მთავრობის აპარატი
ახალი ამბები
2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა, რომელიც განსაკუთრებული წარმატებით გამორჩეულ და აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების დარგის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გადაეცემათ. სტუდენტებს ასევე მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეაჯამა სტიპენდიების მისაღებად შემოსული წლევანდელი წარდგინებები და ოთხი სტუდენტი გამოავლინა.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიენიჭათ: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტ დავით დოლიძეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტ თამარ ბარამიას;
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია მიენიჭათ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტ თამარ ჩითინაშვილს და კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლი საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს თეონა მჭედლიშვილს.
„ქართველი ახალგაზრდები კარგად უნდა იცნობდნენ აფხაზეთის პრობლემატიკას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სატკივარს, რომელიც გლობალური პოლიტიკის ნაწილიცაა. მათ ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის ისტორიაზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, გარდა ამისა, საკუთარი ხედვა უნდა გააჩნდეთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე. არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი და ჟიული შარტავა - ის აფხაზი და ქართველი მამულიშვილები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში საქართველოს მთლიანობისთვის, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის იბრძოდნენ. ეს იგივე სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოხატულებაა, რაც ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ეხმიანება. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ამ სტიპენდიების მოპოვების მსურველთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც ვიხილოთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
სტიპენდიების ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარს შეადგენს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში - 100/150 ლარს. სტიპენდიები დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაიცემა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, ეტლები იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 დევნილს გადაეცა.
ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის ახლად არჩეულ რექტორ ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ახალ რექტორს მისმა წინამორბედმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ზურაბ ხონელიძეს სიმხნევე და წარმატებები უსურვა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია და უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტში გამართულ „ამბასადორიალი 2017"-ს დაესწრო.
„ამბასადორიალი 2017" დღეს ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმართეს.
ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით სამუშაო სესიები გაიმართება. სამუშაო სესიები მოიცავს თემატურ შეხვედრებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის საკითხზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სხვა.
„ამბასადორიალი 2017" სამ დღეს გაგრძელდება და 21 ივლისს დასრულდება.
ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილებსა და ომის ვეტერანებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებისაგან მოისმინა იქ არსებული პრობლემები და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ასევე ვახტანგ ყოლბაია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შინდისის პარკში უკრაინაში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებსა და ომის ვეტერანებს შეხვდა. მათ პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას და პარკში სიმბოლურადი ხეები დარგეს.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" დაესწრო.
კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
„ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ტარდება ყოველწლიურად და ამ ფორუმის ჩატარება შემთხვევითი არ არის ქ. ბათუმში, რამეთუ აჭარა არის საქართველის ის ნაწილი, რომელიც ავტონომიას წარმოადგენს და ეს ნიშანია იმისა, რომ სოხუმსაც შეეძლო ამდაგვარი სტატუსით მიეღო მონაწილეობა ყველა იმ ღონისძიებებში და პრაქტიკულ პროექტებში, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში.
მოხარული ვარ, რომ ეს ფორუმი არის ძალიან წარმომადგენლობითი. ბევრი მნიშვნელოვანი პერსონაა წარმოდგენილი ევროკავშირიდან, ადამიანები, რომლებიც წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს. ხალხი, რომელსაც აქვს გაცნობიერებული ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს უსაფრთხოების თვალსაზრისით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მრავალი ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. ეს საინტერესოა ჩემთვის, როგორც აფხაზეთის წარმომადგენლისათვის.
სწორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზებს ჩვენ ვუწვდით ხელს, ღია არის მათთვის ევროპის კარი და მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელიც ევროპას გააჩნია და რომელსაც იღებს საქართველო.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას არ შეუძლია ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც ევროკავშირი იძლევა. დარწმუნებული ვარ ეს დრო მალე დადგება, რადგან ყოველივე რაც კეთდება, კეთდება იმისათვის, რომ ხალხმა იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, იყოს დაცული ყველა სახის საფრთხისაგან, რომელსაც მოიცავს ის ჩაკეტილობა, რომელშიც დღეს ჩემი აფხაზეთი იმყოფება," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ა/რ მთვრობამ 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებით დააწესა. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და საზოგადოებრივად აქტიურები არიან.
სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის- თვეში100/150 ლარს. სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში(ათი თვე). სტიპენდიანტობის კანდიდატთა მეირ საბუთების წარდგენის ვადაა 2017 წლის 04 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული: meca.gov.ge
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის ჩემპიონატში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ოთარ ბენიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწერებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარინა შენგელია ესწრებოდნენ.
ქალაქ ჰააგაში გამართულ ჩემპიონატში 46 ქვეყნის 64 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი მწვრთნელითა (პროფესორი ვეფხია გვარამია) და სამი სტუდენტით (ოთარ უბილავა, თინათინ სხირტლაძე, მიხეილ ლაზგინიანი) იყო წარმოდგენილი. სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა 6 პროცესში მიიღო მონაწილეობა და მათმა გამოსვლამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის და სრულიად ამერიკელ ხალხს ულოცავს 4 ივლისს - ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს!
ვუსურვებთ რა მათ ქვეყანას მშვიდობას, წარმატებებს და შემდგომ განვითარებას, მადლიერების გრძნობით ავღნიშნავთ ამერიკელი ხალხის თანადგომას საქართველოსადმი და განსაკუთრებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და დიდად ვაფასებთ მის ძალისხმევას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების საკითხში.
გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ფონდ „არტ-ექო"-ს ხელმძღვანელი დალი დე-გრაფი ნიდერლანდების გამოფენაში მონაწილე მხატვრებს შეხვდა. მან აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს გამოფენაში მონაწილობისათვის მადლობა გადაუხადა და სერთიფიკატები და ლეიდენის გამოფენის ამსახველი ბროშურები გადასცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი მხატვრები ესწრებოდნენ.
ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენში მდებარე გალერეა „ზონე"-ში, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „როდის? ჩემი ოცნება - აფხაზეთი" გაიმართა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 22 მხატვარი მონაწილეობდა. გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმოდგენილი ნამუშევრების 1/3 გაიყიდა.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ და სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში კოტე სურგულაძე, ლეიდენის ვიცე-მერი მონიკ ვან სანდიკი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი, ფრიც დაიკსი ამნესტი ინტერნეიშენელის ნიდერლანდების წარმომადგენელი. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კონსული ნიდერლანდებში თამარ ღვინაძე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ლოტე ჰაიემა, ავსტრიის ელჩი ნიდერლანდებში ჰეიდიმარია გურერი, ესტონეთის კონსული ნიდერლანდებში მუტი მურდი, ნიდერლანდებში ქუვეითის ელჩის პირველი მოადგილე ისტიაქ აჰმედი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აკია ბარბაქაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა კობალაძე.
მოგვიანებით უწყებების ხელმძღვანელებმა და სტუმრებმა პატივი მიაგეს დიღმის საძმო სასაფლაოზე დაკრძალულ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 24 წელი გავიდა.
გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთებისნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომპოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველიდარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლისშედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციებიშეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL"-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ. წელს ამ პროექტის ფარგლებში დასასვენებლად 15 ბავშვი გაემგზავრა.
მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც ისინი გაეცნობიან მდიდარ ესპანურ კულტურას, შეისწავლიან ესპანური ენას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL"-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა. საქართველოში აღნიშნული პროგრამის 20 წლისთავის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ „FINSOL"-ის პრეზიდენტს, ხულიო გარსიას მადლობის წერილი და საპატიო სიგელი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორი თემა: ნდობის აღდგენის და შერიგების საერთაშორისო მექანიზმები და ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები.
კონფერენციაზე განიხილეს თემები რომელიც ეხება აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობას სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში. ასევე იმსჯელეს თუ რა მექანიზმების შემუშავებაა საჭირო სამომავლოდ აფხაზეთში არსებული პრობლემების დასაძლევად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ჭუმბაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, სამეცნიერო წრეების, „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის" დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი გიგა გაბელაია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წარმომადგენელი ზვიად თავაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი ეკა მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
კონფერენციის ბოლოს სხვადასხვა თემის ირგვლივ პანელური დისკუსიები გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სოფელ რუხში მდებარე კოლხური ბზის სანერგე მეუნეობაში იმყოფებოდნენ.
სასათბურე მეურნეობაში განხორციელდა დაფესვიანებული კოლხური ბზის ნერგების გამოტანა და ღია სივრცეში განთავსება, რითაც დასრულდა სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტებისა" და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა" პირველი ეტაპი. პროექტი ხორციელდება კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გულისხმობს „წითელ წიგნში" შეტანილი ამ უნიკალური სახეობის ნერგების გამოყვანას თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.