გიორგი ძიგუამ აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო და სადღესასწაულო ნობათები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.