ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წელს დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი - „დიმა ჯაიანი“ შექმნა. ფილმის შექმნას ორგანიზებას უწევდა სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.
ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია თამარ ბართაია.
ფილმის შექმნაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ასევე:
ფილმის პრემიერა შედგება 20 აგვისტოს, 21:30 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაზე,“ განმეორებითი ჩვენება კი 21 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.