ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი სამეგრელოს რეგიონში, ხოლო, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მოსწავლეებმა საპატიო სტუმრებისთვის ქართულ და აფხაზურ ენებზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გარემონტებულ შენობაში შეხვდა.