მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით და პროგრამა "აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ანასტასია ფრუიძეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.

2025 წლის 23-25 თებერვალს, მილანში გაიმართა MICAM / MIPEL - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად 42,000-ზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ბრენდი „SummuS“. ანასტასია ფრუიძისთვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნო საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები, წარედგინა საკუთარი პროდუქცია და დაემყარებინა მნიშვნელოვანი საქმიანი კონტაქტები.

გამოფენა საუკეთესო ადგილია ახალი ტენდენციების, ინოვაციური მიმართულებების გასაზიარებლად და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაფორმებლად.