რუსლან აბაშიძე ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის „შეჭრა“ წარმოდგენას დაესწრო

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის „შეჭრა“ წარმოდგენა გაიმართა.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

სპექტაკლი მაყურებელს მოუთხრობს დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარჩენისთვის ბრძოლაზე, რომელმაც დაკარგა საკუთარი სახლი, მიწა, ოჯახი, იდენტობა და თვითგადარჩენისთვის ბრძოლას დევნილობაში აგრძელებს.

სპექტაკლი „შეჭრა“, სოხუმის დაცემიდან 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, სოხუმის თეატრის სცენაზე პირველად თამაშდება.

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

დღესვე, რუსლან აბაშიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან თევზაიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ , აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრი, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო. დღესვე, ლევან თევზაიამ ეროვნული გმირების მამია ალასანიასა და მიხეილ ჯინჭარაძის საფლავები ყვავილებით შეამკო.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში ღონისძიებები გაიმართა.

1993 წლის 27 სექტემბრიდან 28 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულმა ორგანომ დაღუპულთა ხსოვნის პატივმიგების ღონისძიება გამართა.
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში გვირგვინით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

დავით ფაცაციამ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„სოხუმის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. დღევანდელი დღე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღი. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ბევრი ღირსეული მამულიშვილი, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ გარდაცვლილებს, რათა მათი სახელები არ მიეცეს დავიწყებას.

წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ ყველა ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ამ შეიარაღებულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ჰყავს და დაპირისპირებამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა აფხაზეთის საზოგადოებას. 

მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. ნდობის მშენებლობის ერთადერთი შესაძლებლობა კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის დანაკარგი და ერთმანეთისთვის ჭრილობების მოშუშებით, ერთმანეთის უფლებებისა და ღირსებების პატივისცემით უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ შერიგებისკენ.

ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, ევროპულ და ერთიან სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ქალაქ ზუგდიდის ჯანაშიასა და ბარამიას ქუჩაზე აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა სხვადასხვა მომსახურეობებით ისერგებლეს:
▶ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
▶მხედველობის სკრინინგი:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).
▶პედიატრის კონსულტაცია;
▶სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი
• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.
▶ნევროლოგის კონსულტაცია;
▶ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
▶რადიოლოგიური კვლევა;
გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. სამედიცინო მომსახურეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში დევნილებთან კოორდინაციის სამსახურის უფროსი მედეა აბლოთია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზუგდიდში, ბარამიასა და ლაღიძის ქუჩებზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა დევნილთა მიმართულებით დაგეგმილ, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტი „ევროპული არდადეგები“ ჩატარდა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფარგლებში ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სემინარზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.

პროექტში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა. სტუმრებმა ადამიანის უფლებების დაცვაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობასა და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. დევნილი ახალგაზრდებისთვის  მოეწყო ასევე ექსკურსია დადიანების სასახლეში. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

ღონისძიებაში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

კოპიტნარსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კოპიტნარის დევნილთა და სენაკის სამხედრო დასახლებაში, აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ჩაუტარდათ შემდეგი მომსახურეობები:

▶ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;

▶მხედველობის სკრინინგი:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).

▶პედიატრის კონსულტაცია;

▶სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი
• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.

▶ნევროლოგის კონსულტაცია;

▶ოჯახის ექიმის კონსულტაცია;

▶რადიოლოგიური კვლევა;

გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. სამედიცინო მომსახურეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე თენგიზ ლეშკაშელი, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზუგდიდში, ბარამიასა და ლაღიძის ქუჩებზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა დევნილთა მიმართულებით დაგეგმილ, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს.

რუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ჩეხ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში ჩეხეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ნანა გაბელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის მემორიალის გახსნას დაესწრო
მინისტრი ნანა გაბელია თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის მემორიალის გახსნას დაესწრო.
 
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
 
აღნიშნული მემორიალი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ინიციატივით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით გაიხსნა.
 
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მინისტრმა ნანა გაბელიამ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დევნილ ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა
დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთიასთან ერთად უცნობ გმირთა ქუჩის №85-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა, ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
 
სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ნივთები საჩუქრად 6-დან 9 წლამდე, 300-მდე დევნილმა ბავშვმა მიიღო.
დევნილ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გაიმართა იმერეთის რეგიონში

დევნილ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გაიმართა იმერეთის რეგიონში. რუსლან აბაშიძე წყალტუბოში, ხონსა და თერჯოლაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.