აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის უფროსი თაობის ვეტერანი მოცეკვავეები ბიანა დარასელია და თეიმურაზ ფარულავა, ქართულ-აფხაზურ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
შეხვედრის ფარგლებში უფროსი თაობის მოცეკვავეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, მინისტრმა კი ქართულ-აფხაზური მდიდარი ფოლკლორული ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა 2022 წელს შეიქმნა უფროსი თაობის მოცეკვავეებისა და მომღერლების მიერ. ანსამბლმა მცირე დროში, რამდენიმე სოლო კონცერტის ჩაატარა და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა მიიღო.