აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატამ მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დევნილ მეწარმეს, ეკატერინე ხუტკუბიას, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მდებარე საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვის ხარჯები დაუფინანსა.
აღნიშნული დახმარება განხორციელდა პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ქალბატონი ეკატერინე წლებია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ხილისგან დამზადებულ ჩირსა და ნუგბარს — ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ქართული ნედლეულით.
HACCP-ის ძირითადი მიზანია ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების პრევენცია საკვები პროდუქტის წარმოებისა და გადამუშავების ყველა ეტაპზე.