აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები და სპეცპედაგოგები ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგებს გაივლიან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებისა და სპეცპედაგოგებისთვის გადამზადების ტრენინგები მიმდინარეობს.

ტრენინგის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნანა გაბელია მინისტრის მოადგილეების მ/შ-ებთან გიორგი ჯინჭარაძესა და ნინო ლობჟანიძესთან ერთად შეხვდა.

ინკლუზიური განათლების, დამხმარე სასწავლო ტექნიკებისა და ტექნოლოგიების თემაზე გამართული შეხვედრების მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო მეთოდოლოგიის დანერგვა.

ოთხდღიანი ტრენინგი სამინისტროს, ააიპ „ქონსორთ ჯორჯიასა“ და ააიპ „ბიბლიოთეკა - კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის თანადგომა“ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ამასთანავე, ნანა გაბელიამ  კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა, კლინიკის აღმასრულებელ დირექტორ რუსუდან ლორთქიფანიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.