მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციური მიდგომების გაზიარებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა განვითარების პროცესს უზრუნველყოფს.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც რეგიონული ეკონომიკის, ისე სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.