16 აგვისტოს, ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე რიგით მე-8 „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები, რომლებმაც სტუმრებს თაფლისა და მეფუტკრეობის მრავალფეროვანი პროდუქცია და უნიკალური ხელნაკეთი სუვენირები წარუდგინეს.
ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე.
„შავი ზღვის თაფლის ფესტივალი“ ტრადიციულად აერთიანებს მეწარმეებს მთელი საქართველოდან და ხელს უწყობს როგორც მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციას, ისე ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ცნობადობის გაზრდას.
აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უამრავი უცხოელი სტუმარიც დაესწრო.