2026-06-19 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი და განათლებისა და კულტურის მინისტრი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები ტექნოლოგიური განათლება, ინოვაციები, ციფრული უნარების განვითარება და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო იმ ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და არაფორმალური განათლების გზით ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი პოტენციალის განვითარების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.





