცენტები გაკეთდა ფონდის მიერ მომზადებულ სამთავრობო და საკანონმდებლო წინადადებებზე.

ფონდს გამოცემული აქვს 8 წიგნი საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ, აგრეთვე ჩატარებული აქვს დემოგრაფიული კვლევები აფხაზური და ებრაული გენოფონდის, ერის დაბერების დინამიკის შესახებ.

ღონისძიების ბოლოს, დიმიტრი ხუნდაძემ ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს (სამინისტროების წარმომადგენლებს), აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს ვახტანგ ყოლბაიას, დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტს ვაჟა ლორთქიფანიძეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს ვახტანგ წივწივაძეს, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებას, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლსრუსთავსფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის და გაწეული ქველმოქმედებისთვის.