აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მოხალისეთა ორგანიზაცია "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაცია "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და ორგანიზაციის დამფუძნებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა მოაწერეს.

ხელმოწერის შემდეგ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ორგანიზაციის დამფუძნებელთან ერთად, გომბორის მოხალისეთა მოსამზადებელ ცენტრში საბანაკე ტერიტორია და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მოხალისეთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ თეორიული ცოდნა საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის საკითხების შესახებ, ჩაერთონ შემეცნებით-პრაქტიკულ აქტივობებში და შეიძინონ გუნდური და ლიდერის თვისებები.

სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დევნილი მოსწავლეები და ვეტერანების შვილები შეირჩევიან.

შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია ესწრებოდნენ.