ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის წარმომადგენელთან, დოქტორ ღასან ხალილთან და მის მოადგილესთან, ემი კლენთან შეხვედრა გამართა.
ეკა ხოფერიამ სტუმრებს სამინისტროს საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით დასახული მნიშვნელოვანი პროგრამები თუ პროექტები გააცნო. შემდეგ კი მხარეებმა ამ პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელების თვალსაზრისით თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს და კონკრეტული ხედვა გაუზიარეს ერთმანეთს.