აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

მწერალთა სახლში ქართველი პოეტისა და მწერლის ნაირა მარშანიას წიგნის „მოგონებები დაბრუნებამდე..." პრეზენტაცია გაიმართა.

 

ნაირა მარშანიას წიგნი „მოგონებები დაბრუნებამდე..." აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს ეხება და შემრიგებლობითი ხასიათის მატარებელია.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

წიგნის ავტორს საქართველოს მწერალთა კავშირის სახელით ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია გადაეცა.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიყოველთა მწუხარეთა სიხარულიმოილოცეს. ხატი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.

ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღავლინა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ.

ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.

ხატი - ყოველთა მწუხარეთა სიხარული აფხაზეთში 24 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის დაიწერა.

ალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეამ ხელოვანთა საზოგადოებრივ პროექტსსამი სავარძელიუმასპინძლ. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ: მწერალი და მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე, დიპლომატი და მხატვარი გელა დუმბაძე და მომღერალი თინა მამულაშვილი. შეხვედრას იდეის ავტორ და ხელმძღვანელ ქეთევან შენგელია უძღვებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზოგადოებრივი პროექტისამი სავარძელიუკვე მეოთხედ იმართება და ის ხელოვნების სამი სფეროს: მუსიკის, მწერლობის და მხატვრობის წარმომადგენელთა შემოქმედებ წარმოაჩენს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს თურქ ხალხს, თურქეთის ხელისუფლებას და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მის აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ეროვნულ დღესასწაულს - რესპუბლიკის გამოცხადების დღეს.

საქართველოს და თურქეთს ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აკავშირებთ. რომელიც წლებია რაც სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ  ურთიერთობებში  გადაიზარდა.

თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მყარი მიმდევარი, რაც ნამდვილად მეგობრული ჟესტია და კიდევ უფრო ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს.

ასევე აღსანიშნავია, თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა დევნილებთან მიმართებაში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტების მიმართულებით, რომელთა იმპლემენტაცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და არაერთ დევნილს მისცა საშუალება გაეუმჯობესებინა თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. რაც ნამდვილად დასაფასებელია.

კიდევ ერთხელ, ვულოცავთ თურქეთის რესპუბლიკას ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას როგორც თავისი ასევე რეგიონის საკეთილდღეოდ.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, ვ. არქანიას არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. წიგნი  აფხაზურ ენაზე „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა" თარგმნა. წიგნი ბიოგრაფიული ხასიათისაა და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალაა წარმოდგენილი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და შემოქმედებითი წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოზე ისაუბრეს მერაბ კოსტავას ფასდაუდებელ წვლილზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ასევე, ხაზი გაესვა წიგნის გამოცემის მნიშვნელობას და როგორც ავტორმა აღნიშნა: „ამ წიგნის გამოცემით და ამ შეხვედრით გვინდა ვიპოვოთ ჩვენი წილი გზა აფხაზი ხალხის გულებისაკენ".

ამასთანავე, აფხაზეთის დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზური ენის დღეს ულოცავს აფხაზ თანამოძმეებს და სრულიად საქართველოს. აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ენის სტატუსის მატარებელია აფხაზეთში და მისი დაცვა და განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტთაგანს წარმოადგენს. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის მთავრობას დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენის კათედრა, ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობის აფხაზურენოვანი საიტი, აფხაზურ ენაზე ითარგმნება  გამოჩენილი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, აფხაზეთის სიანფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის  მიერ ხორციელდება აფხაზურ ენაზე ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის ტრანსლაცია და ყოველივე ეს ემსახურება აფხაზური ენის, როგორც ასიმილაციის შედეგად გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ენის დაცვისა და ენათა მსოფლიო საგანძურში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მოსახლეობას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთიან,  ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში ქართველი, აფხაზი და ყველა ეროვნების საქართველოს მოქალაქე იზეიმებს ჭეშმარიტ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას.

ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში (სწრაფი ჭადრაკი) ჩატარდა. შეჯიბრში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები და ასევე, მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
 
შეჯიბრს საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს  თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.

ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ ვეტერანის დღეს. თითოეული თქვენთაგანი თავდადებით იბრძოდა და იბრძვის სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის, სამშობლოს წინაშე თქვენი თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის, ჩვენ ყველანი ერთად, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გამთლიანდება და ისეთი ქვეყანა გვექნება, როგორზეც ჩვენი დიდი წინაპრები ოცნებობდნენ.

მოგახსენებთ მადლობას თქვენი უანგარო სამსახურისა და თავდადებისათვის. გისურვებთ მხნეობას, ჯანმრთელობას და წარმატებას.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერის, მუსიკოლოგ სვეტლანა ქეცბას წიგნის „გულის სახსოვარი" პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თავმოყრილია ავტორის სტატიები, გამოსვლები და მოგონებები აფხაზეთის შესახებ 1993 წლიდან დღემდე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები.

თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ახალ მზერას" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ტარდება.

აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინა ონიანი დაესწრო.

გამოკვლევები ორი დღე გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მაღალკვალიფიციური ექიმები მიიღებენ. დევნილებს ვიზომეტრია /კორექციით (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა და სათვალის შერჩევა), ტონომეტრია (თვალშიდა წნევის გაზომვა), ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის გამოკვლევა), ბიომიკროსკოპია (თვალის გამჭვირვალე არეებისა და ფერადი გარსის ნაპრალოვანი ნათურით დათვალიერება) და შირმერის ტესტი (თვალის სიმშრალის ტესტი) ჩაუტარდებათ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში საკითხავ სათვალეს შეურჩევენ.

კულტურის ცენტრ „ოდიშის"  საკონცერტო დარბაზში ზუგდიდში ჩასახლებული დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა. დამსწრე საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მსახიობი დიმიტრი ჯაიანი და სხვადასხვა ფოლკლორული და თვითშემოქმედების კოლექტივები წარსდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორი აფხაზეთიდან დევნილი როლანდ ჯობავა იყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულმა ზუგდიდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა პოლიკლინიკამ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ენგურს გაღმა მაცხოვრებლებს, მორიგი სერვისი შესთავაზა დღის სტაციონარის სახით.

დღის სტაციონარი პოლიკლინიკაში ახლახან გაიხსნა და ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურით, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გადასცა. აპარატურის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია, მეორე ნაწილი კი შემდეგ კვირას დამონტაჟდება.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში მსგავსი სერვისის დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დევნილ პაციენტთა მომსახურების ხარისხს. მისივე თქმით იგივე იგეგმება აფხაზეთის სხვა პოლიკლინიკებშიც.

„ჩვენი დევნილებისთვის  მათ ჯანმრთელობასთან   დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.  ვფიქრობ, დღის სტაციონარი ერთ-ერთი იმათგანია, რაც მნიშვნელოვნად წაადგებათ ჩვენს დევნილებს. არის პაციენტთა კატეგორია, რომლებსაც სტაციონალური მკურნალობა  ესაჭიროებათ. ახალმა  სამედიცინო აპარატურამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩავატაროთ  სამედიცინო მანიპულაციები, რომელებსაც ადგილზე რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმი ესაჭიროება.  პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა დღისით მოვიდეს, დაწვეს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება და საღამოს შინ დაბრუნდეს. ეს კი ენგურს გაღმიდან გადმოსული მოსახლეობისათვის, ვგულისხმობ გალს, ოჩამჩირეს და ა. შ.  ფასდაუდებელი სამსახურია.

კმაყოფილი ვარ დღევანდელი ღონისძიებით. მადლობას ვუხდი პოლიკლინიკის ხელმძღვანელ თამაზ ჯანაშიას გაწეული შრომისთვის. თავდაუზოგავი მუშაობისთვის მას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელი გადავეცით. ყველას ვულოცავ დღის სტაციონარის პოლიკლინიკის ბაზაზე დანერგვას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემაში შემოვიდა ახალი მომსახურება, რაც იმის საწინდარია, რომ მსგავსი მომსახურება  სხვა პოლიკლინიკებშიც დავნერგოთ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და მინისტრის პირველ მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ აფხაზეთის სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მერი გაფრინდაშვილს, ვალია წურწუმიასა და თინა გვარამიას მასწავლებლის დღე მიულოცეს, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვეს. ასევე მათი დამსახურებისთვის  საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცეს. პედაგოგებმა აფხაზეთში ცხოვრების წლები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ კვლავაც შინ დაბრუნების იმედი ასულდგმულებთ.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება, მათთვის პატივის მიგება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - ამ დღის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის გახსნის ცერემონია გაიმართა. სანერგე მეურნეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ, მისი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს", კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) და კავშირ-ასოციაცია „აგორას" ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობით მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურდების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამათავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხე-ტყის დამზადების სამსახურის უფროსი გრიგოლ ბლიაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორას" აღმასრულებელი დირექტორი თენგის სვანაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

საქართველოს ენდემური სახეობისა და „წითელი ნუსხით" დაცული მცენარის - კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებებისაგან გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღიჭურვა 500 მ2 სათბური და დაირგო 30 000 კოლხური ბზის ნერგი.

რუხის სასათბურე მეურნეობა კავკასიაში პირველი საბაზისო სანერგეა, რომელშიც ბზის კონსერვაციის მიზნით წელიწადში 50 000 ნერგი დაკალმდება. ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ სკოლებს, გამგეობებსა და ეპარქიებს. საბაზისო სანერგე ხელს შეუწყობს უფრო მცირე სანერგეების განვითარებას რეგიონში და მთელ საქართველოში, რაც აუცილებელი პირობაა ბზის გადასარჩენად. დაგეგმილია ნერგების ნაწილის აფხაზური მხარისათვის გადაცემა.

ღონისძიებებას დაესწრებიან პროექტში ჩართული მხარეების, სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წამომადგენლობის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

თბილისში გაგრის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ერიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

ასევე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა მოსახლეობამ პატივი მიაგეს დაღუპულ მებრძოლებს და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში გადაიხადეს.

5 ოქტომბერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით ხსოვნის დღედ გამოცხადდა.