
ახალი ამბები

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე და კაპელას წევრები „წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. მადლობის სიგელები კაპელას წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გადასცა. აფხაზეთის საგუნდო კაპელასთვის მადლობის სიგელების გადაცემის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი მარინა შენგელია ესწრებოდა.
ნოემბერში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართული კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საგანგებო მიღება გაუმართა. მიღების დროს მან კაპელას წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა და მადლობა გადაუხადა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირთათვის ტრეინინგ-სემინარი ჩატარდა თემაზე: - „შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შრომითი ურთიერთობების სუბიექტები".
ტრეინინგს უძღვებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების იურისტი თამარ სურმავა. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის" შესაბამისად განიხილეს, შრომითი ურთიერთობების წარმოშობისა და შეწყვეტის სამართლებრივი ნორმები, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები, შრომის საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა წარმომადგენლები.


საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს ხელი.
შეთანხმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს. საარსებო წყაროების შექმნის მიზნით ცენტრი „აფხაზეთი" ითანამშრომლებს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტთან, ხოლო თავის მხრივ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი მოახდენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა სოციალურად დაუცველი პირებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განსახორცილებელი პროექტების 0.1 ჰა სასათბურე კონსტრუქციით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს უფროსი ჯუმბერ ბოიკო, სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს გარემოს სამმართველოს უფროსი მარინე ზუხბაია და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" პროექტების მენეჯერები თეა კაჭარავა და დავით გუჩუა ესწრებოდა.


ჟენევაში მოლაპარაკებების 38-ე რაუნდი იმართება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
მიმდინარე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების უკანონო დაკავებების, გადაადგილების თავისუფლების, მათ შორის მოსწავლეების გადაადგილების საკითხს და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის საკითხებს,
ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მთავარი საკითხი დევნილების დაბრუნების თემა იქნება.


აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ვებ-გვერდი ხუთენოვანი გახდა და ამიერიდან ქართულის, აფხაზურის, ინგლისურისა და რუსულის გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე თურქულ ენაზეც გახდება შესაძლებელი.
აღნიშნულ ენაზე საიტის ამოქმედება განპირობებულია თურქეთში მცხოვრები ქართული და აფხაზური დიასპორების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მათთვის პრიორიტეტულ თურქულ ენაზე მიიღონ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.
მომხდარი ფაქტი, ტრაგედიაა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, სრულიად თურქეთის მოსახლეობასა და თურქეთის ხელისუფლებას.


აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ასოციაციის თავმჯდომარემ მაია კვეზერელი-კოპაძემ მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით დახმარებასა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი ესწრებოდნენ.


გალერეა „Black & White"-ში ვაჩე რაინდელის პერსონალური ფოტოგამოფენა სახელწოდებით „დასაბრუნებელი ტერიტორიები" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტომასალა აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ტრაპიზონის, ტაო-კლარჯეთის, ლორესა და ჰერეთის შესახებ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.


სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა“-მ, რეჟისორ დავით კობახიძის ერთმოქმედებიანი ტრაგედია „ანტიგონე“ წარუდგინა მაყურებლებს.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ქვეპროგრამის „ბეჭვდითი გამოცემების“ ფარგლებში გამოიცა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, პოეტის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე XX საუკუნის II ნახევრის აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, შესანიშნავი პოეტი და სანიმუშო პიროვნება, რომელმაც პირველი პოეტური კრებულის გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება. მან აფხაზეთის ტრაგედიამდე 20-მდე წიგნის გამოქვეყნება მოასწრო. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ და სხვა ენებზე. არაერთმა კომპოზიტორმა შექმნა მის 50-მდე ლექსზე საესტრადო, საგუნდო და საბავშვო სიმღერები.


თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით, ისნის რაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ბესიკ გეთიას სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ბესიკ გეთიას ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ბესიკ გეთია აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან 23-ე ბრიგადის მოტომსროლელ ბატალიონში ირიცხებოდა. მან განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტს გუმისთის მიდამოებში წარმოებულ ბრძოლებში. დაიღუპა სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მებრძოლის გათავისუფლების ოპერაციის დროს. ბესიკ გეთია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის".


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობას ეწვია და სათბურებში მორიგი სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობას გაეცნო ამ სამუშაოების ხელმძღვანელ, აფხაზეთიდან დევნილ რევაზ ჯალაღონიასთან ერთად.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, ფოთსა და დარჩელში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის, მერაბ დვალის თვალის კლინიკა „ახალი მზერა“-ს, ენდოკრინოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“-ს, სენაკის ფსიქონევროლოგიური კლინიკის, თბილისსა და ქუთაისში მდებარე დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების, ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრისა და ჩიჩუების კლინიკა „მზერა“-ს წამყვანი სპეციალისტები. ამ დღეების განამავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, რეპრუდუქტოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტის, დერმატოლოგისა და ლაბორანტის მომსახურებები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 85 სახის სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია ახორციელებდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იტალიის ქალაქ ფლორენციაში 13-20 ნოემბერს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტი "კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში" განხორციელდა.
პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის წევრ ადა მარშანიას, საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, რომაულდო დელ ბიანკოს ფონდის, ორგანიზაცია „რონდინე"-ს, საქართველოს საპატრიარქოს, რობერტ კენედის ფონდის, ერნესტო ბალდუჩის ფონდის, აჭარის სკოლა „გორდა"-სა და სხვადახვა ქვეყნის უნივერსიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველოს დელეგაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობდა. პროექტში რვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები თბილისის, სოხუმის და ბათუმის უნივერსიტეტებიდან.
საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებზე სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად ლექციები საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა ვახტანგ თორდიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამა ადამმა (ვახტანგ ახალაძე) წაიკითხეს.
საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ფლორენციაში ქართველების, აფხაზებისა და ჩეჩნების მონაწილეობით ფოლკლორის საღამო გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს აქტიური ჩართულობა ინტერკულტურულ დიალოგში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება ქართულ-აფხაზური კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პროცესში, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა.
პროექტის მე-2 ეტაპი იგეგმება საქართველოში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო ინტერკულტურულ ფორუმს ითვალისწინებს.


მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში „მუზა" აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა(გია) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა, სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
კონცერტში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი", ზვიად ბოლქვაძე, დიმიტრი ჯაიანი, ელდარ გეწაძე, ელდინო საღარაძე და სხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ასევე, საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი 10 წლის წინ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.
