« | ივნისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
« | ივნისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებები მართავენ საჯარო შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4-5 აპრილს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა რიგით მეორე საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, ქ. ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში განსახლებულმა დევნილებმა, ასევე, მათმა წარმომადგენლებმა ფოთიდან, სენაკიდან და წალენჯიხიდან. ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის წარმომადგენლებიც.
დეპარტამენტის სპეციალისტებმა დაინტერსებულ პირებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის მიზნების, მოთხოვნების, საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმისა და ბიზნეს-გეგმის შედგენის შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, პოტენციურ ბენეფიციარებთან განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.