ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ღვაწლმოსილი მასწავლებლების, წარმატებული სტუდენტებისა და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
წარმატებული მასწავლებლები და მოსწავლეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დააჯილდოვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროგრამის ფარგლებში, წლის მასწავლებლის წოდება მიენიჭათ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ ირა გელანტიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ თეა კუხიანიძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნინო ფარულავას.
ასევე განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისათვის აჟარის საშუალო სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი ციური კბილაშვილი, სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის №1 საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი ციალა რუსია, გაგრის შოთა რუსთაველის სახელობის №1 საშუალო სკოლის მასწავლებელი ჯულიეტა ჯიქია, გალის №1 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნატრული ჩაგანავა-კვეშელავა, გალის №1 საშუალო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი ლოლა ხორგუანი, მედიკო კვარაცხელია, სოხუმის №1 საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ლეილა ფარცვანია და თბილისის №51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მანანა დოლიძე დაჯილდოვდნენ.
საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებული ილია ვეკუასა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გადაეცათ. ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნინო ყრუაშვილი, ხოლო ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ სტუდენტ გიორგი დუნდუასა და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ დავით ესართიას გადაეცათ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების 7, 8 და 9 კლასების 12 წარჩინებულ მოსწავლეს ნოუთბუქები გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მ.წ. 18 ნოემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით „ფერმერის დღე“ აღინიშნა, რომლის მიზანი ფერმერთა საქმიანობის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფერმერებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. „ფერმერთა დღის“ დღის სტუმრები იყვნენ საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ვიცე-პრემიერი ,შინაგან საქმეთა მინისტრი- გ. გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი- ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი- გ.ქობულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მ. ცქიტიშვილი. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები. როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობა იყო დევნილ მეფუტკრეთა მიერ ჩამოყალობებულ კოოპერატივ „კოდორი 20015“-ის სტენდთან. სტუმართა ინტერესი გამოიწვია მეფუტკრეობის პროდუქციის ფართო ასორტიმენტმა, იყო ბევრი შეკითხვები კოოპერატივის შემდგომ გეგმებზე, დევნილთა ამ სექტორში უფრი ინტენსიურ ჩართულობის პერსპექტივებზე და ა.შ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფერმერებს გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო ფერმერთა ასოციაციას ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც აღინიშნება სამეგრელოში, ზუგდიდში. ეს არის 2015 წლიდან დაწყებული ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც ფერმერებს აძლევს სტიმულს იმისთვის, რომ მათი სამუშაო, მათი წარმატებები დაფასდეს და ამავე დროს ერთმანეთს გავუზიაროთ წარმატების მაგალითები.“-განაცხადა მან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მორიგი ორთვიანი სტაჟირების შედეგი შეჯამდა. უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია სამინისტრომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მასშტაბით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში. ამჟამად ორთვიანი სტაჟირება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში გაიარა თეონა გიგიბერიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სტუდენტმა.
თეონა გიგიბერიას სტაჟირების სერთიფიკატი გადასცა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ. მინისტრმა სტაჟიორის საქმიანობა დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მას სამინისტროს საქმიანიობაში აქტიური მინაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მას 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ასევე, პარამოფარიკავეთა საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირებში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ირმა ხეცურიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა. 7 წლის ასაკში მას სახლის დატოვება მოუწია და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. სპორტულ კარიერაში მან მრავალ წარმატებას მიაღწია. 2018 წელს ირმა ხეცურიანი პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2017 წელს ის ეტლით ფარიკაობაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ასევე, ის, არის ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და მრავალი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი. 2015, 2016, 2017 წლებში იყო რეიტინგის პირველი ნომერი ხმლით მოფარიკავეთა შორის ფარი B კატეგორიაში (სპინალური დაზიანება). 2017 წელს მან საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტული მიიღო.
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სამართალშემოქმედების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ–გვერდზე გამოცხადებული დახურული კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდა.
ათი სამუშაო დღის ვადაში, კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი წარმოადგინა ათმა კანდიდატმა, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად კონკურსის მეორე ეტაპზე–(ტესტირება) გადასვლის უფლება მოიპოვა 1 (ერთი) კანდიდატმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მას 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ასევე, პარამოფარიკავეთა საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირებში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ირმა ხეცურიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა. 7 წლის ასაკში მას სახლის დატოვება მოუწია და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. სპორტულ კარიერაში მან მრავალ წარმატებას მიაღწია. 2018 წელს ირმა ხეცურიანი პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2017 წელს ის ეტლით ფარიკაობაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ასევე, ის, არის ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და მრავალი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი. 2015, 2016, 2017 წლებში იყო რეიტინგის პირველი ნომერი ხმლით მოფარიკავეთა შორის ფარი B კატეგორიაში (სპინალური დაზიანება). 2017 წელს მან საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტული მიიღო.
2018 წლის 3 - 4 ნოემბერს ქ. თბილისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ჩაატარა ძიუდოში 2006-2007 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები აფხაზეთიდან: ჩორგოლიანი მიხეილი - მეორე ადგილი, 46 კგ.; კვაბზიჩიძე დავითი - მესამე ადგილი, 46 კგ.; შეყრილაძე ირაკლი - მესამე ადგილი, 55 კგ.; პანკელაშვილი ბესო - მესამე ადგილი, 50 კგ.; სეტიელი ლუკა - პირველი ადგილი, 60 კგ.; კურტანიძე გიორგი - მესამე ადგილი, 66 კგ.; მახათაძე ლუკა - პირველი ადგილი, +66 კგ.
შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები მედლებით, თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ ტიდესტრიომს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ შვედ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
ასევე მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევის შემთხვევებზე, მათ შორის სკოლებსა და სოლამდელ დაწესებულებებში მშობლიურ - ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, მოსახლეობის იძულებით პასპორტიცაზიაზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.
შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
თავის მხრივ ულრიკ ტიდესტრიომმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის", საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ-აფხაზური საღამო გაიმართა.
საღამოზე რეჟისორ ზაზა სიხარულიძის ფილმი-სპექტაკლის „აფხაზეთო, მე უშენოდ მზეც ობოლი მგონია" ჩვენება გაიმართა.
საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქალთა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" ხელმძღვანელმა ნათელა დუმბაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ. გამომსვლელებმა ისაუბრეს საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობიანი და სამაგალითო თანაცხოვრების შესახებ. ასევე,აჭარაში მცხოვრები ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობისა და ჩატეხილი ხიდის აღდგენის საკითხებში.
მუსიკალური ცენტრის ფოიეში მოეწყო ქართველი და აფხაზი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის თემაზე შექმნილი წიგნების გამოფენა.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ლომთათიძე, სასულიერო პირები, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
2018 წლის 7 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ჩატარდა თათბირი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და აპარატის უფროსის მონაწილეობით. თათბირზე განხილულ იქნა შიდა ქართლში განსახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, ადგილზე გასვლით, ინფორმაციების განახლება. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა შიდა ქართლში განსახლებულ დევნილთა პრობლემური საკითხების ადგილზე შესწავლის მიზნით წარმომადგენლობისა და დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი გასვლა, პრობლემური საკითხების გამოვლენა-დაფიქსირება, სათანადო ინფორმაციის მომზადება და მათი შესაძლო გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ზემდგომი ორგანოებისთვის მიწოდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ინგრიდა ლავრენცე შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. გადასასვლელების დახურვით გართულებულ ვითარებაზე.
თავის მხრივ ინგრიდა ლავრენცემ, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.
2018 წლის 30 ოქტომბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში მოსწავლეთა შორის. მთავარი მსაჯი იყო ლელა თანდაშვილი.
დაძაბული პაექრობის შემდეგ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა : გოგონებს შორის: ელენე შელია - პირველი ადგილი; ბელა ნაჭყებია - მეორე ადგილი; ელენე თოლორაია - მესამე ადგილი. ვაჟებს შორის: ილია კავკასიძე - პირველი ადგილი; გაბრიელ პირველი - მეორე ადგილი; ვახტანგ ფერაძე - მესამე ადგილი. ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, სამინისტროს თანამშრომლები და სხვ.
აფხაზეთის ღია პირველობაზე ჭადრაკში საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებით, ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების 2018 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ. ასევე, განიხილეს კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ. პროექტის მიხედვით პრიორიტეტულად განისაზღვრა დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებები. იზრდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვის, დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების პროგრამები. სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
საკომიტეტო მოსმენის მიზანი ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკის პირობებში ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.
საკომიტეტო მოსმენაზე მთავარი მოხსენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.
სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ. ამ მხრივ აღინიშნა ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში არსებული განსაკუთრებით მძიმე ვითარება.
ყურადღება გამახვილდა სკოლებსა და ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე. სადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღება იკრძალება და აქტიურად ხორციელდება რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასევე ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას და ხორციელდება ბავშვთა ფსიქიკასა და თავისუფალ ნებაზე ნეგატიური ზემოქმედება.
სხდომა დისკუსიით გაგრძელდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.
თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით მოსწავლეთა შორის ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა.
გოგონებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა ელენე შელიამ, მეორე ადგილზე გავიდა ბელა ნაჭყებია, მესამე ადგილის მფლობელი გახდა ელენე თოლორაია, ხოლო ვაჟებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ილია კავკასიძე - პირველი ადგილი, გაბრიელ პირველი - მეორე ადგილი, ვახტანგ ფერაძე - მესამე ადგილი.
საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.