მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში პროექტ „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა"-ს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული პროექტის ფარგლებში მხატვრების მიერ შექმნილი 40-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, ჟანრობრივად და ტექნიკური შესრულებითაც განსხვავებული. მხატვრების მიერ დახატული გზა არის გზა, რომელიც ყველა ქართველმა უნდა გაიაროს, ეს თანაცხოვრებისა და ერთიანობის გზაა. საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მოეწყო.

გამოფენის გახსნას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე,  აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, მხატვრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

„მინდა გითხრათ, რომ თემა არის ტკივილის და მოლოდინის თემა. „გზა" როგორც თემა მოტანილია მხატვრების მიერ თავის ნამუშევრებში და ეს გზა არის მეგობრობისკენ, დავიწყებული ურთიერთობებისკენ, ამ გზის მოლოდინში ვართ ყველა. ამ გზის მოლდინში არიან სოხუმშიც", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

პროექტი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები" გაიმართა.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მოხსენება მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს წარმომადგენელმა, ეკონომიკის დოქტორმა,  თემურ გოგოხიამ წარადგინა.

შეხვედრაზე  განიხილეს, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ,ოკუპირებული აფხაზეთში  2012-2017 წწ. არსებული სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობა. მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, სოციალურ -ეკონომიკური  მდგომარეობის ძირითად მაჩვენებლებზე და  მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე .

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის დოქტორები - ექსპერტები: მიხეილ ჯიბუტი, პაატა კაკაბაძე,  იოსებ არჩვაძე, ვეფხვია გიორგაძე, ვახტაგ ჭარაია , იური პაპასქუა, დავით ჯალაღონია, გიორგი ბერულავა,  ავთანდილ ხაზალია და დანიელ გახარია, აფხაზეთის ა/რ  უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დავით გვაძაბია, ჯემალ გამახარია, მურმან კვარაცხელია, მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ოთარ ხუფენია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო უფროსი გურამ მისაბიშვილი. კონფერენციას  ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების  წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეები  შეთანხმდენენ მომავალშიც გაარძელონ ერთობლივი მუშაობა ამ პრობლემატიკის  ანალიზისა და  შესაბამისი რეკომენდაციების  შემუშავების მიზნით.

 

 

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა"-ს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და შპს „ოცნების სამყაროს" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ბალახაძემ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს „ჭი-ტა"-ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დასაქმების ხელშეწყობას.

ხელმოწერის ცერემონიას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბულისკერია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

„ფასდაუდებელია ამ ადამიანთა გმირობა და თავდადება. აუნაზღაურებელია, ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაიღო  ფაშიზმზე გამარჯვებისთვის. მინდა გამარჯვების დღე მივულოცო  და დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს.  სამარადისო ხსოვნა მათ,   ვინც სიცოცხლე  გაწირა მშვიდობისა და მომავლისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვაკის პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს  შოთა გვილავას და არტიომ კოპალიანს ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 73  წლისთავი მიულოცეს  და საჩუქრები გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ ვეტერანებს ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და ღვაწლისთვის,  გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და   კომპანია „კარფურის“  მხარდაჭერით გაიმართა.  სასაჩუქრე კალათა თბილისის მასშტაბით მცხოვრებმა ყველა დევნილმა ვეტერანმა მიიღო.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველო სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვით პროექტებზე, ისაუბრეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტის რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით ფარიკაობაში ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირი პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში 2003-2005, 2006-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის ჩატარდა.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

სამდღიანი პაექრობის შედეგად ორთაბრძოლებში აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგ საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ: ალექსანდრე თავართქილაძე, ხმალი - ბიჭები (2006-2008 წ.წ.) - I ადგილი;; ლუკა ლომინაძე, ხმალი - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) - II ადგილი; ლუკა კაჭარავა, დაშნა - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) - II ადგილი; ნატალია ხარაიშვილი, რაპირა - გოგონები (2003-2005 წ.წ.) - III ადგილი.

აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ტურნირზე დაწესებული იყო წარსულში წარმატებული მოფარიკავეების როზა ჯოლოგუასა და თამაზ კაკულიას სახელობითი თასები. ტურნირის გამარჯვებულებს თამაზ კაკულიას მეუღლემ ოჯახის სახელით საჩუქრები გადასცა.

ტურნირი 3-6 მაისს, თბილისში, სფფ -ის სპორტდარბაზში გაიმართა და მიზნად ისახავდა ფარიკაობის პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ახალციხეში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევები ახალციხის „იმედის კლინიკაში“ გაიმართა.  სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი შედიოდნენ.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში) და  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად  უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ქალაქ ახალციხეში ჩავიდნენ და იქ მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.

ორი კვირით ადრე ახალციხეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრა გამართეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ იურიდიულ საკითხებზე უფასო კონსულტაციების ჩატარებას დაპირდნენ.

აფხაზეთის მთავრობის უფასო იურიდიული მომსახურება დევნილთათვის მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა თემაზე „თეატრალური სოხუმი გუშინ, დღეს, ხვალ“ გაიმართა. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზური თეატრის მოღვაწეები: გურამ ოდიშარია, დავით კობახიძე, გოგი ქავთარაძე, გიორგი რატიანი, მიხეილ რატიანი, დავით საყვარელიძე, ლიანა მიქაშავიძე და თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი.

საღამოზე შესრულდა ზურაბ მჟავიას სიმღერები და პოპულარული კინომუსიკა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

ჩერქეზული კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გამოჩენილი აფხაზი პოეტის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის მუშნი ლასურიას დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ჩუხუამ გახსნა.

მუშნი ლასურიას მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ტიტე მოსიამ.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ მისი მოღვაწეობის შესახებ მოხსენება გააკეთეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორებმა მედეა კვარაცხელიამ და მარინე ჯაიანმა.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები მუშნი ლასურიას მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნიდან“.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მუშნი ლასურია 1938 წლის 16 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. 1955 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი. მისი ლექსების ძირითადი თემებია: სამშობლო, ბუნება, სიყვარული. მან აფხაზურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისფყაოსანი“, ირაკლი აბაშიძის „პალესტინა, პალესტინა!“, გიორგი ლეონიძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ჯორჯ ბაირონის თხზულებები და სხვა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი" გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დირექტორის მრჩეველმა ბადრი გალდავამ მოხსენება გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ  შედეგებზე.

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებს ინერტულ მასალას. ამ პროცესმა განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო  ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს მიაღწია. აღნიშნული ქმედების გამო კატასტროფულად შემცირდა მდინარეების მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალის რაოდენობა, რამაც თავის მხრივ სანაპირო ზოლში ძალიან მძიმე ვითარება წარმოშვა. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა ოჩამჩირეში, მდინარე გუმისთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოქმედ კარიერზე და სოხუმში. გარდა ამისა ეს პროცესები აფხაზეთის გარდა, საფრთხეს უქმნის შავი ზღვის მთელ სანაპიროს. ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა დროული რეაგირება და სანაპირო ზოლის ხელოვნური ჩარევის გზით აღდგენა.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ემილ წერეთელმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მელორ ალფენიძემ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტექის" წარმომადგენელმა თემურ ვეკუამ და გეოლოგმა ვახტანგ დეკანოიძემ.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ გია და დავით ოგანეზიანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ასევე საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ილია დავიდოვი და ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია იმყოფებოდნენ. მათ ეროვნული ნაკრების წევრებს კეიპტაუნში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს  და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.  

ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელს კეიპტაუნში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე დივიზიონში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.

საღამოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გენო კალანდიას მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კოლეგები, ლიტერატურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც გაიხსენეს გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა, ისაუბრეს პოეტის შემოქმედებაზე. საღამოზე წაიკითხეს გენო კალანდიას ლექსები, შესრულდა მის პოეზიაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია. საღამო მუსიკალურად გააფორმა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. ის იყო შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას  ღირსების ორდენი გადაეცა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის დაბადებიდან 111-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს დაესწრო. 

საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს ილია ვეკუა და მისი მოღვაწეობის პერიოდი. მოწვეული სტუმრების წინაშე წაიკითხეს ლექსები, ასევე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ვახტანგ ყოლბაიამ ილია ვეკუას კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულ ნორჩ მათემატიკოსებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, სკოლის დირექტორი მზევინარ გელანტია, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

2017 წლიდან აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელს ატარებს. სკოლაში ფუნქციონირებს მისივე სახელობის მათემატიკური კლუბი, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დაწყებითი, ისე ზედა საფეხურის მოსწავლეები.