აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი საერთაშორისო ტურნირ Journeymen World Classic -ის ჩემპიონს ალექსი თოდუას შეხვდა და მნიშვნელოვანი წარმატება პირადად მიულოცა.
თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 102 კილოგრამი წონით კატეგორიაში აფხაზეთიდან დროებით დევნილმა სპორტსმენმა ალექსი თოდუამ ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
შეხვედრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპორტსმენის პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და შესაბამის მხარდამჭერ პროგრამებზე, ხოლო ალექსი თოდუამ მინისტრს საკუთარი კარიერული გამოცდილება და სამომავლო მიზნები გააცნო.
სპორტსმენის წარმატებებს შორის აღსანიშნავია 2023 წელს სომხეთის ქალაქ არტაშაკში და 2021 წელს რუმინეთის საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული გამარჯვება, სადაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია, სააგენტოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი და სპორტსმენის მწვრთნელი იაგო ბუაძე ესწრებოდნენ.