ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მდებარე საქართველოს საელჩოში წამყვანი ეგვიპტური ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.
აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ქართულ-აფაზური დიალოგის მნიშვნელობას.
ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც სხვადასხვა პროგრამებს მოიცავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილების მდგომარეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისა და ეგვიპტის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ასევე მოეწყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა" არაბულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარადგინეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ივანე დოლიძე და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ყოველთვიურ ჟურნალ The National Geographic დეკემბრის თვის ქართულ გამოცემაში გადაშენების პირას მყოფი ბზის კულტურის შესახებ დაიბეჭდა ინფორმაციული სტატია. გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წვლილს კოლხური ბზის გადარჩენისა და კონსერვაციის საკითხში.კერძოდ, თბილისის გარეუბანში, კრწანისში, დეპარტამენტის ინიციატივით, მხოლოდ 2018 წლის გაზაფხულზე 10 000-მდე ბზის ნერგის გაზრდა მოხერხდა, რომლებიც, მოგვიანებით, სამეგრელოს სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებს დაურიგდათ. დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბატონი ვალერი ბასარია The National Geographic-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს: „ერთ დღესაც ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, იქ უკვე აღარ იქნება ბზა, ის ხომ სულ გაჩანაგდა, მაგრამ ჩვენ თან წავიღებთ ნერგებს და მათ ისევ ჩავრგავთ.“
მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ძლიერი ქარის შედეგად სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანებები მიადგა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში დევნილთა განსახლების ობიექტებს. ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიულად შეიქმნა საგანგებო შტაბები, სადაც შესწავლილ/დათვლილ იქნა მიყენებული ზარალის ოდენობა და დაიწყო სარემონტო სამუშაოები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამ დღეებში ქვეპროგრამის - ფოტოკონკურსი: ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ შედეგები შეჯამდა და გამარჯვებულები გამოვლინდა. ქვეპროგრამა განახორციელა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას.
კონკურსში მონაწილეობდნენ ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრები და საკითხით დაინტერესებული პირები. მათ თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფოტოებზე აღბეჭდეს. ფოტოკონკურსის ფარგლებში შემოვიდა: ანაკოფიის ციხის; ახალი ათონის, ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის, ფიჩორის, სოფელ წარჩეს ეკლესიების; სათანჯოს ჯიხას; ალოიზის სასახლის და სხვა არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტო-მასალა. ფოტოკონკურსში გამარჯვებული პირების მიერ გამოგზავნილი ფოტოები მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ზუსტად აღწერს და გადმოსცემს. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ფოტომასალა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არქივში არ მოიპოვებოდა. ფოტოკონკურსის ფარგლებში, სამინისტროში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები (3 გამარჯვებული კონკურსში) და ისინი მობილური ტელეფონით დააჯილდოვა.
პროექტის შედეგად განახლდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობებისათვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის - „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“ - ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ქვეპროგრამის მიზანია დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს (საბაზო და საშუალო საფეხური) მომავალი პროფესიული საქმიანობის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში, ასევე ხელი შეუწყოს სკოლებში არსებული სახელობო პროგრამების განხორციელება-განვითარებას, სასკოლო ინიციატივების წახასალისებას, მოსწავლეთათვის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპების გაცნობას.
სახელობო სწავლება ხორციელდება აფხაზეთის №1, 2, 3, 5 ,6 ,7 ,10, 11, 12, საჯარო სკოლებში. მოსწავლეები ქვეპროგრამის ფარგლებში ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას, კერძოდ, ჭრა-კერვას, ქარგვას, მინაზე ვიტრაჟულ ხატვას, თიხაზე მუშაობას. გამოფენაზე წარმოდგენილი საუკეთესო ნამუშევრებისა და პროექტში მონაწილეობისათვის სკოლებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
„კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“, - ასე ერქვა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.
კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების დაცვა კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე რეგიონალურ კონფლიქტებს ამ მიმართულებით აუნაზღაურებელი ზიანი მოაქვს. კონფლიქტურ ტერიტორიებზე, ბუნებრივია, შეფერხებულია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად საერთაშორისო მექანიზმების მოქმედება და მათი დაცვა-გადარჩენა განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა. ეს პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს წინაშეც მწვავედ დგას, რაც ამ საკითხებზე ფართო მსჯელობის აუცილებლობის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გამოსავლის ძიების გადაუდებელ საჭიროებას ქმნის.
ამდენად, კონფერენციის მიზანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების შესახებ უახლესი კვლევების წარმოჩენა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, მათ დასაცავად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მსჯელობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი მარიამ დვალიშვილი და სხვ.
კონფერენციაზე გამომსვლეთა შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ლურჯი ფარის საქართველოს კომიტეტის წარმომადგენლები.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
სამეცნიერო კონფერენციის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ და უძრავ ძეგლებზე უახლესი ინფორმაციის მიღება და მათ დასაცავად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
კონფერენციას ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი მარიამ დვალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ქ. თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობაში აქტიური ჩართულობისა და აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საქმიანობაში წარმატებული მონაწილეობისათვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, მოადგილეებმა გიორგი ბულისკერიამ და დავით მიქავამ თანამშრომლებს ვარლამ ნარსიას, დავით ადამიას, პაატა ლომიძეს, მალხაზ გოლავას, ზვიად ჯაფარიძეს, გიზო თორდიას და რაჟდენ ფაჩულიას მადლობის სიგელები გადასცეს.
მა წლის 23 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ იუსტიციის მინისტრსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ოთარ ბენიძესთან.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.
მოწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ოთარ ბენიძემ ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკურ ასპექტებზე. გაიხსენა კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეხვედრები და მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები. ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები, რეზოლუციები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას.
შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და ის საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ იურისდიქციის თვალსაზრისით.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის
დეპარტამენტისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლები.
მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა მიიღეს.
დიდუბის რაიონში, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
2018 წ. 13-14 აგვისტოს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით ბორჯომში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დევნილთა თემში წარმოჩენილი პრობლემებისა და საჭიროებების ადვოკატირების მიზნით მოეწყო. აქტივობა პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის სახელწოდებაა ,,დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად”. შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა მხარდამჭერი პროგრამები და პროექტები, საარსებო წყაროების მიმართულებით მიმდინარე პროექტები, ასევე ამ კუთხით ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა დევნილთა დასახლებებში არსებული აქტუალური საკითხები. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ესპანეთში ორთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 ბავშვი 2018 წლის 3 სექტემბერს სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში მათ დახვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მშობლები.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტი მადლობას უხდის ამ პროექტის ორგანიზატორს „FINSOL“-ს (ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდს ქ. მადრიდი, ესპანეთი), დევნილი ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღეების ორგანიზებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდი „FINSOL” 2008 წლიდან თანამშრომლობს. მათ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა.
პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.
ძლიერი ქარის შედეგად, სენაკის, ხობის, ფოთის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სახურავები. ასევე, დაზიანებულია რამოდენიმე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი კორპუსები. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. სამეგრელო , ზემო -სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის თანამშრომლები ყოველდღე ხვდებიან დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას და ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან აღდგენითი სამუშაოებ მიმდინარეობას. ამ ეტაპზე ყველა კოლექტიურ ცენტრში მიმდინარეობს სახურავების აღდგენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატაურდათ.
გასინჯვებში მონაწილეობდნენ რევმატოლოგიის ინსტიტუტის, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, კლინიკა „ენმედიცის“, თვალის კლინიკა „ახალი მზერის“, საუნივერსიტეტო კლინიკა „ნიუ-ვიჟენის“, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრის და რეგიონული ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, ონკოლოგი, მამოლოგი, თერაპევტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და დერმატოლოგი.
პაციენტებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში), C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი. ექიმის დანიშნულების შესაბამისად დევნილებს მედიკამენტები გადაეცათ.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს: ოჯახის ექიმის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ონკოლოგის, მამოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება.
ჩატარდა მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა. ასევე, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.
ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.
გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.