მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბექა ღვაჩლიანი “SITFY” თეატრალური ფესტივალის დახურვის ცერემონიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში „SITFY“ თეატრალური ფესტივალის დახურვის ცერემონიას დაესწრო.

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა და ფესტივალის პრიზები გადასცა. ნომინაციაში „საუკეთესო ტექსტი“ გამარჯვებული ზურაბ კანდელაკის სპექტაკლი „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ გახდა.

თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში გამარჯვებული პიესა „წვიმიანი ღამე“ მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა დააჯილდოვა.

საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის, მათ შორის საუდის არაბეთის, რუმინეთის, კატარის, ომანის, თურქეთის, იაპონიის, უნგრეთის, ტუნისისა და ბაჰრეინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფესტივალს სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრებმა უმასპინძლეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში ორკაციანი პიესები -დუორამები იყო წარმოდგენილი.

თეატრალური ფესტივალი „SITFY“ 2016 წლის იანვარში რეჟისორის, მაზენ ელ-გარაბავის მიერ დაარსდა და მისი მიზანი თეატრის მოყვარული ახალგაზრდების მხარდაჭერა იყო.